კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გარეშე არ შეუძლია ყოფნა ნინო ჩხეიძეს და რა შეცდომას არ ნანობს ის არასდროს


მომღერალი ნინო ჩხეიძე ნამდვილად მიეკუთვნება წარმატებული და საქმიანი ქალების რიცხვს. თუმცა, მასთან წარმატება საკმაოდ დიდი შრომის შედეგად მოვიდა. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია წარმატებისა და ადამიანების სიყვარულის შენარჩუნება, რასაც ის მშვენივრად ახერხებს.


ნინო: წარმატებული რომ გახდე, ეს უფრო იოლია, ვიდრე მისი შენარჩუნება, ხალხს არ უნდა გაუცრუო იმედები. წარმატებული არ გავმხდარვარ მიზანმიმართულად, რაღაც გეგმისა და ფიარის დახმარებით, როგორც ამას თავიდან აკეთებენ ხოლმე, უბრალოდ ვიყავი ის, ვინც ვარ. ვაკეთებდი ჩემს საქმეს და ჩემდაუნებურად, გავხდი წარმატებული. თუმცა, მერე მივხვდი, რომ საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა ხალხის, მაყურებლის წინაშე.

– ალბათ, ბევრი შრომა მოგიწია, რომ წარმატებისთვის მიგეღწია.

– კი, თავიდან დამჭირდა ბევრი შრომა, მაგრამ ამით არასდროს შევწუხებულვარ, რადგან, სულიერად ვიყავი ძალიან კარგად. ჩემს საქმეს ვაკეთებდი და არ ვიღლებოდი. ხალხმა იცის, რომ ჩემი პირველი სიმღერა იყო „წაღვერი და თბილისი“, მაგრამ მანამდე, ჯერ კიდევ უნივერსიტეტიდან მოყოლებული, ძალიან ბევრი სიმღერა მქონდა ჩაწერილი. ვმუშაობდი საკუთარ თავზე, დავდიოდი ვოკალზე და ეს ყველაფერი დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. ერთ რამეში ნამდვილად ვარ დარწმუნებული, შრომა ყველა ადამიანს ყოველთვის უფასდება. უბრალოდ, იმის ნებისყოფა უნდა გაგაჩნდეს, რომ არ დაანებო თავი, რადგან შედეგი შეიძლება ერთ თვეში არ მოვიდეს და უფრო მეტი დრო დასჭირდეს.

– გქონია ისეთი მომენტი, როდესაც გითქვამს, მეტი აღარ შემიძლია, დავიღალე და ამ საქმეს თავი უნდა დავანებოო?

– არ მქონია ასეთი მომენტი, არც თავიდან და მით უმეტეს ახლა, საერთოდ არ მექნება. იმიტომ, რომ მიყვარს ეს საქმე. პროფესიით ჟურნალისტი ვარ და ვაღიარებ, ამ პროფესიით რომ მემუშავა, ძალიან დავიღლებოდი, დამეზარებოდა ინტერვიუს გაკეთება. სიმღერა კი არასდროს მეზარება. ამით ჩემი სული ივსება და რომ არ გავაკეთო, ძალიან ცარიელი ვიქნები. ჟურნალისტიკაზეც იმიტომ ჩავაბარე, მინდოდა, მუსიკალურ თემებზე მემუშავა, მაგრამ არ ვარ ისეთი ტიპაჟი, ინტერვიუებზე ვირბინო.

– ხარ თვითკრიტიკული?

– ძალიან თვითკრიტიკული ვარ. სულ მაქვს უკმაყოფილების გრძნობა. მაგალითად, სიმღერას რომ ჩავწერ, მერე ვუსმენ, ვფიქრობ, ახლა რომ ჩამეწერა, უკეთესი გამოვიდოდა-მეთქი. რომ მეუბნებიან, ლამაზად იყავიო, მე მაინც არ მომწონს. მგონი, ეს კარგია. როცა თვითკმაყოფილი ხარ, როგორი პროფესიონალიც არ უნდა იყო, იქ ადამიანს ცოტა „ერხევასავით“.

– ალბათ, ბევრი წინააღმდეგობა შეგხვდა.

