კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისკენ უბიძგებს ქალს მამაკაცის ტყუილი და სჭირდება თუ არა მას ღალატის დასავიწყებლად ისევ კაცი


არ უნდა გაიტეხო გული იმიტომ, რომ ცხოვრებაში ერთხელ არ გაგიმართლა. გიღალატეს? – ეს კიდევ არ არის ქვეყნის აღსასრული. ღალატი აბსოლუტურად ადამიანური, ყოფითი მოვლენაა, რომლისგანაც არავინაა დაზღვეული. მთავარია, თავიდანვე სწორი პოზიცია დაიკავო მის მიმართ და თუ ერთი კაცი არ აღმოჩნდა ღირსეული, ყველა მამაკაცზე არ გაბოროტდე. ჭკვიანმა ქალმა იცის, როგორ გაუმკლავდეს იმ ტკივილს, რომელსაც საყვარელი ადამიანის ტყუილი გვაყენებს. დანარჩენებს კი თავად ცხოვრება კარნახობს თამაშის წესებს.

სჭირდება თუ არა ქალს ქმარი?! – ერთი შეხედვით, აბსურდული შეკითხვაა, მაგრამ არსებობენ ქალბატონები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ოფიციალურ ურთიერთობაზე უარს იტყვიან, მაშინ არც ღალატის საშიშროება ემუქრებათ. მაგრამ არიან კი მზად ქალები თავისუფალი ურთიერთობებისთვის?!



მარინა (41 წლის): არც კი ვიცი, ღირს თუ არა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ რატომღაც ვფიქრობ, მარტო მე არ მაქვს ასეთი პრობლემა. ბევრი ქალია ჩემს დღეში, მაგრამ დუმილს ამჯობინებს. შეიძლება, ეს სერიოზული კომპლექსია, რომელიც აღზრდამ ჩამოგვიყალიბა. ჯერ კიდევ ვართ სტერეოტიპების გავლენის ქვეშ. რაც მთელ მსოფლიოში მიღებულია, ჩვენთან სირცხვილია.

– რა არის მთელ მსოფლიოში მიღებული და ჩვენთან კი სირცხვილი?

– მეგობარი მამაკაცის ყოლა, ვითომ რაღაც პროგრესი გვაქვს ამ მხრივ, მაგრამ მხოლოდ თავს ვიტყუებთ. თუ ვინმე ბედავს და აკეთებს ამას, ისიც ცდილობს, ყველა საშუალებით დამალოს. ნაკლებად გაახმაუროს და ბოლოს მაინც ხდება ისე, რომ ის მეგობარი, შენი ქმარი ხდება.

– ალბათ, ეს ბუნებრივია. რამდენიმე წელი რომ ცხოვრობ ადამიანთან, ეჩვევი მას და იქმნება ოჯახი.

– რა არის ბუნებრივი, კაცი, რომელიც თავიდან მხოლოდ სექსუალურ პარტნიორად გინდოდა, საბოლოოდ შენი ქმარი რომ გახდება, ეს კარგი გგონიათ?! ეს იძულების ეფექტია. იმ კაცს იძულებულს ხდი, ცოლად შეგირთოს. აქ ნათესავი დაგინახავს, იქ – მეგობარი... მეზობელი, თანამშრომელი, ახლობელი, დაქალის ბიძაშვილი და მეტი ხომ არ უნდა ამ ხალხს. არც საქმე აქვთ და არც შეგნება. ყველა ცდილობს, შენი ცხოვრებით იცხოვროს. მერე უკვე გრცხვენია და ამბობ, „ისე კი არ არის საქმე“, მალე დავოჯახდებით. ეს თავის მართლებას არ ჰგავს?

– თქვენ მიგაჩნიათ, რომ არსებობს ქალების კატეგორია, რომლებსაც გათხოვება არ უნდათ?

– თქვენ ფიქრობთ, რომ ყველას უნდა?! ძალიან ცდებით. ზოგიერთი ქალი, უბრალოდ, არ არ არის დაბადებული ოჯახისთვის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას კაციც არ სჭირდება, საერთოდ. ვიცი, რომ ჩემი ეს მოსაზრება სერიოზული კამათის თემა გახდება. მაგრამ, მოდით, ყველამ თავის გულში ჩაიხედოს. რამდენი იცხოვრებს ქმართან მარტო იმიტომ, რომ ასეა საჭირო, რომ არ გახდეს საზოგადოების მსჯელობის საგანი.

