კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გინდა, მაგრამ არ შეიძლება


რა არ უნდა გააკეთოს ქალმა, რომ, მისი საქციელიდან გამომდინარე, სულელად არ ჩათვალონ? განსაკუთრებული არაფერი: არ გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც არ შეიძლება.

მაგალითად:

1. ყველამ იცის, რომ ქალბატონებს უყვართ ფულის ხარჯვა (მამაკაცებიც არ ამბობენ ამაზე უარს, მაგრამ, რატომღაც, ქალების ბამბაც ჩხრიალებს). იმისთვის, რომ მამაკაცი თქვენმა მფლანგველობამ არ დააფრთხოს, თქვენ კი „შოპინგოჰოლიკად“ არ ჩამოყალიბდეთ, ხშირად ჩაუტარეთ საკუთარ თავს ტრენინგი: „ეს პერანგი კარგია, მაგრამ მის გარეშეც გავძლებ!“ ან: „ლამაზი ჩანთაა, მაგრამ მე ჯერ ძველი ჩანთებიც ძალიან მომწონს!“ ერთი სიტყვით, გაუმკლავდით ცდუნებას. მართალია, ცნობილი ფაქტია, რომ კარგი შოპინგი ხელს უწყობს სტრესთან ბრძოლას, მაგრამ ისიც არ შეიძლება, რომ მერე უფულობამ და სინდისის ქენჯნამ ჩაგაგდოთ დეპრესიაში.

2. ორიოდე შენიშვნა პირველ პაემანთან დაკავშირებით: თქვენ ყველაფერს გააფუჭებთ, თუკი არ გაითვალისწინებთ, რომ საკუთარ თავზე ნაკლები უნდა ილაპარაკოთ. იყავით ზომიერად კეკლუცი და ზედმეტად ნუ გაიპრანჭებით. არ იფიქროთ, რომ მარტო თქვენ ნერვიულობთ. მშვიდად არც თქვენი კავალერია. ისიც გრძნობს გარკვეულ დისკომფორტს და, შეიძლება, შეცდომებიც დაუშვას. ნუ დასცინებთ და ნუ გააკრიტიკებთ ირონიით, თუკი ეს ურთიერთობა მართლაც რამედ გიღირთ.

3. ცოტაოდენი შპიონაჟი: გასაგებია, რომ ცნობისმოყვარეობა გტანჯავთ და ვერ ერევით მწველ სურვილს, არ წაიკითხოთ თქვენი საყვარელი მეორე ნახევრის ესემეს-გზავნილები. გინდათ, შეძვრეთ მის ინტერნეტ-მიმოწერაში? ესეც ბუნებრივი სურვილია, მაგრამ, არ შეიძლება. ძნელია, იცხოვრო იმ ადამიანის გვერდით, ვისაც არ ენდობი. მართალია, ამბობენ, ენდე, მაგრამ შეამოწმეო, მაგრამ შემოწმების პროცესში თუ გამოგიჭერენ, კარგი არ იქნება.

4. ქალებისთვის დამახასიათებელია განახლების სურვილი, მაგრამ ზომიერება აქაც საჭიროა. შეიღებოთ თმა ყვითლად მარტო იმიტომ, რომ ვიღაც-ვიღაცეებს ქერა ქალი შავგვრემანზე სექსუალურად მიაჩნიათ, გონიერი ქალისთვის შეუფერებელი საქციელია. ეცადეთ, იყოთ ის, რაც ხართ. თუ შავგვრემანიც უყვარხართ, რა საჭიროა ექსპერიმენტები?!


скачать dle 11.3