კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„რეკვიემი“


ანუ „კტო ეტოტ პოსტრადავში“?!

გასულ კვირას სახალხო დამცველმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს 2009 წლის პირველი ნახევრის ანგარიში წარუდგინა, თუ კომიტეტის სხდომაზე დამსწრე დეპუტატების ოდენობით ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, საპარლამენტო ნაცუმრავლესობას ანგარიში, მაინცდამაინც, არ ეპიტნავა. ომბუდსმენის ანგარიშის ლაიტმოტივი სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება გახლდათ (ანუ ის, რომ ჩვენს პოლიციას ხელები განსაკუთრებით თავის არასეპარატისტ მოქალაქეებზე ექავებათ, თორემ სეპარატისტებმა რა ჩიტიც დაგვაჭერინეს, ეს არა მხოლოდ ჩვენ, მთელ მსოფლიოს დაანახვეს).

სახალხო დამცველის ანგარიში, თავისთავად, საინტერესო მოვლენაა, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ჩვენს პარლამენტს ლამის წესად ექცა, რომ ანგარიშს მხოლოდ მოუსმინოს (თითქოს მოცარტის „რეკვიემი“ იყოს), არ არის გამორიცხული, დეპუტატებმა პარლამენტის სასესიო დარბაზშიც იმავე, თუ შემადგენლობით არა, რაოდენობით ჩაარაკრაკებინონ სახალხო დამცველს ანგარიში (მეორე მხრივ, ჩვენმა რჩეულებმა ყოველგვარი ანგარიშის გარეშეც იციან, რომ დემოკრატიის საქმეები ამ დედამიწაზე ყველაზე უკეთ ეხერხებათ). რაც შეეხება რაოდენობას: კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის თავ-რე გია არსენიშვილი, არასაპარლამენტო ოპოზიციონერად წოდებული ბ-ნი ლორთქიფანიძე და „ნაცმოძრაობის“ შემდეგი წევრები: ისვახამ შამილოვი, არმენაკ ბაინდურიანი და ჰარუთიეუნ ჰოვჰანესიანი (მათი კოლეგა უმრავლესოელები: ლაშა თორდია და ზვიად კუკავა სხდომას მოგვიანებით შეუერთდნენ, ანუ ყველაზე საინტერესო გამოტოვეს და, სავარაუდოდ, დანაკლისს ზემოხსენებული დეპუტატების მონაყოლიდან შეივსებდნენ). რაც შეეხება შევსებას: მაგალითად, ბ-ნ ჰოვჰანესიანს უმაღლესი განათლება ერევანში აქვს მიღებული, ბ-ნი ბაინდურიანიც ერევანში დაეუფლა უმაღლეს განათლებას (თანაც ორ სპეციალობას), ხოლო ბ-ნი შამილოვი – ბაქოში. თუ ამის პარალელურად მათ მიერ შევსებულ ქონებრივსა და საფინანსო დეკლარაციებს გადავხედავთ, ჩვენი სამი რჩეული ქართულს მთლად საფუძვლიანადაც ვერ უნდა ფლობდნენ. აქედან გამომდინარე, უმრავლესობას (თუ ბ-ნ არსენიშვილს არ ჩავთვლით) სრულიად მშვიდი სინდისით შეუძლია, თქვას: „კტო ეტოტ პოსტრადავში (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სახალხო დამცველი), ჩტო ონ ხოჩეტ“?!


скачать dle 11.3