კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიცივე ჰაიმორიტის მწვავე გართულებებს იწვევს


სინუსიტების განვითარების მთავარი მიზეზი ცხვირით სუნთქვის გაძნელებაა. ცხვირის დანამატი ღრუები ლორწოვანი გარსით ამოფენილი ჰაერის შემცველი წიაღებია.

ლორწოვანა ლორწოს გამოიმუშავებს, რომელიც ცხვირის საშუალებით ხახაში გადადის. ამ პროცესში ცხვირიდან შესული ჰაერი ეხმარება. თუ რამე მიზეზით ჰაერის შესვლა შეფერხებულია, ლორწო გუბდება. ამას ერთვის ინფექციაც, რაც საბოლოო ჯამში, მწვავე სინუსიტის ჩამოყალიბებას განაპირობებს. სუნთქვის გაძნელებას იწვევს ცხვირ-ხახის ადენოიდების ზრდა. ხშირად სინუსიტი სურდოშიც კი ეშლებათ და მას ყურადღებას არ აქცევენ. ამის გამო, ანთებითი პროცესი მოგვიანებით სხვა წიაღებზეც გადადის და ვითარდება ფრონტიტი ან ჰაიმორიტი. გარდა იმისა, რომ ცხვირით სუნთქვის გაძნელება სინუსიტებს იწვევს, ის ხშირად შუა ყურის ანთებით მთავრდება.

მწვავე სინუსიტების დროს, ადამიანს თავის ტკივილი სტანჯავს. ფრონტიტის დროს კი ტკივილი შუბლის არეში შეინიშნება. ჰაიმორიტის დროს ტკივილი გადაეცემა, ასევე, შუბლის, ყვრიმალის, საფეთქლის არეს და კბილების ტკივილიც კი აღინიშნება. სხვა სიმპტომებიდან აღსანიშნავია ცხვირიდან ჩირქოვანი გამონადენი, ტემპერატურის მატება, სისუსტე.

ქრონიკული ანთების დროს ტკივილი ყრუდ მიმდინარეობს, ჩირქოვანი გამონადენი კი დიდხანს გრძელდება. მკურნალობის დროს აუცილებელია ცხვირით სუნთქვის აღდგენა, დაგროვილი ლორწოს გამოდევნა. ცხვირში უნდა ჩაიწვეთოთ სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალებები, დაახლოებით, ათი დღის განმავლობაში. შეგიძლიათ, მარილიანი ხსნარიც გამოიყენოთ. კერძოდ, ერთ ჩაის ჭიქა გადადუღებულ თბილ წყალში გახსენით ერთი ჩაის კოვზი მარილი, გაწურეთ და ორ-ორი წვეთი ჩაიწვეთეთ თითო ნესტოში.

მწვავე ჰაიმორიტის დროს, გარდა ცხვირის წვეთებისა, შესაძლოა, საჭირო გახდეს ანტიბიოტიკებისა და ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება.

ქრონიკული სინუსიტის დროს ადამიანს ხშირად აწუხებს ტკივილი და ცხვირიდან გამონადენი. დანამატი ღრუების ანთებას შესაძლოა, სერიოზული გართულებაც მოჰყვეს. ცხვირის დანამატი ღრუები მჭიდრო კავშირშია თვალთან. ამიტომ, ჩირქოვანი პროცესი ადვილად აღწევს თვალის ბუდეში და იწვევს აბსცესს. ამას თან ხშირად ქალასშიდა გართულებებიც მოჰყვება ხოლმე. ეს კი ადამიანის სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

სინუსიტების გამწვავება ძირითადად სიცივეში ხდება. ახლა სწორედ ის დროა, როცა მეტი სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ ამ მხრივ.


скачать dle 11.3