კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ვერ გამოსდით მარინა სალუქვაძესთან მამაკაცებს და რაში არ წვრთნის ის ქმრებს


უკვე წელიწად-ნახევარია, რაც მარინა სალუქვაძეს სატელევიზიო ტაიმ-აუტი აქვს და ბეჭდურ მედიაში საქმიანობს. ცოტა ხნის წინ შალვა რამიშვილთან დაკავშირებული სკანდალის გამო ის საზოგადოების ყურადღების ობიექტი კიდევ ერთხელ გახდა, თუმცა მარინა სალუქვაძეს ცნობილი სახისთვის დამახასიათებელი მითქმა-მოთქმა არასდროს არ აკლდა. როგორია მარინა სალუქვაძის ცხოვრების სტილი და რატომ არ მიიჩნევს ის თავს დამნაშავედ შალვა რამიშვილის „სიმართლის დროდან“ წასვლაში ამის შესახებ თავად მარინა გიამბობთ:


მარინა სალუქვაძე: ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ცხოვრების სტილი განსაკუთრებული და განსხვავებულია. ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა იქონია ჩემმა ოჯახმა. საკმაოდ ტრადიციული ოჯახიდან ვარ. ჩვენს ოჯახში ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო ბებია, იშხნელის ქალიშვილი. ის საკმაოდ კრეატიული აზროვნებით გამოირჩეოდა. მე არ მოვსწრებივარ, მაგრამ, ბებიასთან თურმე ხშირად მოდიოდნენ მისი მეგობრები: ნატა ვაჩნაძე, შურა თოიძე... მახსოვს თამარ ციციშვილი და თამარ იშხნელიც, თავისი ბანტიანი გიტარით. მამაჩემი არის ფიზიკა-მათემატიკის დარგში აკადემიკოსი და ძალიან ვამაყობ იმით, რომ მსოფლიო ფიზიკაში არსებობს ეგრეთ წოდებული სალუქვაძის პრინციპი და ამოხსნა. დედაჩემი ინგლისური ენის სპეციალისტია. იმ წლებიდან გამომყვა უამრავი ტრადიციული რიტუალი, რომელსაც დღემდე ვიცავ.

– ასეთი ტრადიციული ოჯახი, ალბათ, ზღუდავდა თქვენს თავისუფლებას, თუმცა, მაინც „მოახერხეთ“ და 15 წლის ასაკში გათხოვდით.

– ასეთი რეკორდსმენიც არ ვარ, 16 წლის გავთხოვდი (იცინის). ასე, უცებ, დამარტყა თავში და გავთხოვდი. ვერ ვიტყვი, რომ თავისუფლებას მიზღუდავდნენ, მაგრამ რაღაც-რაღაცეების უფლება არ მქონდა, თუმცა, ადრეული პერიოდიდან მოყოლებული, ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას თავად ვიღებ და ჩემზე გავლენის მოხდენა შეუძლებელია. მე ვსწავლობდი თეატრალურ უნივერსიტეტში, სადაც ძალიან მჩქეფარე ცხოვრება იყო. ბევრ რამეს ველეოდი და ვაკლდებოდი იმის გამო, რომ ჩემი შვილი ძალიან პატარა იყო. მართალია, ჩემს მეუღლეს მაშინ უნდოდა, რომ ნაკლები დრო დამეთმო მეგობრებისთვის, მაგრამ ეს არ გამოსდიოდა, როგორც კი მამაკაცი ცდილობს, ჩემზე გავლენა იქონიოს, მაშინვე ვემშვიდობები მას. (იცინის) თუ მამაკაცს იუმორის გრძნობა არ აქვს და ძუნწია, მასთან საერთოს ვერ ვპოულობ. ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, მამაკაცის ზომას, წონას, გარეგნობაც ბოლო ადგილზე მაქვს გადატანილი, მთავარია რბილი „ლ“ არ ჰქონდეს.

– გაგიწვრთნიათ მამაკაცი?

– არა, უკვე გაწვრთნილები მბარდებიან. (იცინის) როგორც კი კაცის გაწვრთნას იწყებ, იქვე მთავრდება ურთიერთობა, იგივე ხდება, როდესაც მამაკაცები ჩემს გადაკეთებას ცდილობენ, ამისი რამდენიმე მცდელობა იყო და წარუმატებლად დამთავრდა.

– რას აკეთებთ იმის გამო, რომ ცხოვრების მოდურ სტილს არ ჩამორჩეთ?

