კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მზე – სიცოცხლის წყარო


თუ მზე ბევრი მოგივიდა, რაც მოგივა, მზეს კი არა, საკუთარ თავს დააბრალე.

მელანომა, ანუ კანის კიბო. თუ ისე გაირუჯები, რომ დამწვრობას მიიღებ, პიგმენტური ლაქები გადიდდება და ფერს შეიცვლის, სასწრაფოდ ეჩვენე ექიმს.

დროზე ადრე დაბერება. დიახ, სწორედ მზეა ნაადრევი სიბერის მიზეზი – მზის ზემოქმედებით კანი სწრაფად ნაოჭდება.

მზის დარტყმა. „სითბური დარტყმისგან“ განსხვავებით, მზის დარტყმა შეუმჩნეველია და გაცილებით სახიფათოა. იწვევს ტვინში სისხლძარღვების ისეთ გაფართოებას, რომ, შეიძლება, გაჟონვა მოხდეს.

მზის სითბო წარმოქმნის ოფლს. კანის ზედაპირზე ფორები ფართოვდება და იხსნება. ასე შეიძლება სხეული ნელ-ნელა, მთლიანად გამოშრეს.

მზე ცოტაა

მზის ნაკლებობა იწვევს:

რაქიტს – „D“ ვიტამინის ნაკლებობას, რომელიც ძვლიანი სისტემის აგებულებისთვის არის საჭირო. ბავშვი, როგორ კარგადაც უნდა კვებო, მზის სხივების გარეშე სუსტი და არასრულფასოვანი გაიზრდება.

პარკინსონის დაავადება – დადგენილია, რომ ორგანიზმში D ვიტამინის მკვეთრი ნაკლებობა არის ამ საშინელი დაავადების მაპროვოცირებელი ერთ-ერთი ფაქტორი.

სქესობრივი უძლურება – რა შუაშია მზესთან? არის შუაში. პოლუსებთან, სადაც მზე იშვიათად ანათებს, ქალებს შეიძლება, ნახევარი წელი, არ ჰქონდეთ „დედათა წესი“, ანუ იყვნენ უნაყოფონი. მამაკაცებს კი იშვიათად უჩნდებათ სექსის სურვილი.

ოსტეოპოროზი – ძვლების სიმყიფე და მსხვრევადობა ძირითადად გამოწვეულია მზის სხივებზე მათი ყოფნის იშვიათობით. ბატონებო და ქალბატონებო, ხშირად გაითბეთ ბებერი ძვლები მზეზე!

დეპრესია – საკმარისია, ორი-სამი დღე წვიმები გაგრძელდეს, რომ ულტრაიისფერი სხივების ნაკლებობა ჰორმონ სეროტონინის წარმოქმნას შეუშლის ხელს. არ არის მზე? არ არის სიხარული!

P. S. აღმოჩნდა, რომ კოპერნიკი პლაგიატი ყოფილა. მისი იდეა, რომ დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო და არა პირიქით, სულაც არ არის ორიგინალური. ეს ჯერ კიდევ ძველი ინდიელებისთვის იყო ცნობილი. ძველმა ბერძენმა არისტარხ სამოელმაც აღწერა მზის სისტემის აგებულება, თითქმის ისე, როგორც კოპერნიკმა.


скачать dle 11.3