კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი წლის ღამეს, რომ ბედნიერება დავიბევოთ და წარმატებებს მივაღწიოთ


ახალ წელს ყველა ცდილობს გაითვალისწინოს ის რჩევები, რასაც ასტროლოგია სთავაზობს, რათა მომავალი, მთელი წლის განმავლობაში ბედნიერება და იღბალი დაიბევოს. 2010 წელი ვეფხვის წელიწადია. ეს ცხოველი კი, ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ცხოველად აღიქმება. ასე რომ, ახალი წელი სულ მალე დადგება. ყველა ადამიანში იბადება ამ დროს იმედი, რომ მომავალი წელი გაცილებით უკეთესი აღმოჩნდება, ვიდრე გასული წელიწადი იყო. როგორი განწყობითაც დახვდებით მას, ასე გასტანს მთელი წელი თქვენთვის. ამაზე კი წინასწარ იზრუნეთ, გაითვალისწინეთ ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის რჩევები და მშვიდად დაელოდეთ „ვეფხვის“ წელს.


– ბატონო მიშა, როდის დგება ასტროლოგიურად ახალი წელი და რას გვპირდება ზოგადად, „ვეფხვის“ წელიწადი?

– 2010 წლის 14 თებერვალს, 6 საათსა და 40 წუთზე თბილისის დროით, იწყება იან ენერგიის ლითონის სტიქიის ვეფხვის წელიწადი. ეს ზოდიაქოს ნიშანი აღმოსავლურ ნატურფილოსოფიასა და მეტაფიზიკაში გამოსახავს ძალას, იღბალს, ძალაუფლებას. ამიტომ, ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ნიშნად აღმოსავლური ასტროლოგიურ-ზოდიაქალურ ნიშნებს შორის. ერთ-ერთ ჩინურ წინასწარმეტყველურ წიგნში ვკითხულობთ: „დააბიჯე ვეფხვს კუდზე და იგი არ გიკბენს – წინ წარმატება გელის“. ეს ნიშნავს, რომ სარისკო აქტიური მოქმედებები წელს ხელს შეუწყობს გამარჯვებებს, მიზნის მიღწევას, შემოქმედებით აღმაფრენას. წლის ენერგოვიბრაციები აღმოსავლურ მეტაფიზიკაში ლითონის სტიქიაა. ეს ენერგია ასტიმულირებს ფილტვებისა და სწორი ნაწლავის მუშაობას. მისი შეთვისება ხდება ძირითადად ჰაერის მეშვეობით, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ. ეს სტიქია ყველაზე ახლოსაა ზედა კოსმიური ვიბრაციის ენერგიასთან, რომელიც აყალიბებს ცოცხალ ორგანიზმში სიცოცხლისუნარიანობასა და ძალას. როგორც მსოფლიოს ასტროლოგიური სტატისტიკა გვიჩვენებს, არაერთი მსხვილი რეფორმატული ცვლილებები საზოგადოებაში, საზღვრების შეცვლა, მსხვილი სამხედრო კონფლიქტები და დაპირისპირებები, ვეფხვის წელიწადში ხდებოდა. ვეფხვის წელიწადში აუცილებელია შეახამოთ თქვენი გეგმები და მოქმედებები კოსმიურ რიტმებთან, ინტუიციასთან. ამისთვის კი უნდა გამოიყენოთ არა მხოლოდ ვეფხვის ძალა, არამედ გამჭრიახობა და სიბრძნე. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები, კონფლიქტების მოზღვავება, ცალკეულ ადამიანებთან გარდაუვალია. სხვათა შორის, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ასეთ წლებში წარმოიქმნება წინასწარ განუსაზღვრელი სიტუაციები და მოულოდნელი ცვლილებები. არ არის გამორიცხული სიტუაციის დაძაბვა, ასევე, სასიყვარულო და საოჯახო ურთიერთობებშიც. კონფლიქტები მეტად მოიმატებს გადამეტებული იმპულსურობის და გაღიზიანების გამო. ასეთ წლებში ადამიანები ხშირად ხდებიან მაქსიმალისტები, სწრაფები. ასევე, მოულოდნელად შესაძლოა, წარიმართოს იღბლიანი მოვლენები. ეს წელიწადი სასიკეთოა სარისკო მოქმედებებისა და კარდინალური ცვლილებებისთვის პირად ცხოვრებაში, კარიერაში. ეს წელიწადი იმ ადამიანებს მოუტანს წარმატებას, რომლებიც შეძლებენ გამოავლინონ შესაძლებლობების მაქსიმუმი. ინტუიცია და შინაგანი სიბრძნე დაგეხმარებათ სწორი მიმართულების პოვნაში. ისეთი ადამიანები, რომლებსაც არც ინტუიცია და არც სათანადო ცხოვრებისეული გამოცდილება გააჩნიათ, ვეფხვის წელიწადში ხშირად დაუშვებენ შეცდომებს. ახალი 2010 წელი, აღსავსე იქნება კოსმიური გამოცდებით, თუმცა ამავდროულად, ის დაკავშირებული იქნება სულიერ აღმასვლასთან. წლის დასაწყისში მზე და მთვარე შეერთდებიან ნეპტუნთან – უმაღლესი კოსმიური ვიბრაციების პლანეტასთან, რაც ხელს უწყობს ახალი კანონების მიღებას, სიტუაციის მოწესრიგებას, შემოქმედებითი ადამიანების, ეზოთერიკოსების, ფსიქოლოგების წინსვლას, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ცხოვრობენ სამშობლოში, ან მასთან კავშირს არ კარგავენ უცხოეთიდანაც. წელს განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს ოჯახთან დაკავშირებული საკითხები, ისტორიული ტრადიციების აღორძინება. ყველაზე ბედნიერად ვეფხვის წელიწადში თავს იგრძნობენ თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები, რადგან წელს ამ ზოდიაქოს ნიშანში „დიდი ბედნიერების“ პლანეტა იუპიტერი შეერთდება „პატარა ბედნიერების“ პლანეტა ვენერასთან, რაც ხელს შეუწყობს დაოჯახებას, არსებული ურთიერთობებისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ასევე, იუპიტერის და ვენერას პლანეტების მეგობრული ურთიერთობა სასიკეთო გავლენას მოახდენს წყლის სტიქიის ორ სხვა ნიშანზეც, კერძოდ, კირჩხიბსა და მორიელზე, რაც ხელს შეუწყობს მათი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ჰარმონიულ ცხოვრებას. საერთოდ, ვეფხვის წელიწადი იწყება 14 თებერვალს, ვალენტინობის ანუ სიყვარულის დღეს. არანაკლებ შთამბეჭდავი და ემოციური სასიყვარულო ცხოვრება ელოდებათ ვერძებსა და ქალწულებს. თუ თქვენ სათანადო ყურადღებას დაუთმობთ პარტნიორებს, არ არის გამორიცხული, ამ წელიწადში ქორწინებით დაასრულოთ თქვენი ურთიერთობა.

