კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხვდა სიღნაღის რაიონული პროკურორი ერთ თანამდებობაზე ორჯერ


ქვემომოყვანილი ოთხივე ჩინოვნიკი პროკურორია, თანაც რაიონული. ისინი ზომიერ ასაკში იმყოფებიან და, მაინცდამაინც, არც სამუშაო გამოცდილების სიმწირეს უჩივიან. მეტიც, ოთხივენი თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის აღზრდილები ბრძანდებიან და, რაც ყველაზე საინტერესოა, დედამიწის ზურგზე თითქმის არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნიათ.

გელა ლაზაშვილი

გურჯაანის რაიონული პროკურორი 1971 წელსაა დაბადებული და პოსტზე 2008 წელს დაინიშნა. მან თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, მისი შრომითი ბიოგრაფია კი 1991-1992 წლებში დაიწყო (ჯერ კიდევ თსუ-ში ჩაბარებამდე), შსს-ს თბილისის პირველი საგამომძიებლო იზოლატორის დაქტილოსკოპიური კაბინეტის ინსპექტორად. 1992 წელს გენპროკურატურაში გადავიდა და 2001 წლამდე მოიარა: სასწავლო ცენტრის უფროსი ინსპექტორის, გენერალური პროკურორის მოადგილის ტექნიკური თანაშემწისა და კანცელარიის ინსპექტორის თანამდებობები. 2001 წლიდან 2004-წლამდე რუსთავის საქალაქო პროკურატურის სტაჟიორი იყო, ამის პარალელურად კი, 2002-2003 წლებში, რუსთავის საქალაქო პროკურორის თანაშემწედაც მუშაობდა. 2004 წელს მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურორის უფროსის თანაშემწე გახდა, 2004 წელს თბილისის პროკურატურაში გადავიდა საგამომძიებლო ნაწილის უფროსად, შემდეგ თბილისის პროკურორად, სულ ბოლოს – უფროსის მოადგილედ.

ჰყავს მეუღლე, 1970 წელს დაბადებული ნინო ომსარაშვილი და ორი შვილი: ეკატერინე და ნიკოლოზი. თავისი პირველი და ბოლო დეკლარაცია გურჯაანის რაიონულმა პროკურორმა 2008 წლის დეკემბერში შეავსო (როდესაც თანამდებობაზე დაინიშნა). დეკლარაციის მიხედვით, ბ-ნ ლაზაშვილს გურჯაანში არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია. მეტიც, არანაირი ღირებული ქონება არ ირიცხება თავად რაიონული პროკურორის ანგარიშზე, ერთი ისაა, რომ მის მეუღლეს აქვს საცხოვრებელი ბინა თბილისში, ვარკეთილის IV მიკრორაიონში (საერთო ფართით 60 კვ. მ.). რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს: ლაზაშვილები ბანკებში არანაირ დანაზოგს არ ინახავენ, მხოლოდ რაიონულ პროკურორს აქვს გახსნილი საკრედიტო ანგარიში „საქართველოს ბანკში“, რომელზეც 21 000 აშშ დოლარი ერიცხება.

მაშინ, როდესაც ბ-ნი ლაზაშვილი თბილისის პროკურატურაში საგამომძიებლო ნაწილს უფროსობდა, მისი მეუღლე თბილისის 90-ე საჯარო სკოლის პედაგოგი გახლდათ. შესაბამისად, ქმრის წლიური შემოსავალი 24 727 ლარს შეადგენდა, ცოლის – 2 000 ლარს.

დავით კოჭლამაზაშვილი

სიღნაღის რაიონული პროკურორი 1968 წელსაა დაბადებული. ისიც, გელა ლაზაშვილის მსგავსად, სიღნაღის რაიონულ პროკურორად 2008 წელს დაინიშნა და მანაც თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, ოღონდ შრომითი ბიოგრაფია მოგვიანებით, 1994 წელს დაიწყო, საქართველოს პროკურატურაში, სტაჟიორის ვაკანტურ თანამდებობაზე. 1995 წელს კი სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო აქტების კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორად გადაიყვანეს. 1996 წელს გენერალური პროკურორის საგამომძიებლო აპარატის პროკურორი გახდა; 1997 წელს – სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სამმართველოს პროკურორი, 2001 წელს – იმავე სამმართველოს განყოფილების პროკურორი; 2003 წელს – ფინანსთა სამინისტროს სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველოს განყოფილების პროკურორი. 2004 წლის ივნისში ლაგოდეხის რაიონულ პროკურორად დაინიშნა (სულ რაღაც, აგვისტომდე), 2004 წელს – სიღნაღის რაიონულ პროკურორად (2006 წლამდე), 2006 წელს – გურჯაანის რაიონულ პროკურორად (2008 წლამდე), 2008 წელს კი, როგორც უკვე იცით, სიღნაღის რაიონულ პროკურორად.

