კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მაშინ 12 წლისა ვიყავი…“


მწუხარება სხვისა სიხარულსა ზედა

ცნობილია, რომ მოზარდებში დანაშაულის პრევენციის მიზნით, რევოლუციონერმა რეფორმატორებმა, თავდაპირველად, მცირეწლოვანი დამნაშავის ასაკობრივი ზღვარი 12 წლამდე დაწიეს (ახლა უკვე უდავოა, იმიტომ რომ ქვეყნის „ხერხემლის“ რკინის ძალა ეჩვენებინათ), მოგვიანებით კი, საჯარო სკოლებში აღმზრდელობითი მისიით პროკურორებიც მიავლინეს. ეს ყოველივე კი წვრილი თუ მსხვილი დანაშაულის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პათოსით იყო გაჟღენთილი. ამის პარალელურად, საზოგადოება ასაკობრივი ზღვარის ძველ ნიშნულთან (14 წელთან დაბრუნებას) ითხოვდა, მაგრამ ჩვენი ახალგაზრდა ჩინოვნიკები „იქ იდგნენ და სხვაგვარად არ ძალუძდათ“! ისიცაა, რომ, საკუთარი ასაკიდან გამომდინარე, 12 წლის ბავშვს მთლად ბავშვადაც ვერ აღიქვამდნენ (ან კი როგორ აღიქვამენ, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პოსტზე 29 წლის ასაკში დაინიშნა, მისი კბილაა თბილისის მთავარი პროკურორის მოადგილეც, თბილისის საკრებულოს წევრი ანდრო ალავიძე საერთოდაც 23 წლისა გახდა დედაქალაქის კანონმდებელი). მაგრამ სულ ახლახან ახალმა გენპროკურორმა გვაცნობა, რომ 12-წლიანი ასაკობრივი ზღვარი ძველ ნიშნულს – 14 წელს დაუბრუნდება (ოღონდ არა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ნაწილში). ბ-ნმა ზოდელავამ (რომელსაც ეკუთვნის, მართლაც, ისტორიული სიტყვები, საქართველოს ბოლო რამდენიმე საუკუნეა, არ ჰყოლია მიხეილ სააკაშვილისნაირი მმართველიო) განმარტა, რომ ამ სანქციამ (12 წლის მოზარდების მთელი სიმკაცრით დასჯამ) თავისი შედეგი გამოიღო (დანაშაული შემცირდაო) და ამიტომაც ვარბილებთო. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ არასრულწლოვანთა შორის დანაშაული გლობალური პრობლემაა, ოღონდ ცივილიზებულ სამყაროში სასჯელს პრევენციის ფუნქცია აქვს და ამას ქართული პროკურატურის მიერ მიღწეულ სენსაციურ შედეგს დავუმატებთ (პრევენციის წყარო სასჯელის გამკაცრებააო), აშკარაა, ამ ცივილიზებულ დასავლეთს ჩვენამდე ბევრი უკლია, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჩვენი ნატოსა და ევროკავშირში არმიღების ძაღლის თავიც შურშია დამარხული. მეორე მხრივ, ნეტავ ჩვენ რა გვესაქმება ასეთ „ჩამორჩენილებში“?!


скачать dle 11.3