კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ იმღერა „იურმალის“ კონკურსზე სალომე გასვიანმა და რის გამო შეიკავა თავი ალა პუგაჩოვამ საქართველოში ვიზიტზე

ნატო დუმბაძე ამ ბოლო დროს საზოგადოებაში იშვიათად ჩანს. როგორც მისგან შევიტყვეთ, ამის მიზეზი ის არის, რომ მისი შვილი უცხოეთში სწავლობს და ნატოც მის გვერდით ატარებს მეტ დროს. თუმცა, ის არ აპირებს გაჩერებას, ახალ პროექტებზე მუშაობს და სულ მალე ძალიან ბევრ სიურპრიზს შესთავაზებს ქართველ მაყურებელს. თუ რა გეგმები აქვს მას, რატომ თქვა ალა პუგაჩოვამ თბილისში ვიზიტზე უარი და რა სიახლეებია უახლოეს მომავალში შოუ-ბიზნესში მოსალოდნელი, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.


ნატო დუმბაძე: ხშირად არ ვარ საქართველოში და ამის მიზეზი ჩემი გოგონაა – ის უცხოეთში სწავლობს და ხშირად მიწევს იქ ჩასვლა მის მოსანახულებლად. ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს ჩაფიქრებული მე და ჩემს მეგობრებს სამომავლოდ. ვნახოთ, წინასწარ მიჭირს რაიმეს თქმა. გვინდა, „ბესთ მოდელი“ საქართველოში ჩავატაროთ. ცნობილი, მსოფლიო დონის მოდის ბიზნესის წამყვანი მოდელები მოვიწვიოთ და ლამაზი და შთამბეჭდავი შოუ-ჩვენება მოვაწყოთ. „ბესთ მოდელის“ კონკურსი ტარდება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. შემოთავაზება ჩვენც გვაქვს და, ვფიქრობ, ასეთი მსოფლიო დონის კონკურსის ჩატარება ჩვენს ქვეყანაშიც ძალიან კარგი იქნება. ახლა ამ პროექტზე ვფიქრობთ აქტიურად.

– ნატო, მართალია, თითქოს სალომე გასვიანი მიიწვიეს ორგანიზატორებმა წელს იურმალაში კონკურსზე „ახალი ტალღა 2009“? და თუ ასეა, რატომ არ მიიღო მან შესარჩევ ტურში მონაწილეობა?

– სალომემ შარშან მიიღო მონაწილეობა ამ კონკურსის შესარჩევ ტურში. მაშინ დუეტი „ჯორჯია“ გავიდა და წარმატებული გამოსვლაც ჰქონდათ. ამის შემდეგ სალომე ამერიკაში დაბრუნდა. ის კონკურსში მონაწილეობას აღარც აპირებდა. თუმცა, წელს, სანამ პირველი შესარჩევი ტური დაიწყებოდა, რისი საშუალებითაც ხდება კონკურსანტების შერჩევა, მე დამირეკეს იგორ კრუტოის კომპანიიდან და მითხრეს, ძალიან გთხოვთ, წელს სალომე ჩამოიყვანეთო. ვუთხარი, ის უკვე ამერიკაშია, სერიოზულ პროექტებზე მუშაობს და, აქედან გამომდინარე, ჩამოსვლას ვერ მოახერხებს-მეთქი. საერთოდ, შესარჩევ ტურებში ის ძლიერი კონკურსანტები ამახსოვრდებათ, ვინც იმ წელს ვერ გადის და მერე მათზე დიდი მოთხოვნაა. წელს უკრაინიდან სამი კონკურსანტი იყო იურმალაში და საქართველოდან ორი რომ ყოფილიყო, ორი საპრიზო ადგილი გარანტირებული გვექნებოდა. იმასაც გეტყვით, რომ წელს ერთ-ერთმა უკრაინელმა კონკურსანტმა იმღერა ბიონსეს ის სიმღერა, რომელსაც სალომე ასრულებდა. მთელი დარბაზი წამოდგა ფეხზე და ტაშს უკრავდა. არადა, მან სალომესთან შედარებით ბევრად ხარვეზებით და ბევრად ნაკლები შესაძლებლობებით შეასრულა ის სიმღერა. წარმოიდგინეთ, მას დაუკრეს ასეთ შესრულებაზე ტაში ფეხზე ადგომით და, ის რომ სალომეს შეესრულებინა, რა მოხდებოდა. გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ გული დამწყდა, სალომე რომ წელს არ წავიყვანე ამ კონკურსზე. აი, მომავალი წლისთვის მყავს შერჩეული რამდენიმე მომღერალი და ვნახოთ. ჯერ ამის შესახებ თავადაც არ იციან (იცინის). წლევანდელი ჩვენი კონკურსანტის გამოსვლით კი ძალიან კმაყოფილი დავრჩი. არაჩვეულებრივი გოგონაა, თავისი არტისტიზმით, ვოკალური მონაცემებით და ხმის ტემბრით. ყოჩაღ მას, რომ იმ „მგლებში“ ასე იმარჯვა, რადგან წელს ძალიან ძლიერი კონკურსანტები იყვნენ. ჩემი აზრით, ინდონეზიელი კონკურსანტის შემდეგ, ლიკა საუკეთესო იყო და მეორე ადგილი ნამდვილად გვეკუთვნოდა. ვფიქრობ, ლიკამ ისე აღაფრთოვანა ჟიური, რომ იგივე კრუტოის კომპანია მას ხელიდან არ გაუშვებს. როგორც გავიგე, ლიკას ასპონსორებდა ქართველი ბიზნესმენი და მეცენატი, ისრაელის მოქალაქე გია როკეტლიშვილი. ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი კარგი ადამიანები!

