რა გავლენა აქვს არასასურველი ორსულობის დროს მამის სიტყვებს ბავშვზე და სასურველია თუ არა დაბადებამდე მისთვის ტანსაცმლის შეძენა
დამეთანხმებით, ახალი ადამიანის, ახალი სიცოცხლის დაბადება ამქვეყნად, ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა, რომელიც, ყველაზე მეტად ბავშვის მშობლებს აკისრებს უდიდეს მოვალეობას და პასუხისმგებლობას. ეზოთერიკოს ქალბატონ მარინას აზრით, ორსულობის პირველ თვეებში ჩანასახი ენერგეტიკულად ისე დაუცველი და უსუსურია, რომ შესაძლოა, ერთმა გაუთვალისწინებელმა, დაუფიქრებელად წამოსროლილმა სიტყვამ თუ აზრმა, მას დედამიწაზე მოსვლაც კი გადააფიქრებინოს. მისივე თქმით, ამ პერიოდში ჯერ არმოვლენილი ბავშვის ერთადერთი დამცავი, დედის ირგვლივ არსებული ბიოველია. ის ერთგვარი დამცავი ფენაა მისთვის და ასევე, სიტყვები, აზრები და ფიქრები, რასაც დედა პატარას მუცლადყოფნის პერიოდში წარმოთქვამს თუ გაიფიქრებს. ქალბატონი მარინა რაღაც პერიოდი ჩინეთში ცხოვრობდა და იქ, ამ თემასთან დაკავშირებით, საკმაოდ საჭირო და საინტერესო ინფორმაცია დააგროვა. ის ჩვენი რუბრიკის სტუმარია.
მარინა: მომავალი ბავშვის დაბადებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს დედის ქცევას, სიტყვებს, აზრებს და ფიქრსაც კი. მე ერთხანს ჩინეთში მომიწია ცხოვრება და გაკვირვებული ვიყავი იქაური მომავალი დედებისა და მამების საქციელით. მაგალითად, ჩინეთში ასეთი ტრადიცია არსებობს: როცა ცოლი ფეხმძიმედაა, ოჯახს კი მატერიალურად უჭირს და არ ძალუძს კიდევ ერთი ბავშვის შემატება და რჩენა, მომავალი ბავშვის მამა ჯდება ფეხმძიმე ცოლის წინ მუხლებზე დაჩოქილი, მუცელზე აშტერდება გამჭოლი მზერით და ახლადჩასახულ ბავშვს უხსნის ნელა და დინჯად, რომ მათ ოჯახში რთული პერიოდი დგას, უჭირთ მატერიალურად და ვერ შეძლებენ მის რჩენას. თუ მან მოინდომა დაბადება, ურჩევს, მოიცადოს ცოტა ხნით და არ მოევლინოს ამ ქვეყანას.
– ეს ცოტა არ იყოს არარეალურია. არ მეთანხმებით?
– გეთანხმებით, მაგრამ მე თავად ვარ ასეთი ფაქტის მოწმე. დამერწმუნეთ, ასეთი ფაქტი ჩემს თვალწინ მოხდა. გაოცებული ვუყურებდი გაჭირვებულ მშობლებს, როგორ არწმუნებდნენ პატარას არ დაბადებულიყო. ფაქტია, ასეც მოხდა. ასეთი საუბრის შემდეგ, თავად დავინტერესდი შედეგზე. ნაყოფმა, თითქოს გაითვალისწინა ოჯახის მდგომარეობა, დედას მუცელი მოეშალა, ყოველგვარი აბების, სამედიცინო პერსონალისა თუ ექიმბაშების ჩარევის გარეშე.
– გამოდის, სიტყვას იმხელა ძალა აქვს, შეუძლია მუცელში მყოფ ჩვილსაც კი გადაწყვეტილება მიაღებინოს, დაბადება არდაბადების თაობაზე?