შესაბამისად, 2008 წელს დეკლარაციაც სიღნაღის პროკურორის რანგში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა: მეუღლე, ნინო ვარაზაშვილი და შვილი, გიორგი.

გელა ლაზაშვილისგან განსხვავებით, დავით კოჭლამაზაშვილს, ბანკებში საკრედიტო ანგარიშიც აქვს და საანაბრეც: პირველზე 2 370 აშშ დოლარი ერიცხება, მეორეზე – 6 500 აშშ დოლარი. სიღნაღის რაიონულ პროკურორს დეკლარაციის შევსების დროს ნაღდი ფულიც ჰქონდა – 5 000 აშშ დოლარი.

სიღნაღის რაიონულმა პროკურორმა 2007 წლის განმავლობაში, წლიურ ხელფასად 25 300 ლარი აიღო. რაც შეეხება მის მეუღლეს: ის შპს „ჯანმრთელობის“ სიღნაღის პოლიკლინიკის გამგედ მუშაობდა (ანაზღაურების სახით, სულ რაღაც 550 ლარი აიღო) და იმავდროულად, სიღნაღის სახელოვნებო და საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორიც გახლდათ (როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, მას ამ საქმიანობიდან არანაირი შემოსავალი არ მიუღია).

2009 წლის დეკლარაციაში სიახლე ისაა, რომ (კოჭლამაზაშვილების ოჯახს კვლავაც არანაირი ქონება არ გააჩნია, არც სიღნაღში და არც მის გარეთ) რაიონულ პროკურორს ამჟამად ნაღდი ფულის სახით 10 000 აშშ დოლარი აქვს და საგრძნობლადაა გაზრდილი მისი წლიური სახელფასო ანაზღაურებაც: 2008 წლის განმავლობაში მან, ხელფასის სახით, 38 859 ლარი აიღო. რაკი დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი ბ-ნი კოჭლამაზაშვილის მეუღლის სახელფასო შემოსავლების შესახებ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მას 2008 წლის განმავლობაში არსად უმუშავია.

კახა კოჩივარი

ქუთაისის რაიონული პროკურორი 1973 წელსაა დაბადებული და პოსტზე, სულ რაღაც, 2009 წელს დაინიშნა. განათლება მანაც თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე მიიღო, შრომითი ბიოგრაფია კი 1999 წელს შსს-ს ვანის ქვეგანყოფილებაში დაიწყო. 1999 წელს შსს-ს ბაღდათის ქვეგანყოფილებაში გადავიდა. 2001 წელს ბაღდათის რაიონულ პროკურატურაში, სტაჟიორი გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე. 2002 წელს ბაღდათში გამომძიებლად მუშაობდა. 2004 წელს იმერეთის საოლქო პროკურატურის საგამომძიებლო ნაწილის უფროსი გამომძიებელი გახდა, 2005 წელს – დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი გამომძიებელი; 2006 წელს ჭიათურის რაიონული პროკურორის მოადგილედ დაინიშნა, 2007 წელს – ჭიათურის რაიონულ პროკურორად; 2008 წელს – საჩხერის რაიონულ პროკურორად, 2009 წლიდან კი, როგორც მოგახსენეთ, ქუთაისის რაიონული პროკურორია.

კახა კოჩივარი რაიონული პროკურორი 2007 წლიდანაა, ამდენად, 2008 წელს დეკლარაციაც ჭიათურის რაიონული პროკურორის ამპლუაში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა: მამა, ჯემალ კოჩივარი და დედა, დარეჯან იმერლიშვილი.