– რუსული შოუ-ბიზნესის ძალიან ბევრი წარმომადგენელი მეგობრობს შენთან. მათთან დაკავშირებით, ალბათ, ბევრი საინტერესო ამბავიც გექნება გასახსენებელი.

– მართალია, ბევრთან ვმეგობრობ. სულ ინტერესდებიან საქართველოთი, მირეკავენ, მკითხულობენ. არც ერთი ქრისტიანული დღესასწაულის მოლოცვა არ ავიწყდებათ და ძალიან ყურადღებიანები არიან. არ დამავიწყდება, ლაიმა ვაიკულეს რომ ვაცილებდით აეროპორტში, დრო გვქონდა. შემომთავაზა, დავსხდეთ, ყავა დავლიოთ და თან ვისაუბროთო. ძალიან დაღლილი ვიყავი, თუმცა არ ვიმჩნევდი. ბევრი ვისაუბრეთ და გავაცილეთ. მეორე დღეს ტელეფონით დამირეკა და ჩვეული ხმის ტემბრით მითხრა: ნატო, არასდროს დაიღალო, ჩვენ შენნაირი ადამიანები გვჭირდებაო. ეს ჩემთვის უდიდესი სტიმული და კომპლიმენტი იყო. ლაიმა ვაიკულე ბავშვობიდან მიყვარდა, მომწონდა მისი ხმა, სიმღერა, სტილი, მოძრაობა სცენაზე. ძალიან ექსტრავაგანტური მომღერალია და იმდენად კმაყოფილი დავრჩი მისი ამ სიტყვებით, რომ ვუთხარი კიდეც, ძალიან დაღლილი ვიყავი, მაგრამ ამ სიტყვების შემდეგ, ძალა მომემატა-მეთქი (იცინის). ვმეგობრობ „ა სტუდიოს“ ბიჭებთან, სერიოგასთან, „ივანუშკი ინტერნეიშენალის“ ბიჭებთან და ასე შემდეგ. არ მინდა, რომელიმე გამომრჩეს. სერიოგა ძალიან მორწმუნეა და მისი ნაჩუქარი ხატები ახლაც სახლში მაქვს. ასევე, არ დამავიწყდება ალა პუგაჩოვას ვიზიტი წლების წინ საქართველოში.

– ალა პუგაჩოვას ჩამოყვანას უახლოეს მომავალშიც გეგმავდით საქართველოში. ის ამაზე დათანხმდა, თუმცა, ბოლო მომენტში უარი თქვა. რა მოხდა?

