კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოსწონს ყველაფერი ბუნებრივი კესარიას მეუღლეს და რა შეიძლება მოხდეს მათ შორის ყველასგან განსხვავებული


კესარია და სუხო, შეიძლება ითქვას, საქართველოში ყველაზე განსხვავებული, არაორდინარული წყვილია. თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, მათ ერთმანეთის ძალიან კარგად ესმით, უყვართ და ახლო მომავალში დაქორწინებას უცხოეთში აპირებენ, რადგან ქართული კანონმდებლობით ასეთი ქორწინება შეუძლებელია.

კესარია: გაიცანი ეს ჩემი მეუღლეა, სუხო.

– ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე დაქორწინდით?

– ჯერ არ მიგვიცია ოფიციალური სახე, მაგრამ როგორც კი პასპორტის საკითხს მოვაგვარებ, მაშინვე უცხოეთში დავქორწინდებით, ან შეიძლება ეს საქართველოშიც მოხდეს. ხელის მოწერაც იყოს და საქორწილო კაბაც. ისე, ყველაფერი თავისთავად მოხდა. თავიდან ვერ ვეგუებოდი სიტყვა – ქმარს, მერჩივნა შეყვარებული მეთქვა.

სუხო: იმიტომ, რომ ქმარს აღიქვამდი ქართულად, მაშინ „ჰაზბენდ“ დამიძახე. ჩვენ ასეც ფანტასტიკურად ვგრძნობთ თავს, ხელს მოვაწეთ თუ არა, მაინც კარგად ვიქნებით.

კესარია: თავიდან ასეთი მძაფრი გრძნობა არ გვქონია, მერე და მერე, რაც ერთად ვართ, ერთად ვცხოვრობთ, უფრო მეტად გვიყვარდება ერთმანეთი. ორივეს ძალიან უცხო და სხვებისგან განსხვავებული სულიერი სამყარო გვაქვს და ამიტომ შეიძლება, ჩვენ შორის ყველაფერი განსხვავებულად მოხდეს.

– ანუ როგორი სულიერი სამყარო აქვს შენს მეუღლეს?

– ძალიან უცხო, ამოუცნობი, საინტერესო, რაც დრო გადის, მით უფრო გაინტერესებს, ყოველთვის მუღამში ხარ და უკვე არავისზე ფიქრობ. მას ყველაფერი უცხო, საინტერესო, ლამაზი მოსწონს და ამანაც განაპირობა ჩვენი ერთად ყოფნა.

– როგორი დიასახლისი, მეუღლე ხარ?

სუხო: ტრადიციული კერძები უყვარს, მეც მიყვარს, რატომაც არა.

კესარია: მწვადი, ხინკალი მიყვარს. ახლა სხვა კერძების მომზადებასაც ვსწავლობ, დაქალების დედებს ვურეკავ და მასწავლიან. სუხო ისეთ სტიმულს მაძლევს, სულ მინდა სამზარეულოში ვიტრიალო.

– ერთად არ ამზადებთ კერძებს?

სუხო: ერთხელ ბლინები გავაკეთეთ, მაგრამ არ გამოვიდა და მერე მაგრად ვიჩხუბეთ.

კესარია: უგემური იყო ცომი და იმაზე ვიჩხუბეთ, ვისი რეცეპტით ვამზადებდით – ჩემით, თუ ამისით... საბოლოო ჯამში, ამას დავაბრალე.

– კესარია არ არის ბუტია?

კესარია: ბუტია არა, ბუსტყლუჭუნა ვარ.

სუხო: ძალიან ბუტიაა, თუმცა ყოველთვის მიადვილდება მისი შემორიგება.

კესარია: სამაგიეროდ, მე მიძნელდება.

სუხო: მე უფრო ჯიუტი ვარ და იმიტომ.

კესარია: ყველაფერს ვაკეთებ, რომ შემოვირიგო ხოლმე.

– ჰგავხართ ერთმანეთს?

სუხო: ყველაზე საინტერესო სწორედ ის არის, რომ ერთმანეთს საერთოდ არ ვგავართ. ორივეს რთული ხასიათი გვაქვს, მაგრამ ამდენი ხანია, ერთად ვართ და ურთიერთობა ძალიან კარგად ავაწყვეთ.

კესარია: პლუსი და მინუსი ვართ და ვავსებთ ერთმანეთს.

– თქვენი ურთიერთობა პირველი შეხვედრისთანავე ასე კარგად აეწყო?