– შედარებით რთული რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის აღმოჩნდება ვეფხვის წელიწადი?

– სირთულეები ელით ლომებს და მერწყულებს. ერთი მხრივ, ისინი შეძლებენ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მეორე მხრივ კი, წლის პირველ ნახევარში შეიძლება, აღმოჩნდნენ ილუზიების ტყვეობაში, ცდუნებების წინაშე. ამიტომ, იყავით ფრთხილად და მოერიდეთ სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას. ვეფხვის წელიწადი საინტერესო აღმოჩნდება სასწორებისთვის, ისინი კარგად იგრძნობენ თავს. ამიტომ, როგორც სახლში, ასევე სამსახურში უნდა შეძლონ დიპლომატიური ნიჭის მეტად გამოვლენა. წელს სასწორები შეძლებენ ნაყოფიერ მუშაობას, ორგანიზებულობისა და დისციპლინის გამოვლენას. კუროები კი, გაიუმჯობესებენ ჯანმრთელობას და სტაბილურობას მიაღწევენ სამსახურში. წლის დასაწყისში მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაც. ტყუპებს მოუხდებათ გართობაზე უარის თქმა და კარიერაზე ორიენტირება, რათა წარმატებებს მიაღწიონ. მოსალოდნელია სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. არ არის გამორიცხული მშვილდოსნები წელს დაოჯახდნენ, გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები. ამისთვის კი კარგია წლის პირველი ნახევარი, რომელიც ასევე, მნიშვნელოვანია თხის რქებისთვის. მათ ცხოვრებაში ამ პერიოდში გამოჩნდებიან საინტერესო ნაცნობები, მიიღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.

