კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ართმევს სოფო ბედიას ყველაზე დიდ ენერგიას და რაზე ნერვიულობს დათუნა მგელაძე


სოფო ბედია და დათუნა მგელაძე, „ჯეოსტარის“ ფინალის მოახლოებასთან ერთად, უფრო და უფრო მეტს ნერვიულობენ, თუმცა სანერვიულო ნამდვილად არ აკლიათ, ჯეკსონის ტურის დროს ორივე საშინლად გაცივდა და ახლა ძალების აღდგენის პროცესში არიან. როგორ ხედავენ ისინი საკუთარ მომავალს და რას აპირებენ კონკურსის დასრულების შემდეგ, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.



ინტერვიუ 1. ჟურნალისტია სოფო ბედია

– რატომ მოხვედი „ჯეოსტარში“?

– აბა, რა მეკეთებინა? ჯგუფი გვქონდა, რომლის წევრებმაც ყველამ თავისი გზა იპოვა. ვმღეროდი ანსამბლ „ვივოში“, მერე მოხდა ცუდი ინციდენტი: მოვყევი ავარიაში და ორი წელიწადი ყველაფერს მოვწყდი. მანამდე ძალიან ბევრ დროს ვატარებდი უაზროდ, ცუდად და ამის გახსენებაზე ახლა ნერვები მეშლება.

– სვამდი კიდეც?

– ჰო, სულ გართობასა და დროსტარებაზე ვფიქრობდი. ავარიის შემდეგ ეს სიტუაცია შეიცვალა და უფრო მეტად გავაანალიზე, რას ნიშნავს ცხოვრება, რა ჯობია, აკეთო; მივხვდი, კლუბებში სიარულს საქმის კეთება სჯობდა.

– ვიცი, რომ ბავშვობიდან მღერი და შენი კუმირი სტივ უანდერია.

– ასეა, გენაცვალე. თუმცა, ბავშვობიდან სტივ უანდერზე გავიზარდე-მეთქი, მოგატყუებ. თავიდან ხალხურ სიმღერებს ვმღეროდი, სკოლაში ვაქტიურობდი ამ მხრივ. მერე ზაზა წურწუმიამ, ასე ვთქვათ, აღმომაჩინა, თავისთან წამიყვანა და, ალბათ, აქედან დაიწყო ჩემი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბება. პირველი კასეტა, რომელი ზაზამ მომცა, იყო პიტერ გებრიელის კრებული. სერიოზულად „ვიჯექი“ პიტერ გებრიელზე. ჩემი და უანდერსა და ჯეკსონზე ვგიჟდებოდი. მისი დამოკიდებულება მეც გადმომედო და მერე უკვე გებრიელზე და უანდერზე „დავჯექი“ (იცინის).

– მითხარი, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

– არაფერი, ჩემო სოფო, დავდივარ ასე ეულად და, ისიც კი გეზარება, რომ ვინმე შენი დაქალი გამირიგო.

– ასეთ სიმპათიურ და ნიჭიერ ბიჭს ეგ გაგიჭირდა?

– აბა, ოცდასამი წლის განმავლობაში არავინ გამოჩნდა და უკვე იმ მდგომარეობამდე მივედი, რომ გარიგებით დავიწყო ურთიერთობა. (იცინიან). ლამაზებო, კარგებო, ჭკვიანებო, ნიჭიერებო, უკომპლექსოებო! დათუნა მგელაძე თავისუფალია!

– ო.შ.მ-ის მიზნით დაეკონტაქტეთ უნიჭიერეს დათუნას, ნომერზე 3008 და იქვე ხუთიანიც მოაყოლეთ.

– მაჭანკლობისთვის „ბეს“ დატოვების მიზნით დარეკეთ ოცდაათი ათზე, იქვე ხუთიანი (იცინიან).

– რას ფიქრობ, როგორია შენი შანსები „ჯეოსტარში“?

– რა გითხრა, აბა?! წინა ორშაბათმა ცოტა დამაბნია, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: მაქსიმუმს ვაკეთებ, ყველაფერს ვაჩვენებ იმისთვის, რომ კარგად ვიმღერო და რა იქნება ეს, ალბათ არავინ იცის. ყველაფერი მაყურებელზე და ჩემს მსმენელზეა დამოკიდებული.

– რა სჭირდება მაყურებელს იმისთვის, რომ პირველი იყო? არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც კონკურსანტი საუკეთესო მომღერალი არ არის და მაინც პირველია, გულახდილად ვამბობ, არ ვგულისხმობ „ჯეოსტარს“.

– ალბათ, მაინც კარგი სიმღერაა მთავარი. არ ვიცი, რას აკეთებენ ადამიანები, რომლებიც კარგად ვერ მღერიან და მსმენელს მაინც ძალიან მოსწონთ. თუ ჩვენც გვასწავლიან, მაშინ კარგ სიმღერასთან ერთად ამასაც დავამატებთ.