– ბევრი წინააღმდეგობა შემხვედრია, მაგრამ არ მინდა ვინმეს შევებრძოლო, ვინმეს ომი გამოვუცხადო. თუ ვინმეს არ მოვწონვარ, ვთქვა, რატომ არ მოვწონვარ-მეთქი. ვცდილობ, ჩემი საქმე გავაკეთო სიყვარულით. ანუ, თუ წინააღმდეგობა შემხვდება, არ შევიმჩნევ, არ გავჩერდები, „იგნორს“ გავუკეთებ და ჩემს საქმეს გავაგრძელებ. მერე ყველაფერი თავისთავად მოგვარდება.

– თუმცა, ალბათ, ეს ყველაფერი მაინც მოქმედებს შენზე.

– ადრე უფრო მოქმედებდა, ახლა – აღარ. ზოგჯერ ვფიქრობ, არ დამიძახეს კონცერტზე, ესე იგი, არ იყო საჭირო, სხვა კონცერტებიც მაქვს. ან ვიღაც რომ იტყვის, დღეს არ მომეწონა ნინოს გამოსვლაო, ყველას ხომ არ მოვეწონები. ანუ, ამ ყველაფერზე თავიდან უფრო ვბრაზდებოდი, ახლა – არა. თავიდან ეს იმით იყო გამოწვეული, რომ თავდაჯერებულობა მაკლდა, ვმერყეობდი. ყველას აზრს ვითვალისწინებდი და არ ვფიქრობდი, რომ იმ ადამიანის აზრი შეიძლება არ ყოფილიყო კომპეტენტური გულწრფელი, სწორი... მერე ცოტა ვიბნეოდი. ახლა ვისწავლე ხალხის გარჩევა, აღარ მაქვს ეს პრობლემა.

– ანუ, როგორც ყველა ადამიანი, შენც უშვებ შეცდომებს. ძირითადად, ერთი და იგივე შეცდომებს უშვებ ხოლმე? ამ დროს თუ განიცდი სინანულს?

– რა შეცდომასაც დავუშვებ, მერე არასდროს ვიმეორებ. მიმაჩნია, რომ რაც უნდა დაგარიგოს სხვამ, თავად უნდა დაუშვა შეცდომა, იგემო მისი შედეგი. ადამიანმა ამ ცხოვრებაში ყველაფერი უნდა გაიაროს, ნახოს. მეც, როცა რაღაც შეცდომას ვუშვებ, მერე უკვე გადავდივარ სხვა ეტაპზე, იმ შეცდომას არასდროს ვუბრუნდები. სინანულის გრძნობა არ მაქვს ხოლმე, ვიცი, რომ არასწორად მოვიქეცი და მთავარია, აღარ გავიმეორო.

– ნამდვილად გეყვარება სიახლეები.

– კი, ძალიან მიყვარს სიახლეები საქმეში და ადამიანებთან ურთიერთობისას, სიახლეების გარეშე არ შემიძლია. თუ ადამიანი არ არის საინტერესო, ყოველდღე რაღაც ახალი არ ხდება, ცხოვრება თუ არ დუღს, სხვანაირად ყოფნა არ შემიძლია, მე უკვე იმდენი სიმღერა მაქვს, რომ შემიძლია წელიწადში მხოლოდ ერთი სიმღერა ჩავწერო და მსმენელი ასე თუ ისე შემიძლია, შევინარჩუნო, მაგრამ მე მინდა, სხვა სტილში მოვსინჯო ჩემი ძალები, სიახლეები შევიტანო. ერთი და იგივე ჩაცმულობის სტილი, ვარცხნილობაც კი მბეზრდება, მაწუხებს, მაშინ დეპრესიაში უნდა ვიყო. როცა რაღაც ახალს ვპოულობ საკუთარ თავში, მერე უფრო „შევსებული“ ვარ.

– დეპრესიული ხარ?

– არა, როცა ცუდ ხასიათზე ვარ, ბევრს ვმღერი, მუსიკას ვწერ. მაგალითად, რაღაცა მაწუხებს, ვჯდები პიანინოსთან და აუცილებლად უნდა დავუკრა რაღაც მელოდია. შეიძლება, ორ საათს ვუკრა, ან მალევე ავდგე, მაგრამ, რომ დავიხარჯები ბოლომდე, მერე უკვე კარგად ვარ.

– რა გაყენებს კარგ განწყობაზე?

