კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“ლუტეციაში„ “გალიანოს„ ახალი სუნამოსა და თინათინ მაღალაშვილის სამოსის ტანდემი შედგა


„გაიმეორე თუნდაც ერთი წუთი და გაატარე ის ჩემთან! იფიქრე ყველა იმ საოცრებაზე, რაც ჩვენ გაგვაჩნია, რაც ერთმანეთთან გვაკავშირებს.. და იმ თავგადასავლებზე, რაც ჯერ კიდევ წინ გველოდება“, – ასე ორიგინალურად იყო გაფორმებული სუნამოსა და მელნის წვეთებით დალაქული „დრო-ჟამისგან გახუნებული“ მოსაწვევი, რომლითაც „ლუტეცია“ 7 დეკემბერს „გალიანოს“ პირველი სუნამოს პრეზენტაციაზე ეპატიჟებოდა სტუმრებს. საღამოს, შვიდის ნახევარზე პეკინის გამზირზე „ლუტეციაში“ საპატიო სტუმრებმა მოიყარეს თავი, რომლებსაც მასპინძლობას „გალიანოს“ წარმომადგენელი და დიზაინერი თინათინ მაღალაშვილის კაბებში გამოწყობილი კონსულტანტები უწევდნენ. მათი კაბებიც პირადად მათთვის, ამ პრეზენტაციისთვის გალიანოს სტილში შეიქმნა. საღამომ ძალიან კარგად ჩაიარა, პრეზენტაციის ბოლოს, რა თქმა უნდა, იყო ულამაზესი ფოიერვერკი და ახალი სუნამოს ბოთლის ფორმის ტორტი გაიჭრა. გაჭრის საპატიო მისია „ლუტეციას“ ხელმძღვანელ პირთან ერთად „გალიანოს“ სუნამოს ბრენდის წარმომადგენელს, ბატონ ემანუელ ვინიოს ხვდა წილად. რაც მთავარია, სტუმრები გალიანოს პირველი სუნამოს სურნელით აღფრთოვანებულნი დარჩნენ.


скачать dle 11.3