– ალას ჩამოყვანა საქართველოში სულ მინდოდა და მენდომება. ალას პრესკონფერენცია ჰქონდა, სადაც პარალელურად პირდაპირი ჩართვები იყო ყოფილი „ესენგეს“ ქვეყნებიდან. ჩვენგან ჩაერთო ქალბატონი ნანი ბრეგვაძე და ჰკითხა, ჩვენთან როდის ჩამოხვალო. მან კი უპასუხა, ძალიან მალე შეგხვდებით, მომაქვს სპექტაკლიო. ეს იყო დაგეგმილი ტურნე. სომხეთიდან უნდა ჩამოსულიყო საქართველოში და აქედან გაფრენილიყო ბაქოში. ეს იგეგმებოდა შემოდგომით, კერძოდ, სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში. მის დირექტორს ვესაუბრე და შევთანხმდით დეტალებზე. ამ შეთანხმების შემდეგ, ვინც მოსკოვში დაკავებულია და მუშაობს ალას, იუდაშკინისა და სხვათა დიდ კონცერტებზე, იმ ფირმის ვიცე-პრეზიდენტია მარინა მალიგინა. მასთან ვმეგობრობ და ამ ტურნეს შესახებ ვესაუბრე. თანაც ამზადებდნენ ალას დაბადების დღისთვის მიძღვნილი კონცერტის ორგანიზებას. ვუთხარი, პასუხს აგვიანებენ, აქ თუ ჩამოდის, დიდი სამუშაოა მოსამზადებელი და, იქნებ, ალასთან პირადად გაარკვიო, რა ხდება-მეთქი. დამპირდა, გავარკვევო. შემდეგ გადმომირეკა და მითხრა, ამ ეტაპზე, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ამბების გამო თავს იკავებსო. მაშინ პოლიტიკური გამოსვლები და საპროტესტო აქციები იყო. ამ ამბებს გადასცემდნენ ტელევიზიით და, ალბათ, ამის გამო თქვა უარი. მე კი ვუთხარი მარინას, სიმშვიდეა და ასეთი ამბები ყველგან ხდება-მეთქი, მაგრამ, ფაქტია, ამან გარკვეული ზეგავლენა მოახდინა ალაზე და მის საპროდიუსერო ჯგუფზე – ეტყობა, იფიქრეს, ახლა იქ არავის სცხელა სასიმღეროდო და ამიტომაც შეცვალეს გეგმები. თუმცა, როგორც მითხრეს, მას საქართველოში ჩამოსვლის დიდი სურვილი აქვს და, იმედია, სამომავლოდ ჩამოვა კიდეც. არასდროს დამავიწყდება მისი ვიზიტი საქართველოში: ბანკეტი მოვუწყვეთ და, „ქართულმა ხმებმა“ რომ გაშალეს ხმაში სიმღერა, უნდა გენახათ, რა დღეში ჩავარდა, ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები. თქვა, ვგიჟდები თქვენს კულტურაზე და ამას გულით ვამბობო. ალას ყველა უხეშ, ფამილარულ და უკარება ქალბატონად მოიხსენიებდა. არადა, საოცრად თბილი, ყურადღებიანი და საყვარელი ადამიანია. აქედან რომ მიფრინავდა, აეროპორტში ვიყავით, ჩემთვის ვიჯექი და ტელეფონზე ვსაუბრობდი. უცებ გამოქანდა ჩემკენ, ჩამეხუტა და მითხრა: „მაია ხრუპკაია“, როგორ მშურს შენი, ასეთი გამხდარი რომ ხარო (იცინის). სანამ წავიდოდა, დილაუთენია მოითხოვა, სადმე დავსხდეთ და კარგი ღვინო დავლიოთო. არადა, გვიან მივედით წინა დღეს სახლში მე და დათო ოქიტაშვილი და იმ დილით არ გვინდოდა აზრზე მოსვლა?! თანაც, მაშინ კარგი რესტორანი სანთლით იყო საძებარი. ისე დავიბენით ამ გაუთვალისწინებელი ზარით, ვერ აგიწერთ. მოკლედ, სანაპიროზე დავინახეთ „საჭაშნიკე“ და შევედით იქ. მოითხოვა ქართული კერძები და წითელი ღვინო. ვისხედით მშვიდ გარემოში მე, ალა, მისი ტურის დირექტორი, ქალბატონი ნანი ბრეგვაძე და დათო ოქიტაშვილი. ძალიან გულთბილად ლაპარაკობდა, მოგვიყვა თავისი ცხოვრებისეული დეტალები, პრობლემები. ისე გავერთეთ, როგორ გავიდა სამი საათი, ვერ გეტყვით, არადა, აეროპორტში აგვიანდებოდა. გამოგვიტყდა, არ მინდა საქართველოდან წასვლაო. ერთ-ერთი ოქრომჭედლისგან მისთვის სპეციალურად შევიძინე ოქროს ჯვარი, თვლებით მოჭედილი. რესტორნიდან რომ გამოვედით, მაშინ მივეცი. რომ გახსნა ყუთი და დახედა, თვალზე ცრემლი მოადგა. აი, ასეთი უბრალო ადამიანია. უაღრესად კმაყოფილი დაბრუნდა თავის ქვეყანაში. ძალიან მინდა ქრისტინა ორბაკაიტეს ჩამოყვანა საქართველოში. ვნახოთ, სამომავლოდ იქნებ დავითანხმოთ.



ნონა დათეშიძე










скачать dle 11.3