კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უმაღლესი კლასის უძრავი ქონება ევროპაში ისევ ძვირდება


ინვესტორთა მხრიდან ფულის პირდაპირ ქონებაში ჩადებისადმი ინტერესის გაზრდის, იპოთეკური კრედიტების ღირებულების დაცემისა და მომგებიანი სავალუტო კურსის წყალობით, ბოლო თვეების განმავლობაში ევროპაში უმაღლესი კლასის უძრავი ქონება გაძვირდა. ყველაზე დიდი მოთხოვნილება ლონდონის ფეშენებელურ რაიონებში არსებულ უძრავ ქონებაზეა. მაგრამ, ასევე გაზრდილია ინტერესი მონაკოსა და საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში არსებულ საცხოვრებელ სახლებზე, რომელთა ფასიც 2 მილიონ ევროს აღემატება. რიელტორთა მონაცემებით, ლონდონის ცენტრში უმაღლესი კლასის უძრავი ქონება შარშანდელთან შედარებით 2009 წლის დასაწყისში 20-30 პროცენტით გაიაფდა, მონაკოსა და საფრანგეთში ძვირფასი სახლების ფასმა კი, 20 პროცენტით დაიკლო. ერთადერთი გამონაკლისი ამ მხრივ შვეიცარიაა, სადაც ლუქს კლასის უძრავი ქონება 2009 წლის დასაწყისიდან 5 პროცენტით გაძვირდა. ამ სფეროში დასაქმებული სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ უკანასკნელი 2-3 თვის განმავლობაში სიტუაცია უკეთესობისკენ იცვლება. იმავე ლონდონში, სექტემბერსა და ოქტომბერში ხელმოწერილი გარიგებები, წლის განმავლობაში გაფორმებული კონტრაქტების 30-40 პროცენტს შეადგენს. როგორც რიელტორები აცხადებენ, შემსყიდველთა უმეტესი ნაწილი უძრავ ქონებას ინვესტირებისათვის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევს და ამიტომაც აბანდებს ფულს მასში. ამასთან, მყიდველთა ნახევარზე მეტი უცხოელია, მათი უმეტესობა ახლო აღმოსავლეთისა და აზიის სახელმწიფოების მოქალაქეა. საინტერესოა, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ გაიზარდა იტალიელთა დაინტერესება ლონდონის უძრავი ქონების ბაზრით – ევროპელთა 40 პროცენტამდე, რომლებიც ბრიტანეთის დედაქალაქში სახლებს ყიდულობენ, აპენინელია. ამის უმთავრესი მიზეზი 2009 წლის ოქტომბერში იტალიაში გამოცხადებული საგადასახადო ამნისტიაა.


скачать dle 11.3