კესარია: თავიდან არ მიფიქრია მასზე, მაგრამ მერე ისე უცებ ამოვყავი თავი დიდ სიყვარულსა და გრძნობებში, რომ მეგონა, ჯერ კიდევ ვერთობოდი.

სუხო: მართლა ყველაფერი ძალიან უცნაურად მოხდა, ისე შეგვიყვარდა ერთმანეთი, რომ ვერც ერთი ვერ მოვედით აზრზე.

– თავიდან ფლირტით დაიწყო თქვენი ურთიერთობა?

კესარია: არა, მეგობრული ურთიერთობით დავიწყეთ. ის მომენტი არ მქონია, რომ ვეპრანჭებოდი. ეს რას ფიქრობდა არ ვიცი. დღე და ღამე ერთად ვიყავით, ვათენებდით. არადა, არანაირი ურთიერთობა არ გვქონია ერთმანეთთან. მერე მივხვდი, რომ რადგან ამდენ დროს ვუთმობდით ერთმანეთს, ალბათ, რაღაც ხდებოდა ჩვენს შორის.

– რომ გააცნობიერეთ ერთმანეთი გიყვარდათ, მერე რა მოხდა?

– ორივე დავიძაბეთ და ამ ყველაფრის გააზრება, გათავისება ძალიან გაგვიჭირდა. თან მანამდე ასეთი სიყვარული და სერიოზული ურთიერთობა არავისთან მქონია და ცოტა გამიჭირდა შეგუება.

– სიყვარულიც აუხსენით ერთმანეთს?

სუხო: ასეთი პრიმიტიული რაღაცეები არ მიყვარს, მე ყველაფერს საქმით ვამტკიცებ და ვლაპარაკობ ცოტას.

კესარია: ამდენი ხანია ერთად ვართ და ორი კვირის წინ, ხუმრობით, საწოლში ავუხსენით ერთმანეთს სიყვარული. ისე, რომანტიკულ საღამოებს სულ ვუწყობ, როცა სამსახურიდან მოდის და აზრზე არ არის რა ელოდება. სახლში უამრავი სანთელია დანთებული, შავი ღვინო და ასე შემდეგ.

სუხო: ეს ძალიან სასიამოვნოა, მთელი სტრესი უკანა პლანზე გადადის.

– როგორც ვიცი, კესარიას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, ძნელი იყო მისი გულის დაპყრობა?

– ძალიან რთული იყო, ურთულესი. ასეთ ქალს, რომელიც გვერდით მყავს, რა თქმა უნდა, ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, ტელეფონზე არ ჩერდებოდა ზარები, ქუჩაშიც ხან ვინ აეკიდებოდა, ხან ვინ და საბოლოო ჯამში, ამ ბრძოლაში გამარჯვებული გამოვედი, ჩემი მტკიცე, შეუპოვარი ხასიათის წყალობით. ისე გავაკეთე, რომ ახლა ჩემთან არის, ჩემს გვერდით.

– ახლაც, როდესაც ერთად მიდიხართ სადმე, ალბათ, ბევრი უყურებს, ხომ არ ეჭვიანობ?

– კი, უყურონ და იყვნენ, თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, როდესაც კესო ჩემს გვერდითაა. ეჭვიანი ვარ, არც ვმალავ და მიმაჩნია, რომ როდესაც ადამიანი გიყვარს, ეჭვიანიც იქნები.

კესარია: მეც ვარ ეჭვიანი, მაგრამ არ ვაღიარებ. რაც მთავარია, საკუთარ თავში ვარ დარწმუნებული, არ მგონია, ჩემსავით ვინმემ შეიყვაროს, გაუგოს, მოუფრთხილდეს და მოუაროს.

– მართლა, კესარიასავით არავის შეუძლია შენი შეყვარება და მოვლა?

სუხო: ალბათ, ისე ძალიან ვუყვარვარ, მიფრთხილდება, რომ მართლა არავის შეუძლია ჩემი ასე შეყვარება.

კესარია: ეს ჩემთვის პირველი სერიოზული სიყვარულია და საინტერესოა, სუხო რას იტყვის.

– კესარიამდე თუ გყავდა ცოლი? შვილი გყავს?

– ვიყავი დაქორწინებული, მაგრამ ეს ძალიან ადრე იყო. ამ გადასახედიდან, რომ ვუყურებ, მაშინ პატარა ვიყავი, ეს ნაჩქარევი ნაბიჯი იყო – გგონია გიყვარს, საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ ეს გართობა იყო. ახლა უკვე სხვა რაღაც ხდება. მყავს შვილი, მაგრამ არ იცნობს კესო.