– დავაზუსტოთ. ამ ქალებს განა ქმარი არ უნდათ, უბრალოდ, შეიძლება, იმ კონკრეტულ მამაკაცთან ჰქონდეთ პრობლემა და უჭირდეთ მის გვერდით ცხოვრება.

– ასეც არის. მაგრამ, მე სხვა შემთხვევა ვიგულისხმე. ვთქვათ მამაკაცი კარგი პიროვნებაა – არ სვამს, არ აწყობს სკანდალებს, არ არის უსაქმური. ერთი სიტყვით, ნორმალური კაცია, მაგრამ ქალს არ უნდა მოემსახუროს მას. დარწმუნებულია, რომ ქმრის გარეშეც ძალიან კარგად იცხოვრებს. ძლიერია, ყველა პრობლემას დამოუკიდებლად უმკლავდება. ამ შემთხვევაში, ქმარი მისთვის ზედმეტი ტვირთია – „სად იყავი“, „მშია, მაჭამე“, „გამირეცხე, დამიუთოვე“. ამ დროს კი ქალს თავისი საქმე აქვს, სხვა რამეზე ფიქრობს. არ აკმაყოფილებს დიასახლისის როლში ყოფნა. არ მოსწონს და ღიზიანდება. მამაკაცი მისგან განსაკუთრებულს არაფერს მოითხოვს, მაგრამ ის ცოფდება და ჩხუბობს. გულის სიღრმეში იცის, რომ ტყუილუბრალოდ ბრაზობს, მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს უხერხებს. ამ დროს ის კაციც ცოდოა, ვინც მის გვერდითაა. იმას ხომ წარმოდგენა არა აქვს, რა ხდება.

– მაპატიეთ, მაგრამ მე ვიცნობ ძლიერ ქალებს, რომლებიც ასე არ ფიქრობენ.

– გამონაკლისებიც არსებობენ. ტყუილია, არ დაიჯეროთ, რომ ყველა ქალი იმიტომ იბადება, რომ გათხოვდეს. ეს ძალიან საშიში მოსაზრებაა, რომელსაც მერე ადამიანები შეცდომაში შეჰყავს და ოჯახებს ანგრევინებს. გათხოვდე იმიტომ, რომ ვიღაცამ თქვა, ასეა საჭიროო, საშინელებაა, იდიოტიზმზე რომ აღარაფერი ვთქვათ. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება კიდევ დიდხანს უკარნახებს ადამიანებს, როგორ იცხოვრონ. ყველანი ვართ სტერეოტიპების გავლენის ქვეშ, ზოგი – ქვეცნობიერად, ზოგიც – შეგნებულად. მე არ ვამბობ, რომ უნდა ავიწყვიტოთ და ისე ვიცხოვროთ, როგორც ჩვენ მოგვეპრიანება, მაგრამ პირადი ცხოვრება იმდენად ინტიმურია, მასში ჩარევის უფლება არავის აქვს. გამოქვაბულებიდან აღარ უნდა გამოვიდეთ?

– მე არ მესმის, რას ეძახით თქვენ გამოქვაბულში ცხოვრებას?

– როგორ არ გესმით? ეს იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელია, ადამიანი რაღაც ჩარჩოში ჩასვა. შეიძლება, ეს მოახერხო, მაგრამ ის ბედნიერი ვერ იქნება. მე სულ ვფიქრობ, სწორედ სტერეოტიპების, „ჩარჩოების“ ერთგულებაა ამის მიზეზი, რომ ვერ ვიპოვე ჩემი წილი ბედნიერება. ცხოვრებაში ორი დიდი შეცდომა დავუშვი. უფრო სწორად, ერთი უკვე დავუშვი, მეორის ჩადენის ზღვარზე ახლა ვარ.

– ორივე თქვენი შეცდომა საზოგადოების ბრალია?

– ჩემიც, რა თქმა უნდა. მაგრამ საზოგადოებას ლომის წილი მიუძღვის, უფრო სწორად, მის გავლენას ჩემზე. როცა ჩემმა დანიშნულმა მიღალატა, ბედნიერების პირველი შანსი მაშინ გავუშვი ხელიდან. ქორწილის დღეც კი შეთანხმებული გვქონდა. ათი წლის წინ ეს სკანდალი იყო, რომელმაც რამდენიმე წელი დეპრესიაში ჩამაგდო. თუმცა, არც იმას დავმალავ, რომ იმ ტრავმას ჩემთვის დადებითი ეფექტიც ჰქონდა.

