კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველაზე სასურველ შოტლანდიელ სასიძოს ქალი გაექცა


ყველაზე სასურველ შოტლანდიელ სასიძოდ ენდი მიურეი ითვლება. მსოფლიოს ნომერ მესამე ჩოგბურთელი 22 წლისაა, მაგრამ სამშობლოში ერთ-ერთ უმდიდრესი ადამიანია. ჰოდა, იმის მიუხედავად, რომ ენდის შოტლანდიის ცნობილი ქალები „ეძლეოდნენ“, მან რომანი ქვეყნის საჩოგბურთო ნაკრების მწვრთნელის, ნაიჯელ სირზის ქალიშვილთან, კიმ სირზთან გააბა. რომ გითხრათ, კიმი „დედა, ეს რა ვნახე“ ქალია-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ მიურეის მოსწონდა და მე რა?

გასულ ზაფხულს, ფინანსური კრიზისის მიუხედავად, მიურეიმ, კიმის თხოვნით, სიურეის საგრაფოში სახლი იყიდა, რომელშიც ხუთი მილიონი ფუნტი გადაიხადა და წყვილი იქ გადავიდა. თუმცა, ახალ ბუდეში ერთი წელიც ვერ გაატარეს.

„აღარ შემიძლია, ენდის ყოველ კვირაში თამაშები აქვს და ქვეყნიდან ქვეყანაში მოგზაურობს. თავიდან მეც დავყვებოდი, მაგრამ ახლა მომწყინდა, რადგან სხვას ვერაფერს ვაკეთებ, ტრიბუნებზე უნდა ვიჯდე და მიურეის ვუქომაგო. ასე გაძლება აღარ შემიძლია“, – განაცხადა კიმმა და მიურეის დაშორდა.

ახლა ენდიზე ნამდვილი ნადირობაა გამოცხადებული და ხუთმილიონიანი სახლიც ახალი დიასახლისის მოლოდინშია.


скачать dle 11.3