ანეგდოტები
***
– ალო‚ ჩემთან დაგირეკავს‚ ახლა დავხედე მობილურს და... თანაც 23-ჯერ...
– ჰო‚ ვრეკავდი.
– ალბათ‚ რაღაც მნიშვნელოვანი გქონდა სათქმელი.
– დიახ: პირველ ზარზე – უკვე ხუთი წუთის დაწყებული უნდა ყოფილიყო ჩვენი პაემანი‚ ოცდამესამეზე კი – დამთავრებული.
– აბა‚ ოცდამეხუთეჯერ რაღას მირეკავდი.
– უნდა მეთქვა: წადი‚ შენი!..
***
– ჩვენმა ქარხნებმა ჩაიბარეს 1 000 ტონა ყურძენი‚ რაც 1 000 ტონით მეტია‚ ვიდრე სინამდვილეში...
***
ნარკოპოლიციელებმა გაანადგურეს ათასობით ჰექტარი ველური კანაფი‚ რათა თავიდან აეცილებინათ ბაზარზე მსუბუქი ნარკოტიკების ფასის დაცემა.
***
რჩევა:
„თუ შენ ხარ ცნობილი უმაღლესი სასწავლებლის პროფესორი და ამით მოგაქვს თავი‚ გირჩევ, არ სცადო თანამედროვე სკოლის მეორე კლასის საშინაო დავალების ამოხსნა‚ თორემ თავს სრულ იდიოტად იგრძნობ“.
***
– ცოლი სამი დღე არ მელაპარაკებოდა. გამოსავალი ვიპოვე: საწოლზე გასარეცხი „ნასკები“ დავუდე‚ მაგრამ ახლა ერთი კვირაა, აღარ ჩერდება.
***
„ყველა ქალში უნდა იმალებოდეს რაღაც ამოუხსნელი...“ – თქვა ეკამ და კროსვორდების გაზეთი გადაყლაპა.
***
– მე ვარ... რაღაც ცუდად ვგრძნობ თავს და ვწევარ... ხომ ამოხვალ ჩემს სანახავად?
– როგორ არა‚ ზუსტად ისე‚ როგორც შენ მნახე...
– რატომ ხარ ასეთი სასტიკი...
***
– ბაბუ‚ რამდენი წლის ხარ?
– 65-ის.
დაეჭვებული შვილიშვილი:
– მართლა ერთიდან დაიწყე?
***
მიხო: – მამი‚ იდიოტები ცხოველები არიან?
– არა‚ შვილო‚ ზუსტად ჩვენნაირი ადამიანები არიან.