– ჯერ ვილაპარაკოთ კონკრეტულად ღალატის ფაქტზე.

– ძალიან უსიამოვნო გასახსენებელია ჩემთვის, რადგან ერთდროულად ორმა ჩემთვის ყველაზე საყვარელმა ადამიანმა მატკინა გული და მიღალატა. რა არის, იცი, როცა მამაკაცი გღალატობს, მეგობართან გარბიხარ, რომ მის მხარზე გამოიტირო შენი უიღბლობა. მე ამისი საშუალებაც არ მქონია, რადგან საქმროს ჩემს საუკეთესო დაქალთან წავასწარი... ეხვეოდნენ ერთმანეთს. ჩემს სახლში იყვნენ, ჩემს ცხვირწინ და სითავხედე ეყოთ ამის გასაკეთებლად. შოკში ჩავვარდი. აღარაფერი მიკითხავს არც ერთისთვის, არც მეორესთვის. ისედაც, რაც დასანახი იყო, დავინახე.

– ამ ფაქტმა გადაგაწყვეტინათ, რომ საქმრო დაქალთან გღალატობდათ?

– დიახ. თქვენ სხვა რამეს იფიქრებდით? აუცილებელი იყო, ლოგინში დამენახა ერთად? დავუშვათ, მათ შორის სექსი არც ყოფილა, მაგრამ რაც ვნახე, ის არ იყო საკმარისი? წარმოდგენა არ მაქვს, რა და როგორ მოხდა მათ შორის, მაგრამ ძალიან ვნანობ, რომ საშუალება მივეცი, ერთად ყოფილიყვნენ.

– რას გულისხმობთ?

– იმას, რომ ჩემი დაქალი უნდა გამეგდო. ქორწილი კი არ უნდა ჩამეშალა. საქმროსთვის უნდა მეპატიებინა. ყველა კაცი ერთნაირია და ახლა რომ ვფიქრობ, განსაკუთრებული არაფერი ჩაუდენია. მე გავაგდე. მანაც მაშინვე მოძებნა ალტერნატივა და ის ქალბატონი მოიყვანა ცოლად. ერთი თვე იყო გასული ჩვენი ჩხუბიდან, რომ დაქორწინდნენ. დღესაც ერთად არიან. იმან თუ შეძლო და ფეხებზე დაიკიდა, რას იტყოდა ხალხი მათზე, მე რატომ ვერ შევძელი იგივე გამეკეთებინა. მეჩხუბა ჩემი საქმროსთვის და გავყოლოდი. ცოტას იჭორავებდნენ და მერე ყველას დაავიწყდებოდა ეს ამბავი. მათ შორის მეც.

– ნანობთ, რომ არ აპატიეთ?

– რა თქმა უნდა, ვნანობ, რომელია. მე იქნებ არც ვყოფილიყავი ბედნიერი, მაგრამ სამაგიეროდ, ჩემი უსინდისო დაქალიც ვერ გაიხარებდა. შეიძლება, ძალიან ცუდ რაღაცას ვამბობ, მაგრამ გაბოროტებული ვარ და აღარც ვმალავ. თუმცა, იმიტომ არა, რომ უკაცობამ შემაწუხა.

– არ გაწუხებთ უკაცობა?

– საერთოდ, მარტოობა არ არის კარგი. ზოგჯერ სასიამოვნოა, მარტო რომ ხარ და შენს ნერვებზე არავინ თამაშობს, მაგრამ სულ, ჩემი მტერი იყოს მარტო. თუმცა, ზოგიერთი ქალი ერთ დღესაც ვერ გაძლებს, თუ კაცი არ ჰყავს. ასეთი ქალი ქმრის გარეშე ცოდოა. აუცილებლად უნდა გათხოვდეს. თუ არ გათხოვდა, უბრალოდ, ვერ გაჩერდება – საყვარელს საყვარელზე გამოიცვლის.

– ანუ, მაინც მიგაჩნიათ, რომ ქალი მარტო არ უნდა იყოს.

– ალბათ, ასეა. იმიტომ რომ მარტოობა „ცუდი“ რაღაცეებისკენ უბიძგებს ან – დეპრესიისკენ, რაც კიდევ უფრო უარესია. როცა ქალს ერთხელ უკვე ჰყავდა ქმარი, იცის, რას ნიშნავს ოჯახი, მამაკაცი, ის მეორედაც უნდა გათხოვდეს. ამ დროს, შეიძლება ნამდვილი სიყვარულიც იპოვოს.

