კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამიანები კანითაც ისმენენ


ადამიანებს სხვისი ლაპარაკი არა მარტო ყურებით, კანითაც ესმით, – ასეთი დასკვნა გააკეთეს ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის სწავლულებმა. მსმენელი სხვადასხვანაირად აღიქვამს ზოგიერთ ბგერას, როდესაც საუბართან ერთად სუნთქვას ან უბრალოდ ჰაერის ქროლვას გრძნობს.

ადრე ცნობილი იყო, რომ ადამიანი, იმის მიხედვით, ხედავს თუ არა მოლაპარაკეს, სხვადასხვანაირად აღიქვამს ბგერებს. ახლა კი ამოხსნილია ტაქტილური გრძნობადობის კავშირი სმენასთან. „ეს ძალიან მნიშვნელოვანია ცუდი სმენადობის მქონე ადამიანებისთვის“, – აცხადებენ კვლევის ავტორები.

კანადელმა სწავლულებმა შეადარეს, როგორ აღიქმება მსგავსი მარცვლები იმისდა მიხედვით, გრძნობს თუ არა მსმენელი ყურისთვის გაურკვეველ ჰაერის მოძრაობას. ამისთვის მათ გამოიყენეს მარცვლები „პა“ და „ტა“, რომლებიც განსხვავდებიან მარცვლებისაგან „ბა“ და „და“ მხოლოდ ჩასუნთქვით. როგორც გაირკვა, თუ მჟღერი მარცვლები, „ბა“ ან „და“, ისმის, მაგრამ ამავე დროს მსმენელის ხელი ანდა კისერი მსუბუქ ქროლვას გრძნობს, მაშინ ტვინი მათ, როგორც ყრუ მარცვლებს „პა“-ს და „ტა“-ს აღიქვამს. ცხადია, რომ ტაქტილური შეგრძნება მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ სიგნალების გაშიფვრაში, რომლებსაც ყურები იღებენ, – ასეთი დასკვნა გააკეთეს სწავლულებმა.

„კარგადაა ცნობილი, რომ ვიზუალური ინფორმაცია, მაგალითად ტუჩებით წაკითხვის დროს, სინამდვილეში ადამიანებს ეხმარება სხვისი ლაპარაკის გაგებაში, მაგრამ ზოგიერთი თანხმოვანი, მაგალითად „ბ“ და „პ“, „ტ“ და „დ“ ტუჩებით კითხვისას ერთნაირად გამოიყურება. ეს აღმოჩენა საშუალებას მისცემს მეცნიერებს, სმენადაქვეითებულთათვის ლაპარაკის აღქმის ახალი მეთოდი შეიმუშაონ.


скачать dle 11.3