კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყიჟინამოხნულები


მართალია, ჩვენი პრეზიდენტი გვაგულიანებს, ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდისო (ანუ ჩვენი გზა სამართლიანია და წინ ვერაფერი გადაგვეღობებაო), მაგრამ ჩვენს სეპარატისტულ რეგიონებში საქმე პირიქითაა: აქეთ – აფხაზეთის არჩევნებში მონაწილეებს ვნათლავთ კრიმინალების ბანდად, იქით – ცხინვალში რუსული ბაზის უკანონობაზე ვცემთ ყიჟინას, თუმცა, რაკი ძალა აღმართს ხნავსო, ჩვენი, რაგინდ სამართლიანი ყიჟინაც, იმ მოხნულში იკარგება. ცეცხლს ქართული ელმედიაც გვინთებს: ცხინვალიდან ოკუპანტები უპილოტო მზვერავი მფრინავი აპარატებით გვზვერავენო (აბა, ოკუპანტი ვარდის ფურცლებს ხომ არ გადმოგვაყრის?!). მეორე მხრივ, მართალია, სეპარატისტ-ოკუპანტები მინდვრის ყვავილი რაა, იმასაც არ გვესვრიან, სამაგიეროდ, „იუჟნაია ოსეტია“ „პარლამენტის“ დადგენილებით 1961 წლის დიპლომატიური ურთიერთობებისა და 1963 წლის საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციებს მიუერთდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენებურ დიდ და პატარა ჯაყოებს ოფიციალურად ამის უფლება არ აქვთ, როგორც ჩანს, თადარიგი წინასწარ დაუჭერიათ. მიერთების პარალელურად, კონვენციებს კიდეც აკრიტიკებენ (მისი 48-ე და 50-ე მუხლები აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიასთვის“ დისკრიმინაციულიაო), თუმცა პირობას დებენ, რომ მკაცრად დაიცავენ დოკუმენტის მოთხოვნებს. და არც იმას გვიმალავენ, რომ უახლოეს ხანში აღიარების ტალღას აფრიკიდანაც ელიან (და მერე რა, რომ, შესაძლოა, აფრიკული ქვეყნები, მაინცდამაინც, არ წყალობდნენ ვენის კონვენციებს?!).

ჩვენ არ ვიცით, აპირებს თუ არა აფხაზეთიც კონვენციებთან (ან სხვა რაიმესთან) მიერთებას ან გაუღვიძებს თუ არა ცხინვალელთა კონვენციებისადმი მიდრეკილება ცივილიზებულ სამყაროს ჩვენებური სეპარატისტების „თვითგამორკვევის“ სურვილის მხარდაჭერას, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი ვალია, გავაფრთხილოთ, რომ მაგათი შეშვება არ იქნება, თორემ შუაგულ ევროპასაც ისტორიულ ალანიად გამოაცხადებენ (მით უმეტეს, უფრო ეკუთვნით), იმიტომ რომ, თუ გინდა, მოკალი, „აგრე ვიცის ჯაყომა!“.


скачать dle 11.3