– აუცილებელია, ერთხელ იმედი გაგიცრუვდეს და გეტკინოს, რომ მერე სიყვარული დააფასო?

– არ ვიცი, აუცილებელია ეს თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ ხელმეორედ შექმნილი ოჯახები გაცილებით მტკიცეა. ეტყობა, რაღაცას მაინც სწავლობ შეცდომებზე.

– სხვისაზე თუ საკუთარზე?

– ვხვდები, რაც იგულისხმეთ. ამბობენ, რომ ჭკვიანი ადამიანი სხვის შეცდომებზე სწავლობსო, მაგრამ მე ასეთს არავის ვიცნობ. რაც შემეხება მე, მგონი, საკუთარ შეცდომაზეც ვერაფერი ვისწავლე. ახლა, ამდენი წლის შემდეგ, გამიჩნდა ოჯახის შექმნის შანსი და მეშინია, რომ ყველაფერი გავაფუჭე. გადავეჩვიე კაცთან ურთიერთობას და რაღაცეები ძალიან მეშლება. მაგალითად, დამავიწყდა, რომ მამაკაცს საკუთარი სიძლიერე არ უნდა დაანახვო. ეშინიათ ძლიერი ქალების.

– ძლიერი ქალების სუსტ მამაკაცებს ეშინიათ.

– თქვენ რაც გინდათ, ის თქვით, მაგრამ ფაქტია, რომ თუ ქალი თავს ისულელებს და სუსტი, დაუცველია, მამაკაცები მასზე ჭკუას კარგავენ. მიიხედ-მოიხედეთ ირგვლივ და დარწმუნდებით. არც ერთი სულელი ქალი არ რჩება გაუთხოვარი. ჭკვიან ქალებს კი ძალიან უჭირთ ოჯახების შექმნა.

– იმიტომ, რომ ჭკვიანი ქალი ბევრს ფიქრობს.

– საქმეც ეგაა. ფიქრობს, ფიქრობს და ბოლოს აღმოჩნდება, რომ საკუთარი თავისთვის საზიანოდ უფიქრია. ზოგჯერ ფიქრი საერთოდ არ არის საჭირო, მით უმეტეს, ბევრი ფიქრი. გეუბნებით, ფრთხებიან კაცები. იმ ტკივილის შემდეგ, რაც ღალატით გადავიტანე, მთელ ენერგია სხვა მიმართულებით წარვმართე და ძალიან ბევრს მივაღწიე. დღეს ყველაფერი მაქვს. საკუთარი ბინა, კარგი მანქანა, შემოსავლიანი სამსახური, მაგრამ სიყვარული არ მაქვს. ის მამაკაცი, ვისთან ერთადაც ცხოვრებას ვისურვებდი, სრულიად შემთხვევით გავიცანი რესტორანში. ჩემს თანამშრომლებთან ერთად ვიყავი. ძირითადად მამაკაცები არიან და მე მათი შეფი ვარ. თავი მათ თანასწორად მიმაჩნია და ვერც ერთში კაცს ვერ ვხედავ. ისინი რას ხედავენ ჩემში, არ ვიცი. შეიძლება, არც მათთვის ვარ ქალი, მაგრამ რეზომ დაინახა, ის, რაც მეც აღარ მახსოვდა. თვითონ მომაქცია ყურადღება. იმ რესტორნის მომღერალია, სადაც ჩვენ ვქეიფობდით. ეს ქმნის ჩვენი ურთიერთობისთვის პრობლემას.

– რადგან მომღერალია, ქმრად ვერ წარმოგიდგენიათ?

– პირიქით, იმას ვერ წარმოუდგენია, რომ შეიძლება სერიოზულად ვიფიქრო მასზე. დააფრთხო იმან, რომ მე შემდგარი პიროვნება და წარმატებული ქალი ვარ. სანამ ფირმის ერთ-ერთი თანამშრომელი ვეგონე, კარგად აქტიურობდა. მოვიდა, საცეკვაოდ გამიწვია. ძალიან ვიმხიარულე, ისე გათამამდა, ტელეფონის ნომერიც მთხოვა.

– თქვენ მიეცით იმის საშუალება, რომ რაღაც იმედი გასჩენოდა?