– ისეთი მზერები გაქვს სცენიდან, რომელი გოგო გაუძლებს ამას?

– მზერების, არტისტიზმის და კარგი სიმღერის გარდა, ალბათ, რაღაც ჰიპნოზიც კეთდება (იცინიან).

– ზუსტად ვიცი, თაყვანისმცემელი გოგოების ჯარი გყავს, უკლებლივ ყველა ჩემი დაქალი, გიჟდება შენზე, მოსასულიერებლები ხდებიან. ოღონდ, ახლა თავში არ აგივარდეს (იცინიან). მთელი საქართველო შენზე გიჟდება. შენ თუ გრძნობ ამ დამოკიდებულებას?

– ვგრძნობ, რა თქმა უნდა, ვენაცვალე ყველას. სულ მომდის ესემესები, სადაც ადამიანები ჩემს მიმართ სითბოს გამოხატავენ. უნდა ვაღიარო, რომ ყოველთვის ყველასთვის პასუხის გაცემას ვერ ვახერხებ, მაგრამ ახლა მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მადლობელი ვარ მათი. ისე, არის შემთხვევები, როდესაც მადლობის მიწერის შემდეგ სხვა შინაარსის ტექსტები მოდის და, თუ მათაც არ ვუპასუხე, უკვე ისტერიკა იწყება (იცინიან).

– აი, ვთქვათ დამთავრდა „ჯეოსტარი“, გახდი ან ვერ გახდი გამარჯვებული. როგორ გაგრძელდება შენი ცხოვრება?

– იცი, ამაზე სულ ვფიქრობ და, არ მინდა, მთელი ეს პერიოდი, ეს შრომა წყალში ჩაიყაროს. სიმღერას რომ გავაგრძელებ და არ გავჩერდები, ეს ფაქტია, მაგრამ კონკრეტულად რა იქნება, არ ვიცი. იმედი მაქვს, მეგობრებიც და ახლობლებიც გვერდში დამიდგებიან. ამ კონკურსს შედეგი მოაქვს და ეს ბევრ მაგალითზე მინახავს. ჩემი მეგობარი, ძმაკაცი, ჩემი გიორგი გახდა „ჯეოსტარი“ და ამან მართლა დიდი წარმატება მოუტანა, თავის საყვარელ საქმეს აკეთებს...

– და აქედან გარკვეული შემოსავალიც აქვს ისე, როგორც უნდა იყოს.

– დიახ, და თავის ახლად შექმნილ პატარა ოჯახსაც არჩენს. ასე რომ, რას გავაკეთებ, ნამდვილად არ ვიცი.

– როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დღე, მას შემდეგ, რაც „ჯეოსტარში“ ხარ?

– ეს უკვე არაჩვეულებრივი დღეებია. დილით გამოვდივარ და, რაც უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო, არ არსებობს კარგ ხასიათზე არ დავდგე, რადგან, მეზობლებიდან დაწყებული, უბრალო გამვლელით დამთავრებული, ყველა სითბოს გამოხატავს, მეუბნებიან, რომ მგულშემატკივრობენ და ეს ძალიან მაგარია. მერე არის რეპეტიციები, ინტერვიუები, გადაღებები – ისეთი დღეები, როგორიც მომღერალს უნდა მქონდეს. მომწონს გადატვირთული გრაფიკი, კონცერტის წინ ნერვიულობა. ყველანაირად ვეცდები, რომ ეს სიყვარული და ცხოვრების ტემპი შევინარჩუნო. შრომაში ყოფნა მომწონს. ამ რიტმიდან ამოვარდნა ვერ წარმომიდგენია, ეს მაწუხებს ყველაზე მეტად.

– როგორია შენი ჩაცმის სტილი, რატომ დადიხარ სულ ქუდებით?

– ჩაცმის სტილი, ალბათ, თავისუფალია – არც მთლად სპორტული და არც კლასიკური. რაც შეეხება ქუდებს, ამას თავისი ახსნა აქვს. კონკურსისთვის საჭიროა გრძელი თმა, რომ სხვადასხვა კონცერტზე სხვადასხვა სტილი მოარგონ, ამიტომ, ახალ-ახალ ვარცხნილობებს მიკეთებენ. ყოველდღე ამას, რა თქმა უნდა ვერ გავაკეთებ, საკუთარ თმას ვერ ვიმორჩილებ და ამიტომ მიწევს ქუდით სიარული.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია დათუნა მგელაძე

– სოფო, როგორი იყავი ბავშვობაში?

