დადგი „ჩხუბი“
ჩხუბი, უფრო სწორად პაროდია თემაზე – „ჩხუბი“, საუკეთესო საშუალებაა განტვირთვისთვის და ურთიერთობის გასაახლებლად. ნეგატიური ემოციები, რომლებიც რაღაც პერიოდის განმავლობაში გროვდება, პროვოცირებას უწევს ნამდვილ ჩხუბს, რომელიც, შესაძლოა, სერიოზული სკანდალით დამთავრდეს. ამიტომ, დაასწარით მას და დადგით „ჩხუბი“ – ამის გაკეთება ყველა ქალს შეუძლია. საერთოდ, ჩხუბი, კინკლაობა, ქალბატონების „ვიწრო პროფილია“ და ამაში არაფერია საწყენი. მიზეზის პოვნას რა უნდა, როცა ჩხუბი გინდა. ჰოდა, იმოქმედეთ, მაგრამ, აუცილებლად გონივრულად და არ გასცდეთ დასაშვებ ჩარჩოებს. მაგალითად, არ შეიძლება, შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენება; ჭურჭლის მტვრევა და ისტერიკა; თქმა იმისა, რომ უამრავი კანდიდატებიდან ყველაზე უარესი ვარიანტი ამოირჩიეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ მხოლოდ თამაშობთ ჩხუბს, სინამდვილეში კი უერთმანეთოდ ყოფნა არ შეგიძლიათ.
ჩხუბის შემდეგ უნდა შერიგდეთ კიდეც. აქაც შეგიძლიათ, დათმოთ – მიზანი ხომ ბრძოლის მოგებაა და არა ცალკეული შეტაკებების!