კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები


კითხვა: გთხოვთ, მირჩიეთ, როგორ უნდა გავზარდო ძაღლი ისე, რომ ეჭვიანი არ იყოს. დობერმანი მყავდა და იმდენად ეჭვიანობდა ყველაზე, ვისაც ჩემ გვერდით დაინახავდა, რომ ბოლოს გავაჩუქე.

პასუხი: ცოტა არ იყოს, რთული კითხვაა. უნდა ვეცადოთ, რომ მას ლეკვობიდანვე ზომიერად ვაჩვენოთ ჩვენი სიყვარული და სითბო და ვეცადოთ, მის დასანახავად ვეფეროთ იმ ცხოველსა თუ ადამიანს, ვისზეც ის ეჭვიანობს. თუ ძაღლი რეაქციას გამოავლენს, უნდა დავსაჯოთ ამისთვის.

კითხვა: რამდენი კბილი აქვს ძაღლს სტანდარტის მიხედვით?

პასუხი: ძაღლს, ადამიანისგან განსხვავებით, სტანდარტის მიხედვით 42 კბილი აქვს.

კითხვა: სულ რამდენი ტიპის სპანიელი არსებობს და რომელზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა?

პასუხი: არსებობს რამდენიმე ჯიშის სპანიელი: ამერიკული, ინგლისური, რუსული, კინგ ჩარლზ სპანიელი და ასე შემდეგ, საქართველოში ყველაზე პოპულარული და გავრცელებული არის ინგლისური კოკერ-სპანიელი.

კითხვა: არის თუ არა ამერიკული ბულდოგი კარგი მებრძოლი ძაღლი? რამდენიმე სიტყვით მიამბეთ მასზე.

პასუხი: ამერიკული ბულდოგი არის მებრძოლი სულის ძაღლი. ამავდროულად ტერიტორიის კარგი მცველი და იდეალური კომპანიონიც, იწვრთნება ადვილად და არის პატრონის უზომოდ ერთგული. სხვათა შორის, ის ერთადერთი ჯიშია, რომელსაც რამდენიმე ძაღლთან (ძაღლების ხროვაში) ბრძოლა უადვილდება. არსებობს ამერიკული ბულდოგის ორი ძირითადი ნაირსახეობა: ერთი სტანდარტული და მეორე – ბულ ჯონსის ტიპის. ამერიკული ბულდოგი დამოუკიდებელ ჯიშად მსოფლიო კინოლოგიური ფედერაციის მიერ ჯერ არ არის აღიარებული.

კითხვა: რომელია ყველაზე კარგი მონადირე ჯიშის ძაღლი და რატომ?

პასუხი: გააჩნია, ცხოველზე აპირებთ ნადირობას თუ ფრინველზე. საქართველოში არსებულ ჯიშთაგან ყველაზე პოპულარული მონადირეები არიან: კურცაარი, დრათჰაარი, პოინტერი, რუსული სპანიელი.

კითხვა: რისთვის გამოიყენება ჯეკ რასელ ტერიერის ჯიშის ძაღლი?

პასუხი: ჯეკ რასელ ტერიერის სამშობლო დიდი ბრიტანეთია. ის შეიძლება იყოს თეთრი ყავისფერით, თეთრი შავით ან სამფეროვანი. ჯეკ რასელ ტერიერის ჯიში ვირთხებზე სანადიროდ გამოიყვანეს. არის კარგი კომპანიონი. დაუდგრომელი ჯეკ რასელი, ენერგიის, ნერვებისა და კუნთების ერთობლიობაა. უყვარს თამაში, არის ალერსიანი და კეთილგანწყობილი როგორც პატრონის, ასევე უცხო ადამიანების მიმართ.


скачать dle 11.3