– ძალიან ანცი და გიჟი. ყველა საქმეში „ბუნტისთავი“ ვიყავი, სულ, ბიჭებზე საჩხუბრად ვიწევდი, ბიჭურ თამაშებს ვთამაშობდი, დალურჯებული მქონდა ფეხები და ხელები. მე და ბორია საშინლად ვჩხუბობდით, ერთმანეთს წიგნებს ვურტყამდით თავში, კარადებზე ვძვრებოდით. რაც მთავარია, ყოველთვის მე მამართლებდნენ.

– სხვათა შორის, გავრცელდა ჭორი, რომ შარშან „ჯეოსტარში“ ბორიას ნაცვლად შენ უნდა ყოფილიყავი. მართალია ეს?

– არა. მართალია, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ჯერ მე გავიდოდი და მერე ბორია, მაგრამ, მოხდა ისე, რომ იმ პერიოდში გავთხოვდი, დავფეხმძიმდი და კონკურსში მონაწილეობას ვეღარ მივიღებდი. ასე გადანაწილდა ჩვენი რიგითობა. (იცინიან).

– ვინ იყო შენი პირველი პედაგოგი ვოკალში, ვინც სწორ გზაზე დაგაყენა?

– მამაჩემი. ის იყო ჩემი პირველი და ყველაზე მთავარი პედაგოგი. მინდა გითხრათ, რომ მამა ძალიან კარგად მღეროდა და გადასარევად ცეკვავდა, სუხიშვილების მოცეკვავე იყო. გადასარევად უკრავდა პიანინოზე და ქალაქის კოლორიტი იყო. 3-4 წლის რომ ვიყავი, პიანინოსთან დამაყენებდა და მეუბნებოდა, რა მემღერა და რა – არა. მერე, ალბათ, ბუნებამაც იმუშავა ბუნებრივმა ნიჭმა და, საბოლოოდ მივიღეთ ის, რაც ვარ (იცინიან). საკუთარ თავზეც ბევრს ვმუშაობ, ვუსმენ გემოვნებიან მუსიკას.

– ვინ მოახდინა შენზე ყველაზე დიდი გავლენა?

– ბარბარა სტრეიზანდმა, რომელიც იყო გენიალური მომღერალი, მსახიობი და, უბრალოდ, ქალი. ძალიან მაგარი იყო. სიგიჟემდე მომწონდა უიტნი ჰიუსტონი, ვაბოდებდი მასზე. რა თქმა უნდა, მისნაირად ვერც ვიმღერებ და ამის ამბიცია არც მაქვს, მაგრამ მათ გავლენას ვგრძნობ.

– სოფო, მომიყევი, როგორ გაიცანით შენ და შენმა მეუღლემ ერთმანეთი?

– ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი ბატონ ჯემალ სეფიაშვილთან, რომელიც მუშაობდა პროექტზე, სადაც მონაწილეობას ჯეოსტარელები და ნუცასსკოლელები იღებდნენ. მიშიკო, რომელიც წლების განმავლობაში „ივერიაში“ მღეროდა, მოწვეული იყო იქ, როგორც გამოცდილი მუსიკოსი და ასე შევხვდით ერთმანეთს. პატარა გადახვევასავით გამომდის, მაგრამ, მინდა გითხრა, რომ „ივერიაში“ გატარებული ოთხი წლის შემდეგ, მიშიკო მოსკოვში ცხოვრობდა და ამის ბრალია, რომ აქ შესაბამის პოპულარობას ვერ მიაღწია. ასეთი ტალანტი ნამდვილად არ უნდა იყოს ჩამქრალი, დარწმუნებული ვარ, მალე ამოკაშკაშდება. კარგი, დავუბრუნდეთ თემას: გავიცანით ერთმანეთი. ხმა რომ ამოიღო, ცუდად გავხდი, საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ამის შემდეგ დაიწყო ფლირტი, ზარები, მესიჯები, ანუ ყველაფერი ჩვეულებრივად წარიმართა.

– დიდი სიამოვნებით მოვისმენდი შენი და მიშას დუეტს. ამაზე არ ფიქრობთ?

– რა თქმა უნდა, ვფიქრობთ. მიშიკო სიმღერებსაც წერს, კომპოზიტორია და რამდენიმე სიმღერა გვაქვს, რომლებიც დასასრულებელი და გასაკეთებელია. ეს არის სამომავლო გეგმები, რომლებიც აუცილებლად განხორციელდება.

– კონკურსის ციებ-ცხელებასთან ერთად გაქვს ყველაზე დიდი საქმე ბავშვი, რომელიც ასევე ძალიან დიდ დროს და ენერგიას ითხოვს. როგორ არ იწვები?