– ასე გამოდის. საერთოდ, მე ტყუილად საუბარი არ მიყვარს. თუ ფაქტებით არ დაადასტურე ნათქვამი, ისე ვერავის დააჯერებ რამეში. მართალი ხართ, სიტყვას იმხელა ძალა აქვს, რომ მუცელში მყოფ ჩვილს აიძულებს, გადაწყვეტილება თავად მიიღოს. ასე რომ, ძვირფასო მამებო, გაითვალისწინეთ ეს და შეეცადეთ დღეში რამდენიმე საათი თუ არა, წუთი მაინც ჩაიმუხლოთ ორსული ცოლის მუცელთან და ესაუბროთ პაწაწინა არსებას, როგორ ელით მის დაბადებას, როგორ ნერვიულობთ მასზე და როგორ გიყვართ ის და მისი დაბადებაც გსურთ. ხშირად მოეფერეთ მუცელზე საყვარელ ადამიანს და მის პაწაწინას. მოუყევით თქვენი ამბები, რომ ის უკვე გიყვართ და იზრუნებთ მასზე. სხვათა შორის, ამ ხერხს უცხოეთში უკვე წარმატებით იყენებენ და სპეციალისტებიც ურჩევენ ამ მეთოდს მომავალ მშობლებს. კვლევებმა დაამტკიცა, რომ ასეთ დროს ბავშვის გულისცემა მშვიდდება, მომავალი დედა კი შვებას განიცდის და მშობიარობის შიშები არ აქვს.
– პირად საუბარში ახსენეთ, ანომალიურ კვლევით ცენტრშიც მომიწია მუშაობაო. ამაზე რას იტყვით?
– მართალია, რაღაც პერიოდი ჩინეთის ანომალიური მოვლენების ცენტრში ვმუშაობდი და ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვდი და ბევრი რამ ვისწავლე. კერძოდ, ანომალიური მოვლენების მკვლევართა აზრით, მომავალმა დედამ, ენერგეტიკული თვალსაზრისით, რაც შეიძლება უკეთეს გარემოში უნდა იცხოვროს. მისთვის არასასურველია გეოპათოგენურ ზონაში ხანგრძლივად ყოფნა. სამწუხაროდ, თანამედროვე სამშენებლო ფირმები ყურადღებას არ აქცევენ ამ საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხს და ბევრი კორპუსი თუ სახლი სწორედ ასეთ ზონაში ხვდება. გეოპათოგენურ ზონიდან იზოლირება კი ძალიან რთულია. ამიტომ, ურჩევენ ფეხმძიმე ქალებს მეტი დრო გაატარონ ქუჩაში, სუფთა ჰაერზე, ბუნებაში მეტი დრო დაჰყონ. ამ მხრივ კი, როგორც გაირკვა, ყველაზე კარგია ფიჭვნარში სეირნობა, რადგან დამტკიცდა, რომ სწორედ ფიჭვია კოსმოსური ენერგიის მაგნიტი. ის უდიდესი ძალით იზიდავს მას და მისი დახმარებით, უარყოფით ენერგიას სპობს. ის არა მარტო ჰაერს, არამედ, გარემოს საინფორმაციო ველსაც ასუფთავებს. ასევე, საყურადღებო და გასათვალისწინებელია ის ფაქტი, თუ როგორ გარემოში უნდა იცხოვროს ორსულმა ქალმა – ბინაში რომელ ადგილას გაატარებს ის დიდ დროს, დაისვენებს, მოუსმენს მუსიკას, წაიკითხავს წიგნს და ასე შემდეგ. ხოლო რომ გაიგოთ სახლში რომელი ადგილია ორსულისთვის კარგი, ამისთვის მე გასწავლით, ძველ მეთოდს: აიღეთ ნახევარი მეტრი სიგრძის ძაფი, ერთ ბოლოში მოაბით საქორწინო რგოლი, მეორე ბოლოთი კი ძაფი დაიჭირეთ და ასე შემოიარეთ ოთახები ნელ-ნელა. ზოგ ადგილას ძაფი ქანაობას დაიწყებს ან წრეს შემოხაზავს. ეცადეთ ხელი არ ამოძრაოთ. ეს ადგილები თქვენთვის საშიშია, ხოლო, სადაც ძაფზე დაკიდებული რგოლი არ ქანაობს და არც წრეებს ხაზავს, ეს ადგილები კი – კარგი. ასევე, მეტად მნიშვნელოვანია მომავალი დედის და პატარასთვის „სუფთა“ სახლში იმყოფებოდნენ. ეს პირდაპირი მნიშვნელობითაც უნდა გაიგოთ და კიდევ იმით, რომ აუცილებელია, გულდასმით დაალაგოთ სახლი ენერგეტიკულ დონეზე. კერძოდ, გადაყარეთ ყველა ის ნივთი, რომელიც გატეხილი ან გაბზარულია და, რომლებიც თქვენთვის არასასურველმა პიროვნებამ გაჩუქათ. ასევე, გირჩევთ, გადაყაროთ ყველა ის ნივთი და ფოტო, რომელიც ცუდ შთაბეჭდილებას, ემოციას და მოგონებებს აღძრავს თქვენში.