უძრავ-მოძრავი ქონება არც კახა კოჩივარს გააჩნია, თუმცა ბ-ნი ჯემალის საკუთრებაა საცხოვრებელი სახლი ეზოთი ბაღდათში, 50 000 ლარად ღირებული, ავტომანქანა „ფოლკსვაგენ გოლფი“, 5 000 ლარად ღირებული და კიდევ არასაცხოვრებელი ფართი ბაღდათში, ოღონდ მისი ღირებულება დეკლარაციაში მოცემული არ არის. ირინე კოჩივარს კი (დეკლარაციაში არ არის აღნიშნული, რად ერგება რაიონულ პროკურორს ქ-ნი ირინე) საცხოვრებელი ბინა აქვს თბილისში, წერეთლის გამზირზე, 40 000 ლარად ღირებული.

ოჯახის სამივე წევრი დასაქმებულია: კახა კოჩივარი ჭიათურის რაიონულ პროკურორად, ჯემალ კოჩივარი – ბაღდათის სამომხმარებლო კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილედ, დარეჯან იმერლიშვილი – ბაღდათის სამედიცინო ცენტრის ექიმ-ფტიზიატრად. შესაბამისად, შვილმა, 2007 წლის განმავლობაში, წლიურ ხელფასად აიღო 25 000 ლარი, მამამ – 1 800 ლარი, დედამ – 1 440 ლარი.

2009 წლის დეკლარაციის მიხედვითაც, რაიონულ პროკურორს არანაირი ქონება არ გააჩნია, არც ნაღდი ფული და არც საბანკო ანგარიშები, თუმცა 2008 წლის განმავლობაში გაზრდილა მისი ოჯახის წევრთა სახელფასო შემოსავლები (ოღონდ მათი სამუშაო ადგილები უცვლელია): კახა კოჩივარს 32 595 ლარი აუღია, ჯემალ კოჩივარს – 3 600 ლარი, დარეჯან იმერლიშვილს – 2 280 ლარი. დამატებითი შემოსავალი ბ-ნ ჯემალს (3 000 აშშ დოლარი) საკუთარი „ფოლკსვაგენ გოლფის“ გაყიდვიდანაც მიუღია.

ავთანდილ კილაძე

ბათუმის რაიონული პროკურორი 1972 წელსაა დაბადებული და ის ბათუმის რაიონული პროკურორი 2004 წლიდანაა. როგორც წესი, უმაღლესი განათლება თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე აქვს მიღებული და მისი შრომითი ბიოგრაფიაც 1995 წელს იწყება ხელვაჩაურის რაიონულ პროკურატურაში, სადაც სტაჟიორ-გამომძიებლად 1998 წლამდე იმუშავა. 1998 წელს ბათუმის პროკურატურის უფროსი გამომძიებელი გახდა (2004 წლამდე). 2004 წლის ივნისიდან სექტემბრამდე აჭარის პროკურატურის საგამომძიებლო ნაწილის უფროსი იყო, ამის შემდეგ კი ბათუმის რაიონულ პროკურორადაც დაინიშნა.

ბუნებრივია, 2008 წელს ავთანდილ კილაძემ დეკლარაცია შეავსო, როგორც ბათუმის რაიონულმა პროკურორმა და ოჯახის წევრებად მიუთითა: მამა, შოთა კილაძე და დედა: მაჩიტა დვალიშვილი.

ტრადიციისამებრ, ქონება არც ბათუმის რაიონულ პროკურორს გააჩნია (ერთგანაა ჩანაწერი, რომ მას 5 000 ლარად ავტომანქანა უყიდია), თუმცა შოთა კილაძის საკუთრებაა: ორი საცხოვრებელი ბინა ბათუმში, 150 000 და 50 000 ლარად ღირებული და საცხოვრებელი სახლი ოზურგეთში, 60 000 ლარად ღირებული. ოჯახში მხოლოდ დედა-შვილია დასაქმებული, ბ-ნი ავთანდილი – პროკურორად, ქ-ნი მაჩიტა – ლექტორად. შესაბამისად, შვილის წლიური ანაზღაურება (2007 წლის განმავლობაში) 25 500 ლარი იყო, დედის – 2 500 ლარი.

2009 წლის დეკლარაციაში სიახლე ისაა, რომ ამჯერად ბ-ნი შოთაც დასაქმებულია, შპს „ვიქტორიას“ დირექტორად და მის წლიურ ანაზღაურებას 3 000 ლარიც შეუდგენია. დაუკლია ქ-ნ მაჩიტას სალექტორო შემოსავალს – 1 200 ლარამდე, სამაგიეროდ, გაზრდილა ბათუმის რაიონული პროკურორის წლიური შემოსავალი – 32 145 ლარამდე.


скачать dle 11.3