კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები


კითხვა: ვარ 20 წლის. ხშირად მაწუხებს თავის ტკივილი. უმეტესად, გაბრუებული ვარ. მეხსიერებაც მღალატობს. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? როგორ ვიმკურნალო?

პასუხი: თქვენ მიერ ჩამოთვლილი სიმპტომები ნერვული სისტემის ფუნქციური პათოლოგიითაც შეიძლება იყოს გამოწვეული და ორგანული ცვლილებებითაც. ნებისმიერ შემთხვევაში, უთუოდ უნდა მიმართოთ ნევროლოგს, რომელიც საჭირო გამოკვლევებს ჩაგიტარებთ.

კითხვა: ჩემს შვილიშვილს კურდღელმა უკბინა. ძალიან გთხოვთ, გვიპასუხეთ, შეიძლებოდა თუ არა კურდღელი ცოფიანი ყოფილიყო და რა უნდა გავაკეთოთ?

პასუხი: დაავადებულია თუ არა ცხოველი ცოფით, ამის დადგენა მასზე 10 დღის განმავლობაში დაკვირვებით შეიძლება – ცოფით დაავადებული ყველა ცხოველი 10 დღეში იღუპება. აუცილებელია, პროფილაქტიკის მიზნით, მიმართოთ ანტირაბიულ კაბინეტს ვაქცინაციისთვის.

კითხვა: ოთხი თვის წინ ჩამიტარეს საკეისრო კვეთა. დღემდე მაწუხებს მეტეორიზმი. რას შეიძლება გამოეწვია ეს?

პასუხი: ორსულობა ქალის ორგანიზმისთვის რთული პერიოდია და მშობიარობის შემდეგ ხშირად აღინიშნება მონელების ფუნქციური დარღვევები: ყაბზობა, მეტეორიზმი. მით უმეტეს, თუ მშობიარობა საკეისრო კვეთით მოხდა. ზოგჯერ მდგომარეობას ართულებს ოპერაციის შემდგომ განვითარებული შეხორცებები. ორგანიზმს რამდენიმე თვე სჭირდება, რათა ახალ, მშობიარობის შემდგომ, მდგომარეობას შეეგუოს. ამ პერიოდში კუჭ-ნაწლავის ფუნქციის მოსაწესრიგებლად შეგიძლიათ, გამოიყენოთ ფერმენტული პრეპარატები. ნახშირი, „მეზიმფორტე“. კვების რაციონში კი, უნდა შეზღუდოთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც გაზების ჭარბად წარმოქმნას იწვევს.

კითხვა: ბავშვს მხოლოდ ერთი სათესლე ჯირკვალი აქვს. როცა გაიზრდება, ეყოლება თუ არა შვილი? რა გართულებაა მოსალოდნელი და რა ვიღონო?

პასუხი: თუ მეორე სათესლე ჯირკვალი ჯანმრთელია, შვილოსნობის უნარს საფრთხე არ ემუქრება, რადგან წყვილ ორგანოებს აქვთ ასეთი თვისება: ერთის დაზიანების შემთხვევაში. მეორე თავის თავზე იღებს ორივეს ფუნქციას. ცუდია, რომ არ აზუსტებთ, რატომ არ აქვს თქვენს შვილს ცალი სათესლე ჯირკვალი. თუ ის დაბადებიდანვე არ ჩამოსულა სათესლე პარკში და მუცლის ღრუშია ჩარჩენილი, მაშინ მოსალოდნელი გართულებიდან ყველაზე საშიშია, ამ ჯირკვლის ქსოვილების არასასურველი გადაგვარება. ამიტომ, ასეთ დროს ჩამოუსვლელი ჯირკვლის ამოკვეთას ურჩევენ ხოლმე: ბავშვი აუცილებლად გაასინჯეთ უროლოგს.

კითხვა: ვარ 48 წლის ქალი. უკვე რამდენიმე თვეა, მტკივა ზედა კიდურები – ბეჭიდან დაწყებული ხელის მტევნის ჩათვლით. ტკივილი ძირითადად მოძრაობისას აღმოცენდება და უფრო კუნთოვანია. ღამით არ მტკივა. სისხლის ყველა მაჩვენებელი წესრიგშია. ვმკურნალობ ნევროლოგთან. თერაპია ჩავიტარე ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით, მივიღე დამამშვიდებელი წამლები, ჯგუფის ვიტამინები, მაგრამ შედეგი უმნიშვნელოა. რისი ბრალი შეიძლება იყოს ტკივილები?

პასუხი: შესაძლოა, ტკივილის მიზეზი ხერხემლის, გულმკერდის მალების ოსტეოქონდროზი იყოს. ასეთ შემთხვევაში, იმ მკურნალობასთან ერთად, რომელსაც იტარებთ, კარგ შედეგს მოგცემთ მანუალური თერაპია.

კითხვა: ვარ 40 წლის. მაქვს ქრონიკული კოლიტი, დისბაქტერიოზი, ქრონიკული გასტრიტი, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, მაინტერესებს, რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ამ სნეულებებმა. როგორ ვიმკურნალო შინ? ბავშვობაში დიდი რაოდენობით ვიღებდი ანტიბიოტიკებს.

პასუხი: თქვენ მიერ ჩამოთვლილი პათოლოგიები გარკვეულწილად ურთიერთკავშირშია და ერთმანეთის გართულებითაა გამოწვეული. მაგალითად, ნაწლავთა ქრონიკულ ანთებას, კოლიტს თითქმის ყოველთვის თან ახლავს დისბაქტერიოზი, კუჭისა და თორმეტგოჯას ანთებითი პათოლოგია კი შეიძლება, ლორწოვანის მთლიანობის დარღვევის წინაპირობა იყოს. ასეთი პათოლოგიების სახლის პირობებში მკურნალობა დაუშვებელია. თქვენ გჭირდებათ გასტროენტეროლოგის მეთვალყურეობა და მის მიერ დანიშნული მკურნალობის კურსი.

კითხვა: ბოლო დროს ვგრძნობ დაღლილობას და სულ მეძინება. არის თუ არა ეს იმუნიტეტის დაქვეითების ნიშანი?

პასუხი: დაღლილობის, სისუსტისა და უგუნებობის მიზეზი ყოველთვის ორგანიზმის დამცავი მექანიზმების დაქვეითება როდია. აღნიშნული სიმპტომები ახასიათებს დეპრესიასაც. იმუნიტეტის დასუსტების ნიშნები კი სხვაგვარია: ხშირი გაციება, ბრონქიტები, პირის ღრუსა და ცხვირ-ხახის ჩირქოვანი პათოლოგიები ხშირი გამწვავებით, ხანგრძლივად მომატებული ტემპერატურა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევა, ჰერპესის ხშირი გამწვავება. თუ ეჭვობთ, რომ იმუნიტეტი გაქვთ დაქვეითებული, იმუნოლოგის კონსულტაცია დაგჭირდებათ. ექიმთან მისვლამდე გირჩევთ, უარი თქვათ ალკოჰოლსა და სიგარეტზე, ერიდოთ სტრესულ სიტუაციებს, მოიწესრიგოთ კვების რეჟიმი, იძინოთ საკმარისად და იმოძრაოთ.



რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

კახა ჯანაშია


скачать dle 11.3