კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრიტანეთის მთავრობა ლონდონიდან ჩინოვნიკებს ასახლებს


დიდი ბრიტანეთის მთავრობა დედაქალაქიდან პროვინციებში ათეულობით ათასი სახელმწიფო მოხელის „გადასახლებას” აპირებს. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, სახელმწიფო აპარატისთვის გათვალისწინებული ხარჯების შემცირებაა, მეორე მხრივ კი – სახელმწიფო სამსახურების ურთიერთთანამშრომლობის გაუმჯობესება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან. შესაბამისი წინადადება უკვე მომზადებულია ბრიტანეთის მთავრობის მიერ და ის უახლოეს პერიოდში გახმაურდება. როგორც ბრიტანული პრესა აღნიშნავს, ქვეყნის მთავრობა დედაქალაქიდან 132 ათასამდე სახელმწიფო მოსამსახურისა და 90 ათასამდე დამხმარე უწყების თანამშრომლის „გასახლებას” აპირებს. არსებული გეგმა მაღალჩინოსანი სამოქალაქო მოსამსახურეების შესანახად გამიზნული ხარჯების შემცირებასაც ითვალისწინებს. ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ 1990-იანი წლების შემდეგ, ასეთ მოსამსახურეთა რაოდენობა 3 100-დან 4 300-მდე გაიზარდა. მთავრობა ასევე აპირებს საკუთარი ნახევრად ავტონომიური კომიტეტების თანამშრომელთა და მრჩეველთა რაოდენობის შემცირებას. ახალი წესების თანახმად, მომავალში, ლონდონში მთავრობასთან არსებული ახალი ორგანიზაციებისა და სამსახურების განთავსება, ძალიან გართულდება. არსებული ეკონომიკური პრობლემების პირობებში, ქვეყნის მთავრობა ყველაფერს აკეთებს სახელმწიფო ხარჯების შესამცირებლად


скачать dle 11.3