კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე


კითხვა: რა ტემპერატურაზე ვამყოფო კარიოტა, რომ კარგად გაიხაროს?

პასუხი: მთელი წლის განმავლობაში კარიოტას მინიმუმ, 15 გრადუსი ტემპერატურა სჭირდება. ზაფხულში შეგიძლიათ ეზოშიც გაიტანოთ. თუმცა, ეს მცენარე ვერ იტანს მზის მწველ სხივებს და მოარიდეთ მას. ზამთარში ეცადეთ, მაღალ ტემპერატურაზე ამყოფოთ. გახსოვდეთ, მცენარეს მაღალ ტემპერატურაზე მორწყვა უფრო მეტად სჭირდება. ზამთარში კი მორწყვიდან მორწყვამდე, მიწის ზედაპირს შეშრობა უნდა აცადოთ.

კითხვა: რა სიხშირით სჭირდება მორწყვა ფილოდენდრონს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე და როგორ მოვუაროთ მას ახლა, ზამთარში?

პასუხი: აქტიური ზრდის პერიოდში ფილოდენდრონი რეგულარულად მორწყეთ, რათა მიწა მუდამ ტენიანი ჰქონდეს. ზამთარში, როცა ზრდა ნელდება და მცენარე გადადის „დასვენების რეჟიმში“, ნიადაგი ცოტათი უნდა გამოაშროთ ხოლმე და შედარებით, იშვიათად მორწყათ. ზამთარში მცენარის ნიადაგს მინერალური სასუქებით განოყიერება არ სჭირდება. ეცადეთ, ამ დროს სინათლეზე დადგათ, რომ ფოთლებს სიჯანსაღე და სიკაშკაშე შეუნარჩუნოთ. შეგიძლიათ, ფოთლები სველი ნაჭრით გაუწმინდოთ.

კითხვა: იოლად უძლებს თუ არა ზამთარს პასიფლორა?

პასუხი: პასიფლორას მრავალი სახეობა არსებობს. ყველა მათგანი კარგად ხარობს ოთახის პირობებში, თუმცა ზამთრობით მინიმუმ, 11-15 გრადუს ტემპერატურას იტანს. მისთვის უმჯობესია, მაღალ ტემპერატურაზე დადგათ. გამონაკლისი მხოლოდ კაეროლეაა, რომელიც ყინვასაც უძლებს. ამიტომ, თუ თქვენ პასიფლორას სხვა სახეობებს შესაბამის პირობებს ვერ შეუქმნით, მაშინ ეს სახეობა შეიძინეთ და გაახარეთ.

კითხვა: როგორ პირობებში ვამყოფო პეპერომია?

პასუხი: ეს მცენარე მზეს მოარიდეთ, მაგრამ აუცილებლად გაბნეულ შუქზე უნდა დადგათ. ვერ იტანს სიცივეს, ამყოფეთ ოთახის ტემპერატურაზე. ზამთარშიც დაახლოებით, 18-24-გრადუსიანი გარემო უნდა შეუქმნათ. ეს მცენარე ძალიან იოლად ლპება. ამიტომ, იშვიათად მორწყეთ, ამასთანავე, დროულად მოაშორეთ დამჭკნარი ყვავილები, რადგან ლპობის მიზეზი შეიძლება ესეც გახდეს. გირჩევთ, მცენარე გამომწვარ თიხის ქოთანში ჩარგათ, ასე მცენარე უფრო მეტხანს შეინარჩუნებს მიწის სიმშრალეს. თუ ადგილი გაქვთ, შეგიძლიათ სააბაზანოში მოათავსოთ. მისი ძირითადი მტერი, როგორც უკვე გითხარით, წყალია და ყოველთვის მორწყეთ დაკვირვებით.

კითხვა: მაინტერესებს, თუ შემიძლია ლავანდა ოთახში გავზარდო?

პასუხი: ლავანდა, მართლაც, ეზოს მცენარეა, თუმცა შემიძლია, გაგახაროთ და გითხრათ, ოთახის პირობებშიც მშვენივრად გაიზრდება. ბინაში გახარებულ ლავანდას ერთი უარყოფითი თვისება აქვს: ნაკლებად ყვავილობს. გაზაფხულზე შეგიძლიათ, აივანზეც გაიტანოთ.


скачать dle 11.3