– დაბადების წლის მიხედვით, რომელი ადამიანებისთვის არის ეს წელიწადი სასიკეთო და საიდან შემოედინება სახლში პოზიტიური ენერგია?

– საერთოდ, აღმოსავლეთში ითვლება, რომ ვეფხვი გვათავისუფლებს სამი უბედურებისგან: ქურდობის, ცეცხლისა და მატყუარა ადამიანებისგან. წელიწადი კარგია ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მეტად სასიკეთო ზეგავლენას ახდენს იმ ადამიანებზე, რომლებიც დაიბადნენ ძაღლის, ცხენის, კატისა და განსაკუთრებით კი, ტახის წელიწადში. მშვიდ წელიწადს ჰპირდება ვეფხვი თხის, ხარისა და დრაკონის წელში დაბადებულ ადამიანებს. მეტ სირთულეებს უქმნის ის მაიმუნისა და გველის წელში დაბადებულებს. წლის რიცხვია 8, რომელიც წინსვლის, ორგანიზებულობის, შეუპოვრობის სიმბოლოა. წელს აქტიური ენერგიების მიმართულება-ცენტრი სამხრეთ-დასავლეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი მხარეებია. აქედან მოდის ყველაზე პოზიტიური ენერგია, როგორც სახლში, ასევე სამსახურში. ბინის ამ კუთხეებში უმჯობესია, მოათავსოთ კერამიკული ნაკეთობები, კრისტალები, მიწის, მთის სურათები და გამოსახულებები. კიდევ ვამბობ, რადგან ვეფხვის წელიწადი იწყება სიყვარულის დღეს, 14 თებერვალს, ამიტომ ეს მოვლენა ხელს შეუწყობს სიყვარულის თემის წინ წამოწევას მთელი წლის განმავლობაში, ასევე პირად ურთიერთობებში მნიშვნელოვან, სასიკეთო ცვლილებების, ურთიერთობების ოფიციალურად გაფორმებას. წელს აქტიურად იმოქმედეთ, ძირითადად საკუთარი თავისა და იღბლის იმედი უნდა გქონდეთ.

– როგორ შევხვდეთ ახალ წელს და რა გავითვალისწინოთ, რომ ბედნიერება დავიბევოთ?

– მაგიდა, რომლის ირგვლივაც შეიკრიბებით ახალი წლის ღამეს, დადგით ოთახის შუაგულში, გადააფარეთ თეთრი, ცისფერი, ყვითელი, ვერცხლისფერი ან ნარინჯისფერი სუფრა. ჭურჭელი უმჯობესია იყოს ლითონის – სპილენძის, მელქიორის, ვერცხლის, ან ხის. თუ არ არის ამის შესაძლებლობა, მაშინ – კერამიკული. მაგიდაზე სასურველია, დაანთოთ ერთი ან რვა ცალი თეთრი, ვერცხლისფერი ან ნარინჯისფერი სანთელი. ასევე უნდა დადოთ ვეფხვის გამოსახულების რაიმე სუვენირი. კარგი იქნება მაგიდაზე, ხის ნაკეთობის დადებაც. ჩაცმულობაში კი სასურველია მეტად შეიტანოთ თეთრი, ცისფერი, ლურჯი, ოქროსფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ვერცხლისფერი ან ყავისფერი ტონები. თუ გაქვთ რაიმე ვეფხვისთვის დამახასიათებელი ზოლებით, ეს ყველაზე მეტად სასიამოვნო იქნება მომავალი წლის მბრძანებლისთვის. აქსესუარებში კი კარგი იქნება ოქროს, ვერცხლის, პლატინის ლითონების გამოყენება. შესაძლებელია – სპილენძიც. აუცილებელია, ახალ წელს გეცვათ რამე ახალი.

– რა უყვარს ამ წლის მბრძანებელს და შესაბამისად, საახალწლო სუფრაზე რომელი საკვები უნდა იყოს დიდი რაოდენობით?

