კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩინეთში ნიორი ოქროზე მეტად ფასობს


ჩინეთში ნიორს წარმოუდგენლად დიდი ფასი დაედო: ზოგიერთ საცალო სავაჭრო ცენტრში თითქმის 40-ჯერ გაძვირდა, ხოლო საბითუმო ფასები უკანასკნელი რვა თვის განმავლობაში 15-ჯერ გაიზარდა.

ნივრის მოყვანა და გაყიდვა ქვეყანაში ოფიციალურად, 2009 წლის ყველაზე შემოსავლიან საინვესტიციო ინსტრუმენტად იქნა აღიარებული. შემოსავლებით მან ოქროთი ან აქციებით ოპერაციებსაც კი გაუსწრო.

„ღორის გრიპის“ შიშის ფონზე ვაჭრებს ძალზე მარტივად შეუძლიათ ასეთი ბიზნესით მილიონები მოიხვეჭონ. ფაქტობრივად, ამისთვის საჭიროა სამი რამ: ნივრის საწყობებში შეღწევა, ფული და რამდენიმე სატვირთო მანქანა. შემდეგ ნივრის ყიდვა ერთ ადგილას, მისი სხვაგან გადატანა და მომატებული ფასით გაყიდვა.

ჩინელები „ღორის გრიპის“ წინააღმდეგ ბრძოლაში სერიოზულ იმედს ამყარებენ ნიორზე. ასე მაგალითად, ქალაქ ჰანჩჟოუს ერთ-ერთმა სკოლამ 200 კილოგრამი ნიორი შეიძინა და დაავადების პროფილაქტიკის მიზნით, სადილის დროს იძულებით აჭამა საბრალო მოსწავლეებს.

ჩინეთი ყოველწლიურად სამჯერ მეტ ნიორს აწარმოებს, ვიდრე დანარჩენი მსოფლიო. მაგრამ გასულ წელს, კრიზისის გამო, ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდა ნივრის მოყვანა. „ღორის გრიპის“ გარდა, როგორც ანალიტიკოსები მიიჩნევენ, ამანაც გამოიწვია ფასების ზრდა არა მხოლოდ შიდა სამომხმარებლო ბაზარზე, საექსპორტო ნიორზეც. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ფასები „ბიოლოგიურ წამალზე“ კიდევ 40 პროცენტით გაიზრდება.


скачать dle 11.3