– უფროსი ასაკის ხალხისგან გამიგია, რომ არ შეიძლება ბავშვის დაბადებამდე მისთვის ტანსაცმლის, სათამაშოს, საწოლის თუ რაიმე ნივთების შეძენა. ეს საშიშია?
– მართალია, ხალხში ფართოდაა გავრცელებული რამდენიმე წეს-ჩვეულება, რომელსაც ზოგიერთი ცრურწმენას უწოდებს, მაგრამ დამიჯერეთ, ბევრი მათგანი ამ წესების დარღვევას მაინც ვერ ბედავს. ამბობენ, ვაიდა, მართალი აღმოჩნდესო (იცინის). მეც მსმენია, რომ არ შეიძლება დაბადებამდე ბავშვს მშობელმა ტანსაცმელი ან რაიმე ნივთი შეუძინოს წინასწარ. არ დაგიმალავთ და, მეც სწორედ ასე მოვიქეცი. სანამ ბავშვი არ დაიბადა, მანამდე არაფერი მქონდა ნაყიდი, თუმცა ჩემი და და დედა იძენდნენ რაღაცეებს და თავის სახლში ჰქონდათ შენახული, ისე რომ მე არ მენახა. ახლა ყველაფერი იშოვება და ყიდვა პრობლემა არ არის. მაშინ კი ისეთი დრო იყო, თუ მოსკოვიდან არ ჩამოატანინებდი ან ნაცნობობით არ შეიძენდი მაღაზიაში დახლს ქვეშიდან, ვინ რას მოგცემდა. ისე, ეზოთერულ წიგნში ასეთი რამ წერია: მომავალმა დედამ საკუთარი ხელით უნდა შეუკეროს ბავშვს პირველი სამოსი და ამისთვის მამის ტანსაცმლის ქსოვილები გამოიყენოს, რომ ბავშვს მშობლების ენერგეტიკა, დადებითი მუხტი და მშობლებისგან დაცვის ინსტინქტი აგრძნობინოს. ამით თავად დავინტერესდი და გავარკვიე, თურმე, მთავარია, ბავშვის სხეულს პირველად ისეთი სამოსი შეეხოს, რომ მისგან მშობლების ენერგეტიკა აიღოს და შეიგრძნოს. ეს მისთვის უდიდესი საყრდენია. სწორედ ამიტომაა, რომ ახლად დაბადებულ ბავშვს ჯერ დედის სხეულზე აწვენენ და შემდეგ მამას სთხოვენ წელს ზემოთ გაიხადოს და მანაც მკერდზე დააწვინოს ახლადდაბადებული ბავშვი. დღეს ვინ დაჯდება და ვინ შეკერავს მამის ტანსაცმლისგან ბავშვის პერანგს? ამიტომ ეს მეთოდი უფრო გამართლებულია. ასეა, ბავშვმა ამქვეყნად მოვლინების ბედნიერება რომ შეიგრძნოს, ამაში თავად მშობლები უნდა დაეხმარონ. თუ ზემოთ ჩამოთვლილ უმარტივეს რჩევებსა და წინაპართა გამოცდილებას გაითვალისწინებთ, მერწმუნეთ, ამით თქვენი მომავლის ბედნიერების კოდს თავადვე შექმნით.