კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შემრგები


ანუ „ვიქნები და ვიქნები“

საქმე სანახევროდ გაკეთებულია: მაისში დედაქალაქს ახალი საკრებულო და ახალი მერიც ეყოლება, თუმცა ჯერჯერობით საარჩევნო კოდექსზე მუშაობა ისევ მიდის, თანაც ისე ინტენსიურად, რომ დეპუტატებმა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზის კედლებს სულ ბდღვირი გაადინეს. მეორე მხრივ, ვერც გაამტყუნებ: ხელისუფლებაში ყოფნა დიდხანს უნდათ (კოდური სახელწოდებით: „ვიქნები და ვიქნები“), რაც იმას ნიშნავს, რომ თავიანთ კანდიდატებს (მერისა თუ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე) უეჭველი გამარჯვებისთვის, რაც შეიძლება, მყარი საფუძველი შეუქმნან. საპარლამენტო ოპოზიცია დავობს, მათ შორის, იმაზეც, რომ რატომ უნდა აირჩიონ თბილისელებმა მერი პირდაპირი წესით, დანარჩენი ქართული ქალაქების ამომრჩევლებმა კი – არაპირდაპირო. ნაცუმრავლესობა დარწმუნებულია, რომ პირდაპირი წესით არჩეული მერი, როგორც წესი სუსტია (ამ ლოგიკით, ასეთივე სუსტი უნდა იყოს პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტიც). თუმცა, თუ საქმეს არისტოტელეს ლოგიკითაც გავჩხრიკავთ, გამოდის, რომ, ხელისუფლების აზრით, თბილისელებს რუხი ნივთიერება საკმარისი აქვთ, რითაც ვერ დაიკვეხნიან საქართველოს სხვა ქალაქების მცხოვრებლები. ბუნებრივია, ნაცხელისუფლება არისტოტელეს ლოგიკას არ წყალობს (იმიტომ რომ ჯერაც ქართული განმანათლებელი მამის, ბ-ნი ლომაიას ლოგიკით გვიდგას, სული თუ არა, უნარ-ჩვევები). შესაბამისად, ბ-ნმა ბობოხიძემ (რომლის სადეპუტატო ხიბლი ხატოვნად, დაახლოებით, ასე გამოითქმის: „აბა, მუშტი-კრივში მნახე, ვინა ვარ“) ოპონენტ ოპოზიციონერ კოლეგებს (რომლებიც მოითხოვენ, საქართველოს ყველა ქალაქში პირდაპირი წესით ავირჩიოთ მერიო) „გაუიასნა“, თბილისში მერს პირდაპირი წესით იმიტომ გარჩევინებთ, რომ ეს პოლიტიკური შეთანხმებააო, მეტიც, „შეირგეთო“. ხოლო, თუ ბატონი ბობოხიძის ზემოხსენებულ სადეპუტატო ხიბლსაც დავამატებთ, მისი ეს მეგობრული შეგონება ასეც შეიძლება, გავიგოთ (უფრო ზუსტად, ოპონენტმა კოლეგებმა გაიგონ), თორემ „შეგარგებთო“.


скачать dle 11.3