ანეგდოტები
***
– მიხო‚ მაროსთან ქორწილამდე გქონდა რამე?
– მქონდა... ბალღი ხომ აღარ ვიყავი! შიფონერი მქონდა‚ ტელევიზორიც... სარეცხი მანქანა ქორწილის შემდეგ ვიყიდეთ...
***
– წელს უკვე სკოლას ამთავრებთ. აბა‚ გაიხსენეთ‚ რა პატარები იყავით‚ როცა კიბის ქვეშ მოსაწევად იმალებოდით?
– აჰა‚ კარგია‚ რომ ჩაცმას ვასწრებდით!..
***
დათუამ მიხოს გოგო შეირთო ცოლად. ქორწილის შემდეგ პატარძალმა სიძე არ მიიკარა. ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე. შეწუხებული სიძე სიმამრთან მივიდა და გასაჭირზე უამბო.
– იცი‚ რა, ჩემთვისაც უხერხულია ამის კითხვა, ცოლს მივაგზავნი. მაინც ქალები არიან‚ გულახდილად ილაპარაკებენ.
მართლაც‚ დედაშვილი ოთახში ჩაიკეტა. მიხომ კარს ყური მიადო.
– რატომ არ აძლევ‚ გოგო‚ ქმარს?
– როგორ‚ იმას ხომ ქალიშვილი ვგონივარ‚ მე კიდევ ზურიასთანაც ვიყავი‚ მიტოსთანაც‚ თაზოსთანაც...
– ეეე‚ მიხოსაც ეგრე ჰგონია‚ ქალიშვილი ჩავბარდი‚ მაგრამ ალესთანაც ვიყავი‚ შუქრუასთანაცა‚ გოგიასთანაცა...
– რაო‚ რას ლაპარაკობენ? – ვეღარ მოითმინა სიძემ.
– რას ილაპარაკებს ორი ბოზი!
***
– იცი‚ ამბობენ‚ რომ გლობალიზაციის გამო მალე აღარ იქნება აღარც იტალიური‚ არც ინგლისური‚ არც ამერიკული...
– ჰო‚ მეც გავიგე... ყველაფერი ჩინური იქნება.
***
– მიხო‚ დაგავიწყდა ჩემი ორი ლარი რომ გმართებს?
– მოდი‚ იმ ორ ლარად ქალს მოგიყვან.
– ორ ლარად ქალს როგორ მომიყვან?
– შენ უარი არ მითხრა და, ისეთ ქალს მოგიყვან‚ ხურდაც დაგვრჩება.
***
არჩევნები ძირითადად ტარდება ცნობილი ფილმის – „უცხო – მტაცებლის წინააღმდეგ“ მოტივით. ვინც არ უნდა გაიმარჯვოს‚ ხალხი ყოველთვის აგებს.