კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ



კითხვა: რომელი ორგანოები ახორციელებენ შემოქმედებითი კავშირების რეგისტრაციას?

პასუხი: საჯარო სასამართლოს იურიდიული პირების – შემოქმედებითი კავშირების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. კავშირის (ასოციაციის) და ფონდის რეგისტრაციას ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანო. კავშირის (ასოციაციის) და ფონდის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციას, მისი ადგილმდებარეობის მიხედვით, ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანო.

უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

კითხვა: რა ვადაში ხორციელდება შემოქმედებითი კავშირების რეგისტრაცია?

პასუხი: შემოქმედებითი კავშირის რეგისტრაცია უნდა მოხდეს დაინტერესებულ პირთა მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში განცხადების შეტანიდან 1 თვეში.

კითხვა: საჯაროა თუ არა ინფორმაცია შემოქმედებითი კავშირების რეგისტრაციის მონაცემების შესახებ; შესაძლებელია თუ არა აღნიშნული ინფორმაციის მიღება და რა ვადაში?

პასუხი: ინფორმაცია შემოქმედებითი კავშირების რეგისტრაციის მონაცემების შესახებ საჯაროა. აღნიშნული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის განსაზღვრული წესით. ნებისმიერ პირს შეუძლია, გაეცნოს რეესტრის ჩანაწერებს და მოითხოვოს წერილობითი ამონაწერები.

კითხვა: რომელი ნორმატიული აქტები არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოქალაქეთა შემოქმედებითი კავშირების რეგისტრაციას?

პასუხი: საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოქალაქეთა შემოქმედებითი კავშირების რეგისტრაცია ხორციელდება „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

კითხვა: რა შემთხვევაში და ვისზე გასცემს ნოტარიუსი ცნობებს, ინფორმაციას სანოტარო მოქმედების შესახებ?

პასუხი: ნოტარიუსი სანოტარო მოქმედების შესახებ ცნობებს აძლევს მხოლოდ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა დავალებით ან ვის მიმართაც შესრულდა სანოტარო მოქმედება, ან მათ წარმომადგენლებს.

ნოტარიუსს შეუძლია, გაამხილოს მოანდერძის ცნობა ანდერძის არსებობის ან შინაარსის შესახებ მხოლოდ მოანდერძის გარდაცვალების შემდეგ.

კითხვა: ვინ შეიძლება მიიღოს სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილი და სამკვიდრო ქონების რა ნაწილს შეადგენს იგი?

პასუხი: მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა (სავალდებულო წილი).

კითხვა: გთხოვთ, მითხრათ, რომელ კანონში წერია, რომ ნოტარიუსს აქვს უფლება, გასცეს როგორც კონკრეტული, ისე ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობა? გთხოვთ, მიუთითოთ შესაბამისი კანონი და მუხლი. გმადლობთ.

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, პირს აქვს უფლება, მიმართოს ნოტარიუსს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლის თანახმად სამკვიდროს მისაღებად. იმ შემთხვევაში, თუ პირს არ გააჩნია კონკრეტული სამკვიდრო ქონება (უძრავ-მოძრავი ნივთები), ნოტარიუსი ვალდებულია, გასცეს ზოგადი ხასიათის სამკვიდროს მოწმობა.

კითხვა: რა სახის მონაცემები უნდა იქნას წარმოდგენილი ისეთი ქვეყნიდან დოკუმენტაციის ან ინფორმაციის გამოთხოვისთვის, რომელთანაც საქართველოს არ აქვს გაფორმებული ხელშეკრულება სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ?

პასუხი: ასეთ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის სახელზე წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე შედგენილი განცხადება, ქართულ და ინგლისურ ენაზე შედგენილი (თარგმანი – ნოტარიულად დამოწმებული) მიმართვა იმ ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს სახელზე, საიდანაც გამოითხოვება დოკუმენტი და დართული უნდა ჰქონდეს ქართულ და ინგლისურ ენებზე მოცემული სხვადასხვა მონაცემი (ინფორმაცია დაბადების, გარდაცვალების თარიღის ან საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოების შესახებ), რომელიც მიმღებ ქვეყანას გაუადვილებს განმცხადებლისთვის საინტერესო დოკუმენტაციისა თუ ინფორმაციის მოძიება-მოპოვებას. ამასთან, ასეთი სახის თხოვნის შესრულება დამოკიდებული იქნება თხოვნის მიმღები ქვეყნის კეთილ ნებაზე.

კითხვა: შემიძლია თუ არა, მივიღო ინფორმაცია ჩემი გვარის გენეალოგიის შესახებ?

პასუხი: გვარის გენეალოგიის დასადგენად, შეგიძლიათ, მიმართოთ ეროვნული არქივის ცენტრალურ საისტორიო არქივს ან ადგილობრივ არქივებს, სადაც მოიძიებთ შესაბამის ინფორმაციას.



ადვოკატი

ქეთი უტიაშვილი


скачать dle 11.3