– საახალწლო სუფრაზე საკვები მრავალფეროვანი უნდა იყოს, რათა ვეფხვის სიმპათია დავიმსახუროთ. ტრადიციულ კერძებთან ერთად – საცივი, გოზინაყი, ჩურჩხელა და ასე შემდეგ ასევე, დიდი რაოდენობით უნდა იყოს ხორცეული, მაგალითად მწვადი, ხინკალი და სხვა, ხილი, ბოსტნეული, ტკბილეული. სასმელი კი უმჯობესია, შეარჩიოთ ყვითელ-ნარინჯისფერი. ასეთია შამპანური, კონიაკი, ციტრუსების ლიმონათი ან კოქტეილი... ასევე, კარგია თუ სადღესასწაულო სუფრაზე წელს, ნალექიან ყავას, ფოთლოვან ჩაის დადგამთ და სტუმრებსაც შესთავაზებთ. გაგაფრთხილებთ, რომ, როცა ახალი წელი დადგება და თქვენ მოიპატიჟებთ ვეფხვის წელს სახლში, ამ დროს ზედმეტად ნუ შეაქებთ ხარს – 2009 წლის მბრძანებელს, რადგან ვეფხვი ეპაექრება მას. ასე რომ, მადლობა გადაუხადეთ წინა წელს და განსაკუთრებული აღტკინებით დახვდით ვეფხვის წელიწადს. საკვებ რაციონში წელს და მათ შორის საახალწლო სუფრაზე თავი შეიკავეთ ლუდის, ცხვრის ხორცისა და ბრინჯის გამოყენებისგან. ვეფხვს არ უყვარს ზედმეტი ხმაური. ამიტომ, უმჯობესია, ახალი წლის დადგომას შეხვდეთ მშვიდ ვითარებაში, მხიარულად, თუმცა კიდევ ვიმეორებ, ზედმეტი ხმაურისა და სროლის გარეშე.

– როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე და კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანისთვის საჩუქრის შერჩევისას, რა გავითვალისწინოთ?

– ნაძვის ხე მეტად უნდა მორთოთ ვერცხლისფერი და ოქროსფერი წვიმებით და სათამაშოებით. აუცილებელია ჩიჩილაკის დადგმაც ახალ წელს. საჩუქრების შერჩევისას კი მეტი ყურადღება დაუთმეთ და გაითვალისწინეთ ის, რასაც ასტროლოგია ამ წლისთვის გთავაზობთ. ვერძისთვის კარგია სანთლები, კომპიუტერი, ტრენაჟორი, სპორტული ფორმა. კუროსთვის – საიუველირო ნაწარმი, საათი, რაიმე ჩასაცმელი, სუნამო ან თეთრეული. ტყუპებისთვის – მობილური ტელეფონი, სპორტული ტანსაცმელი ან წიგნი. კირჩხიბებისთვის – ჭურჭელი, სათამაშო, პარფიუმერია, ხელოვნების ნიმუში. ლომისთვის – ოქროს ნაკეთობა ან საათი, ასევე, განათებასთან დაკავშირებული საჩუქრები, საიუველირო ან ანტიკვარული ნივთები. ქალწულებისთვის – საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ჭურჭელი, თეთრეული, ტექნიკის ატრიბუტიკა. სასწორისთვის – საფულე, სუნამო, მუსიკალური დისკი, თეთრეული, ანტიკვარული ნივთი ან ხელოვნების ნიმუში. მორიელისთვის – ანტიკვარული ნაკეთობა, ასევე, ქვის ან ხის ნაკეთობა. მშვილდოსნისთვის სასურველი ატრიბუტიკაა საათი, მობილური ტელეფონი, სუვენირები ეგზოტიკური ქვეყნებიდან. თხის რქას შეურჩიეთ კოსტიუმი, საათი ან საყოფაცხოვრებო ტექნიკა. მერწყულისთვის კარგია კომპიუტერი, ტანსაცმელი, წიგნი, ტელესკოპი ან რაიმე ორიგინალური ნაკეთობა. თევზებს კი ყველაზე მეტად ფოტოაპარატი, ხელოვნების ნიმუში, სუნამო ან შანდალი გაუხარდებათ.


скачать dle 11.3