კესარია: ის თქვი, შენი ცხოვრება ორ ნაწილად რომ იყოფა.

სუხო: კი, ჩემი ცხოვრება იყოფა: კესარიამდე და კესარიას გაცნობის შემდეგ. რაც კესო გავიცანი, რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება, ცხოვრების სტილი, მოკლედ ყველაფერი, თან უკეთესობისკენ.

– შენც შეცვალე კესარიას ცხოვრება, მისი თავისუფლება თუ შეზღუდე?

– თავისუფლების საკითხში არა მარტო კესო, მეც ძალიან შევიზღუდე.

კესარია: კი, ბევრი გოგონა ჩამოვაშორე, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან კარგად, ლამაზად გავაკეთე.

სუხო: როდესაც ორი ადამიანი ერთად ცხოვრობს, გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა აუცილებელია. ისევ ისე რომ გაგვეგრძელებინა ცხოვრება, არაფერი გამოგვივიდოდა. პატარ-პატარა შეზღუდვები არის, მაგრამ მას შემდეგ, რაც ერთად ვართ, ეს უკვე მეათეხარისხოვანი გახდა.

– საზოგადოების, ახლობლების მხრიდან, თუ შეგექმნა წინააღმდეგობები, პრობლემები? იმის გამო, რომ კესარიას გვერდით ყოფილიყავი, თუ მოგიწია რაღაცეებზე უარის თქმა, ბარიერის გადალახვა?

– ძალიან დიდი პრობლემები შემხვდა, პრინციპში, ეს ისედაც ვიცოდი. თუმცა, თავიდან ვერ გავაცნობიერე, მაგრამ როდესაც ყველაფერი სერიოზულ ურთიერთობაში გადავიდა, მერე მივხვდი, რომ ასე ადვილად აღარ გაგრძელდებოდა და გარკვეული პრობლემები იქნებოდა. საბოლოოდ, იმაზე მეტი პრობლემა შეიქმნა, ვიდრე მეგონა, საზოგადოებისა და ახლობლების მხრიდან, მაგრამ მე ისე ვცხოვრობ, როგორც მინდა და არ ვიცხოვრებ ისე, როგორც სხვას უნდა. თანაც, ეს სიყვარული ამად ღირდა და ეს ერთი წამით არ მინანია და არც ვინანებ, ძალიან მიხარია, რომ ერთად ვართ.

კესარია: მეც მქონდა პრობლემები. ასეთი ოფიციალური სახით არავინ მყოლია და არც მინდოდა, რომ მყოლოდა. მაგრამ, სუხომ იმდენი გააკეთა, რომ ყველაფერს ოფიციალური სახე მიეცა და ეს ძალიან მიხარია. ჩემი ოჯახის წევრებისთვის ის არის მთავარი, რომ მე ბედნიერს მხედავენ, ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვარ და მე ვქმნი ჩემს ცხოვრებას.

– საახალწლო საჩუქრებზე დაიწყეთ უკვე ზრუნვა?

– საახალწლოდ წელზე უნდა ამოვისვირინგო ორი პატარა ყვავილი – ერთი მე, ერთი სუხო და მისი სახელი სხვებისთვის გაუგებრად იქნება ჩასმული.

სუხო: ჩემი საჩუქარი სიურპრიზად დარჩეს.

– როგორი მეუღლეა კესარია?

– ჩემთვის იდეალურია.

– მე ვიცი, რომ კესარიას ცეკვა მოგწონს ძალიან.

სუხო: კი, ძალიან პლასტიკურია, მშვენივრად ცეკვავს.

კესარია: ჩემი აღნაგობა, პარამეტრებიც მოსწონს, ანუ ფრანგულ სტანდარტებზე შეაჩერა არჩევანი: 90-60-90. ყველაფერი იდეალური, ხარისხიანი და პიკს მიღწეული უყვარს. ერთადერთი რაზეც ვდავობთ, ეს არის პლასტიკური ოპერაციები, ტუჩის შეცვლა, თმის ფერი, მე არაფერი არ მაქვს გაკეთებული და არ უნდა, რომ რამე შევიცვალო

სუხო: თმის ფერიც ძალიან მომწონს, ვეუბნები, არ შეიღებო, პარიკებს გიყიდი და იარე-მეთქი. იმიტომ, რომ ყველაფერი ბუნებრივი მომწონს.


скачать dle 11.3