– არაფერს. იმის მიუხედავად, რომ ტელევიზიიდან „ტაიმ-აუტი“ მაქვს და ჩემი ცხოვრების რეჟიმი ძველებურად დატვირთული არაა, მაინც ბევრი საქმე მაქვს სახლშიც, რედაქციაშიც. თუმცა, მრჩება თავისუფალი დრო, რომელიც მეგობრებისთვის მაქვს გამოყოფილი. ვერ ვიტყვი, რომ კლუბების დიდი სტუმარი ვარ, რადგან ხმამაღალი მუსიკა და „ჰაუსი“ ჩემზე ცუდად მოქმედებს, ეტყობა, ყველაფერს თავისი დრო აქვს. მე „აჭარის“ „ჯაზ კლუბის“ ნოსტალგიით ვცხოვრობ, რადგან ჯაზი ჩემი სისუსტეა. კლუბებში არ დავდივარ, მაგრამ არც პენსიონერული დასვენება მიყვარს, პირიქით, ძალიან აქტიური ადამიანი ვარ. მიყვარს თამაში, განსაკუთრებით – პრეფერანსის“. ვიკრიბებით მეგობრები სახლში და თუ „პრეფერანსს“ არა, „ჯოკერს“ მაინც ვთამაშობთ

ბოლო პერიოდში ძალიან გამიტაცა მასაჟმა. მომწონს აქტიური მასაჟი, როცა თითქოს ძვლებში გამტვრევენ. კუნთების გაკაჟება ძალიან მომეწონა. როცა ამისი დრო და საშუალება მაქვს, ამ სიამოვნებას არ ვიკლებ. ვცდილობ, ცხოვრების ჯანსაღი რეჟიმი მქონდეს, ვერ დავრბივარ და ვერ ვვარჯიშობ, მაგრამ, სამაგიეროდ, დიდ ყურადღებას ვაქცევ კვებას, ოღონდ, ისეც არ ვარ, რომ შტრიხკოდები ვიკითხო. როცა ამერიკაში ვცხოვრობდი, იქ ყველა ამოწმებდა, რამდენ კალორიას შეიცავდა ესა თუ ის საკვები.

– ტელევიზია მომენატრაო, თქვით. რატომ არ სთხოვთ მეუღლეს, რომელიც „რაკიინის“ ვიცე-პრეზიდენტია, რომ „იმედში“ დაგასაქმოთ?

– მე არასდროს მიცდია ამის აფიშირება, ბოლო დროს გამოიკვლიეს ჟურნალისტებმა ეს. დათოს სახელის გამოყენება რომ მდომოდა, ორი წლის წინ დავიწყებდი იქ მუშაობას. რაიკომის მდივნობის დრო ხომ არაა, რომ ვინმეს ცოლობით მოვიწონო თავი (იცინის). არასდროს ოჯახის არც ერთი წევრი არ ჩამირევია ჩემს კარიერაში. ღირსების შელახვად მიმაჩნია, როცა სადმე, მით უფრო – სამსახურში, ვინმეს პროტექცია მჭირდება. სიმართლე გითხრათ, მიჭირს ტელევიზიის გარეშე, რადგან ტელევიზია ძალიან მიყვარს. ისე მენატრება ტელევიზია, რომ, არ არის გამორიცხული უახლოეს პერიოდში ისევ დავუბრუნდე ტელევიზიას, რაღაც შემოთავაზებები მაქვს.

– ალბათ, „იმედში“ გიხილავთ?

– არ ვიცი, თუმცა, „იმედის“ დირექტორმა შემომთავაზა, რომ დავიწყო პროექტი. ვნახოთ, როგორ პირობებს შემომთავაზებენ.

– არ განიცდით იმას, რომ იმ სკანდალის გამო, რაც თქვენსა და შალვა რამიშვილს შორის მოხდა, შალვა რამიშვილს გადაცემის დატოვება მოუხდა?

– მე ნამდვილად არ ვარ გადაცემიდან შალვას წასვლის მიზეზი. შეიძლება, ვიღაცამ მე გამომიყენა საბაბად, თორემ, მიზეზი, ალბათ, სხვა რამ იყო. მე არ ვარ ისეთი ძლიერი პერსონა, რომ ჩემს გამო შალვა რამიშვილი სამსახურის გარეშე დარჩენილიყო, თუმცა ჩემი ნებისმერი კოლეგის უსამსახუროდ დარჩენა ჩემთვის მტკივნეულია. არც დათო არ არის იმ ტიპის ადამიანი, რომ ვიღაცის მოხსნა-დანიშვნაში ჩაერიოს. არა, ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. ისიც თქვეს, დაარტყა შალვა რამიშვილსო, მაგრამ ესეც ჭორია, თუმცა, ეჭვი მაქვს, სადმე ქუჩაში რომ შეხვდეს, შალვას ერთი-ორს წამოუთაქებს...