– (იცინიან) მე ვარ დედა ქართლისა – ყველაფერს ვასწრებ, ყველაფერს ვახერხებ. ღმერთმა კარგად მიმყოფოს ჩემი შვილი, მისთვის ვცხოვრობ, არ მინდა ბევრი წუწუნი, მაგრამ მართლა ძალიან მძიმე პირობებში ვარ (იცინის). ნიკოლოზი ბუნებრივ კვებაზეა, მთელი ღამე ჭამს და, შესაბამისად, არც ერთი ღამე არ მძინავს. დილით რეპეტიციაზე მივდივარ, მერე ინტერვიუები, წინასაკონცერტო ციებ-ცხელება და, ამას დაემატა გაციება. ჯეკსონის ტურზე 38 გრადუსი სიცხით ვიდექი სცენაზე და იმის მეათასედი ვერ ვაჩვენე, რაც შემეძლო. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მთელი ეს ამბავი ერთმანეთს უხდება. როდესაც ბევრი საქმე მაქვს, გადარბენები და საგიჟეთია, უფრო მეტი ენერგია მაქვს, უფრო მეტს ვასწრებ.

– მიშა გვერდში გიდგას?

– რა თქმა უნდა. მის გვერდით აბსოლუტურად თავისუფალი ვარ, არანაირი შეზღუდვა. ის თვითონაც მღერის და ყველაზე კარგად იცის, რომ ნიჭის სახლის კედლებში გამოკეტვა დანაშაულია.

– მხოლოდ ქეიფებზე და ოჯახში რომ ამღერებენ ხოლმე... თუმცა, ალბათ, თქვენს ოჯახში სუფრები ხშირად იშლება.

– დიახ, ძალიან ხშირად. საოცარი შეკრებები გვაქვს ხოლმე, ნამდვილი კონცერტია. ყველა მღერის, ხუმრობს, ძალიან მაგარი სიტუაციაა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ სახლში ვიკრიბებით. სადაც არ უნდა ვიყოთ – სტუმრად თუ რესტორანში, ყველგან ასეთი ამბავი გვაქვს. ახლა, სამწუხაროდ, ამ ყველაფრისთვის ნაკლებად ვიცლი, სტუმრიანობა შეწყვეტილია, მაგრამ დროებით.

– როგორი დიასახლისი ხარ?

– გადასარევი (იცინიან). თავს არ ვიქებ, მაგრამ მართლა ძალიან გემრიელი საჭმელები გამომდის. უგემრიელეს ჩახოხბილს, ლობიოს ვამზადებ. რომ გითხრა, დიდი იმპროვიზაციის ნიჭი მაქვს-მეთქი, ტყუილი იქნება, მაგრამ ტრადიციულ კერძებში მშვენივრად ვგრძნობ თავს.

– როგორი წარმოგედგინა შენი ცხოვრება? შედგა სოფო ბედია?

– ჩემი ცხოვრების არც ერთს წუთს არ ვნანობ. ყველა წუთი ისე გავატარე, როგორც უნდა გამეტარებინა. ბედნიერი ვარ, რომ მაქვს ასეთი ლამაზი ოჯახი და მოვედი „ჯეოსტარში“, საოცრად თბილ გარემოში, სადაც ბევრ რამეს ვსწავლობ. ხშირად მესმის, რა უნდოდა სოფოს „ჯეოსტარშიო“. მართლა არ მიმაჩნია, ისეთი მომღერალი ვარ, რომ „ჯეოსტარში“ ყოფნა არ მეკადრებოდა. პირიქით, ეს უდიდესი პრაქტიკაა და ძალიან ვიზრდები.

– თავად როგორ ხედავ შენს მომავალს?

– ჩემი პირადი კარიერა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ისეთი არაფერი ხდება, მაინც იმედი მაქვს, ყველაფერი გამოკეთდება და ამის მონაწილე მეც ვიქნები. მუსიკალურ ცხოვრებას რომ გავაგრძელებ, ამას გპირდებით.

– ძალიან შეეჩვიე, ხომ, აქაურობას?

– საშინლად. უმაგრეს ადამიანებში ვარ...

– ზუსტად ამის თქმა მინდოდა მეც. გარდა იმისა, რომ კონკურსში ვარ, რომელიც სერიოზულად მზრდის, გავიცანი ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება ჩემს უახლოეს ადამიანებად დარჩებიან. გარდა კონკურსანტებისა, ვმეგობრობთ ჩვენს პედაგოგებთანაც. უკარგესები არიან.

– რატომ დამასწარი ამის თქმა?! ზუსტად ასევე ვფიქრობ.

– და კიდევ, რაღაც მინდა, ვთქვა: ჯერ ერთი, დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ერთ მესიჯს მაინც გვიგზავნის და, თან, ძალიან მინდა ვთხოვო: კარგად მოუსმინონ ყველას ნამღერს და გადაწყვეტილება ისე მიიღონ.


скачать dle 11.3