– კარგ განწყობას მიქმნის, როცა გამხდარი ვარ და კარგად გამოვიყურები, საქმე, ბევრი გადაღებები მაქვს, კარგი აურის მქონე, საინტერესო ადამიანებთან მიწევს ურთიერთობა.

– რას აკეთებ განტვირთვისთვის?

– სადმე წასვლა, თუნდაც სამი-ოთხი დღით, ჩემთვის ძალიან კარგი განტვირთვაა, მოვწყდე ყველაფერს და არაფერი გავიგო. მერე იქიდან ისეთ ენერგიაზე ჩამოვდივარ, ნახევარ წელიწადს მაინც მეყოფა. ძირითადად მეუღლესთან, მეგობრებთან ერთად მივდივარ ხოლმე, მარტო წასვლა არ მიყვარს. მაგ საკითხში არ ვარ დამოუკიდებელი, ასე მგონია, დავიკარგები. თან მომწყინდება, ვერ ვიტან სიმარტოვეს. შესაბამისად, ამის სურვილი არ გამჩენია.

– ბევრი ქალი ვერ ახერხებს, რომ ერთმანეთს წარმატებულად შეუთავსოს კარიერა და პირადი ცხოვრება.

– ალბათ, ეს უფრო ბედის საკითხია. როდესაც გიორგის მივყვებოდი ცოლად, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ბედი „რულეტკაზე“ დავდე, რადგან არ ვიცოდი ვინ იყო, სად მუშაობდა, რა გვარი იყო, როგორ ცხოვრობდა, მთლიანად ბედს მივენდე.

– ეს თავიდან, მაგრამ მერე, ხომ ბევრი რამის გათვალისწინებაა საჭირო. არ ფიქრობ, რომ ოჯახში, როგორი კლიმატი იქნება, ეს ქალზეა დამოკიდებული?

– მიმაჩნია, რომ ოჯახშიც ის უნდა იყო, ვინც ხარ. ბევრი ქალი ქმარს თავს აჩვენებს, იმასაც ამბობენ, ჩემს ქმართან უმაკიაჟოდ არ ვარო. მე ბუნებრივი ვარ და ჩემს მეუღლეს ჩემში უყვარს პიროვნება, დადებითი და უარყოფითი თვისებებით. სახლში ბევრ დროს არ ვატარებ, უმეტესად გამოსული ვარ. კარგი დისახლისობით ვერ დავიტრაბახებ, მაგრამ გიორგის ისეთი ვუყვარვარ, როგორიც ვარ.

– ანუ, იმას, რომ სახლში დიდ დროს არ ატარებ, არ აპროტესტებს?

– არ აქვს პროტესტის გრძნობა, იმიტომ რომ ასეთი ვუყვარვარ. ყოველთვის ვცდილობ, ჩემი მეუღლე არ დავძაბო, არაფერში შევზღუდო. არც მე ვარ ეჭვიანი, არც – ის. თუ მეგობრებთან ერთად უნდა ყოფნა, წავიდეს, არ მაქვს პრობლემა. უფრო მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ერთმანეთს არაფერში ვავალდებულებთ.

– ალბათ, ის ფაქტიც დაგეხმარა წარმატების მიღწევაში, რომ შენს მეუღლეს, მოსწონს შენი საქმე და მხარში გიდგას?

– თავიდან არ იყო თანახმა, მომღერალი გავმხდარიყავი, თუმცა ძალიან მოსწონდა ჩემი სიმღერა, იქნებოდა, ეს სუფრასთან თუ სხვაგან. ერთი სიმღერა რომ ჩავწერე, ხალხსაც და, გიორგისაც მოეწონა. მერე აზარტში შევიდა, უფრო მეგობრულად გამიგო და ქმრის პოზიციიდან არ მომიდგა, სახლში უნდა იჯდეო.

– ის, რომ მეუღლე მხარში გიდგას, ეს არ არის შენთვის დიდი სტიმული?

– ეს სტიმულიც არის, პასუხისმგებლობაც და გამოცდაც. თან როდესაც ის კარგია, შენც კარგი უნდა იყო. მისი გვერდში დგომა მაძლევს ძალას, სხვა რაღაცეებზე აღარ ვინერვიულო. შენს საქმეს აკეთებ და მთლიანად „შევსებული“, იმედიანად ხარ.


скачать dle 11.3