კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ევროპული ფეშენ- ფართი თბილისში


10 დეკემბერს „თბილისი მარიოტში“ მულტიბრენდულმა მაღაზია „პრივემ“ გამართა დახურული მიღება ერთგული მომხმარებლებისა და მედიისთვის, რომლის ფარგლებშიც მოეწყო ჩვენება, გათამაშება და გრანდიოზული ტორტის გაჭრა. მთელი ამ ივენთის მიზეზად იქცა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ „პრივე“ კიდევ ერთი პრემიალური ბრენდის „დიორის“ საქართველოში ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა. გარდა ამისა, მიღებას კიდევ ერთი სერიოზული მიზეზი ჰქონდა, „პრივე“ ორი წლის იუბილეს აღნიშნავდა. ჩვენებაზე წარმოადგინეს პარიზის მოდის კვირეულზე ნაჩვენები 2010 წლის შემოდგომა-ზამთრის უახლესი კოლექცია. სპეციალურად ამ დღისთვის პარიზიდან ჩამოიტანეს „დიორის“, „ივ სენ ლორანისა“ და „ბალენსიაგას“ დალუქული სამოსი და ფეხსაცმელი. მართალია, ჩვენების დამთავრებისთანავე, რომელზეც ძალიან კარგად წარმოადგინეს როგორც საკუთარი თავი, ისე ექსკლუზიური სამოსი ქართველმა მოდელებმა, კოლექციები უკან, პარიზში დაბრუნდა. თუმცა, მაღალი მოდის მიმდევრებს შეუძლიათ, არ ინერვიულონ, გამოწერის შემთხვევაში, ნებისმიერი კოსტიუმი ძალიან მალე იპოვის ადგილს მათ გარდერობში. რაც შეეხება ივენთს, ეს იყო ტიპური ევროპული დონის ფეშენ-მიღება, ფოიეში სავალდებულო ფოტოგადაღებებით, არაჩვეულებრივად შემოსილი ქალბატონებითა და მამაკაცებით, შამპანურებითა და გლამურით. მიღებას სრულიად ქართული ელიტა ესწრებოდა, ყველა თუკი ვინმე შეიძლება მაღალი წრის წარმომადგენლად ჩაითვალოს – მაკა ასათიანი, თეონა თავართქილაძე, ფუფა გოგლიძე, გიგი უგულავა მეორე მეუღლესთან, ლელა კილაძესთან ერთად, ავთო ცქვიტინიძე მეუღლესთან ერთად, ნინო დარასელი, ქრისტინე იმედაძე შვილთან ერთად, ეკა კახიანი და ნინი ბადურაშვილი, სალომე დადუნაშვილი, თამუნა ინგოროყვა და სხვები. საღამომ ულამაზესად ჩაიარა, ყველა სტუმარმა ერთხმად აღიარა, რომ ასეთ საღამოებს ყველანი მონატრებულები არიან და სიამოვნებით შეიკრიბებიან მსგავს სიტუაციაში ძალიან ხშირად.


скачать dle 11.3