კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტრანსფერს შეწირული ბედნიერება


არგენტინელი ფორვარდი გასტონ ფაბიანი „რივერ პლეიტის“ ღირსებას იცავს, მაგრამ რაღა იცავს, ზამთრის სატრანსფერო სეზონის გახსნისთანავე, იგი კარიერას რუმინულ „კლუჟში“ გააგრძელებს. გასტონმა ახალ კლუბთან კონტრაქტი ისე გააფორმა, ცოლს, მშვენიერ ვიქტორია ვენუჩის, არაფერი უთხრა და თავისი ჭკუით სიურპრიზი გაუკეთა. მოკლედ, როცა ყველაფერი დასრულდა, გასტონი შინ დიდი თაიგულით მივიდა და ცოლს გამოუცხადა – მორჩა, ევროპაში გადავდივართო, მაგრამ...

„გლობუსი დავატრიალე და ვნახე, რომ რუმინეთი ევროპა არის, მაგრამ არც არის. მე მოდელი ვარ და კარიერას ევროპაში სიამოვნებით გავაგრძელებ, მაგრამ ახლა რომ რუმინეთში წავიდე მომავლის იმედად, გიჟი უნდა ვიყო. გასტონი პარიზულ, მილანურ ან მადრიდულ კლუბში რომ გადასულიყო, დავთანხმდებოდი, მაგრამ რუმინეთში ცოცხალი თავით არ წავალ“, – განაცხადა ვიკამ.

კონტრაქტი უკვე გაფორმებულია და მხარეებმა იგი რომ გაწყვიტონ, ფაბიანის ჯარიმის სახით სამი მილიონის გადახდა მოუწევს. ეს ფული კი მას არ აქვს და წყვილმა უკვე განაცხადა, რომ დაშორება მოუწევთ.


скачать dle 11.3