კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„გრიპი ვერას დაგვაკლებს!“


ჩიტის მოტანილი ამბები

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ჯერჯერობით მედგრად ხვდება ქვეყანაში „ღორის გრიპის“ გავრცელების პროცესს, ერთი ისაა, რომ სახელისუფლო ვერსიები ხსენებული გრიპის სახიფათოობის შესახებ იცვლება. თავდაპირველად, იმით ვიწონებდით თავს, რომ „გრიპი ვერას დაგვაკლებსო“, ამის შემდეგ (როდესაც საჯარო სკოლებში „ღორის გრიპ“ შეყრილი მოსწავლე-მასწავლებლები მომრავლდნენ და, ჩიტმა ის ამბავიც მოგვიტანა, რომ ლოტოტრონგავლილმა დირექტორებმა მასწავლებლები გააფრთხილეს, თქვენც ივლით და თქვენი მოსწავლეებიც, სულაც ცარცით ხელში რომ განუტევოთ სულიო), ვერსია შეიცვალა და ზემოდან განგვიმარტეს, რომ „ღორის გრიპი“ არა „ღორის“, არამედ ჩვეულებრივი გრიპი ყოფილა, თუმცა, ამის მიუხედავადაც, მთავრობამ ხელი ბიუჯეტზეც გაიკრა და გრიპით შეპყრობილთა პირველადი ჯანდაცვა უფასო გახადა. სულ ბოლოს კი გვაცნობეს, რომ პანდემიას მაშინ გამოაცხადებენ, როდესაც ჩვენი ყოველი მეათე მოქალაქე დაავადდება. ხოლო, რაკი აშკარაა, რომ ხელისუფლებას (ჩვენთვის უცნობი მიზეზით) სკოლებში სწავლის შეწყვეტა არ სურს (შესაძლოა, იმიტომაც, რომ ჯადოსნური ღამე არ ჩაეშალოს), რაკი ქართველი ავადმყოფი ყველაზე ჯანმრთელი ავადმყოფია როგორც ცივილიზებულ, ისე არაცივილიზებულ სამყაროში, ხელისუფლების ადგილას (თანაც, თუ აცრილიც ვიქნებოდი) პანდემიას, სანამ ყოველი მეათე მარილზეც არ გავიდოდა, არც გამოვაცხადებდი!




скачать dle 11.3