– დიახ. მშვენივრად ვიფლირტავეთ. თავიდან მეც მხოლოდ ვერთობოდი. ზოგჯერ აუცილებელია, მოეშვა და არაფერზე იფიქრო. თუ ხანდახან მაინც არ იგრძენი, რომ ქალი ხარ, გაგიჟდები.

– ისევ იქამდე მივედით, საიდანაც დავიწყეთ – იმისთვის, რომ თავი ქალად იგრძნო, კაცი აუცილებელია...

– არა, ამას არც უარვყოფ. კაცი საჭიროა. უბრალოდ, ქმარი არ არის ყოველთვის და ყველასთვის საჭირო. ეს ერთი და იგივე არ არის. როცა ოჯახის შექმნის ვალდებულებით არ ხარ შებოჭილი, უფრო თავისუფლად იღებ გადაწყვეტილებას და შეცდომებსაც ნაკლებად უშვებ. წარმოიდგინეთ, მეც კი არ შემიძლია, ჩემს გემოზე ვიმოქმედო. არავისზე დამოკიდებული არ ვარ, მაგრამ მაინც ყველას აზრს ვუწევ ანგარიშს. ეს ქვეცნობიერად ხდება.

– ანუ, გინდათ, იმ კაცთან სიახლოვე და უარს ამბობთ?

– რაღაც მაგდაგვარია. გათხოვება არ მინდა, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე – არა. არ ვიცი, შევძლებ თუ არა სახლში მამაკაცის ატანას მუდმივად. გულწრფელად გეუბნებით, ახლა ძალიან ძლიერი ვარ და სერიოზულად უნდა დავფიქრდე, მჭირდება თუ არა ქმარი.

– ქმარი ხელს შეგიშლით წინსვლაში?

– შეიძლება, შემიშალოს. თანაც, ვაღიარებ, იმ ღალატმა რაღაც კომპლექსი დამიტოვა.

– რას გულისხმობთ?

– მამაკაცების სიძულვილი ბოლომდე ჯერ კიდევ არ გამნელებია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეზო არ მომწონს და არ მინდა მასთან ყოფნა. პირიქით, ძალიან მინდა. მინდა, გააქტიურდეს და დაიპყროს ჩემი გული. რატომ შეშინდა, როცა გაიგო, ვინ ვიყავი სინამდვილეში? რა ვქნა ახლა, მე „შევაბა“? რა უბედურებაა? თანაც ვიცი, რომ მაშინვე ყურადღების ცენტრში მოვექცევი. ვის რას გამოაპარებ ამ ქალაქში?! მაგრამ მარტოობამ ერთი კარგი გაკვეთილი ჩამიტარა. ახლა ერთში დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ სიტუაციაში უპირველესად, საკუთარ თავზე უნდა იფიქრო. ყველა გიღიმის, ყველას ვითომ გული შესტკივა შენზე, მაგრამ ყველას მაინც სეირის ყურება უნდა. მე რომ ვიყო ოცდაათი წლის, არც დავფიქრდებოდი, ისე ვიქნებოდი რეზოსთან.

– ასაკი რა შუაშია?

– იმ შუაშია, რომ ახლა იტყვიან, რამ ააცუნდრუკა ამხელა ქალი, კაცი მოუნდა და ჭკუა გამოეცალაო. ესეც კომპლექსია. მე ეს ვიცი და არც ვმალავ. მაგრამ მარტოობაც მომბეზრდა. არ მაქვს უფლება, საკუთარი სიამოვნებისთვის ვიცხოვრო?

– ალბათ, გაქვთ და გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოთ.

– საქმეც მაგაშია. მე მივიღე გადაწყვეტილება. მინდა, ამ კაცთან ყოფნა. ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული: თუ გააქტიურდება და არ დაიმალება, ვიქნებით კიდეც ერთად. მერე იქნებ გათხოვებაც მომინდეს. გამორიცხული არაფერია.

– ერთი სიტყვით, რეზომ უნდა მოგიპოვოთ.

– დიახ. ეს არის ნორმალური. ეს არის კაცის პრეროგატივა. მე ძლიერი ქალი კი ვარ, მაგრამ გვერდით ნორმალური, სრულფასოვანი მამაკაცი მჭირდება. საერთოდ არ მაინტერესებს, სად მუშაობს და ფული რამდენი აქვს. ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია.


скачать dle 11.3