– თქვენ საკმაოდ თამამი ქალი ხართ, თავადაც არაერთ ინტიმურ თემაზე გისაუბრიათ თქვენს გადაცემაში. ასე ძალიან რატომ გაგაღიზიანათ შალვა რამიშვილის მიერ დასმულმა შეკითხვამ?

– მე ჩემს გადაცემაში მისაუბრია ძალიან ბევრ თამამ თემაზე, მაგრამ ჩემს გადაცემაში უხამსობა არასდროს ყოფილა. არ მახსოვს, რომ ვინმესთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინოს და მესაუბროს იმ ადამიანზე, ვინც სტუდიაში არ იმყოფებოდა. შალვას, მის პროდიუსერს ან მათ ფსიქოლოგებს, შეეძლოთ, დაერეკათ ჩემთვის და ეკითხათ, მე რა აზრის ვიქნებოდი ასეთი შეკითხვის დასმასთან დაკავშირებით. როცა ჩემთან შეუთანხმებლად ისმევა ასეთი შეკითხვა, არ მაქვს უფლება, გავბრაზდე?! მე რომ ვყოფილიყავი სექს-სიმბოლო, გამეკეთებინა საკუთარი სხეულის დემონსტრირება ან „ფლეიბოისთვის“ გადამეღო შიშველი ფოტოები, შესაძლოა, გასჩენოდა ვინმეს ეს შეკითხვა. ყველაზე მეტად გამაღიზიანა იმან, რომ შალვამ არ უპასუხა ჩემს ზარებს და მხოლოდ ჩემი მეუღლის ტელეფონიდან დარეკვის შემდეგ გამცა ხმა. მე ვკითხე შალვას, რა იყო, რატომ დაგჭირდა ჩემი სექსუალურ ტენდერში გამოცხადება-მეთქი? ყველაფერი სხვებს გადააბრალა. მას ეს არ სჭირდებოდა ჩემთან, რადგან ჩვენ კარგი ურთიერთობა გვქონდა. როგორც კი გამოვიდა ციხიდან, დავურეკე, მივულოცე და ვუთხარი, რომ, თუ ჩემი თანადგომა სჭირდებოდა, ამისთვის მზად ვიყავი. ასჯერ შევუთვალე იგივე ციხეში ყოფნის დროსაც. ეს ძალიან კარგად იცის მისმა მეუღლემ. არ ვიცი, რატომ დასჭირდა შალვას ამის გაკეთება. მისთვის, შეიძლება, მთავარი სექსი და ფულია. ვერ ვიტყვი, რომ ჩემთვის ეს არის საოცრება. ამის გარეშე ვერავინ ცხოვრობს, მათ შორის, ვერც მე, მაგრამ ეს არ არის ჩემთვის ამოსავალი წერტილი. როდესაც გადაცემის რეიტინგისთვის მეგობრის სახელს იყენებ უხამსად, ეს ამორალურად მიმაჩნია. გადაცემის ანონსი „ტრიალებდა“ დღეში 25-ჯერ, მე მგონი, ჩემთან ყოფნაზე იმათაც კი დაიწყეს ფიქრი, ვისაც ამაზე არასდროს უფიქრია (იცინის).

– თქვენ შესახებ სკანდალები ძირითადად მამაკაცების თემას უკავშირდება ხოლმე.

– ჩემზე ვერავინ იტყვის, რომ ბიზნესი მაქვს და შავ ფულს ვათეთრებ (იცინის). რაც შეეხება მამაკაცების თემას, როცა ოდნავ შეიხედები, ხან რას „მოგაკერებენ“, ხან – რას. ისეთ ადამიანებზეც კი გამიგია ჭორები, საერთოდ რომ არ ვიცნობ. როცა ქალზე ჭორაობენ, ეს მთლად ცუდი არაა, თუმცა ეს ხმები ჩემს ახლობლებს ძალიან აღიზიანებს. ასეთი ხმების გამო, რომელიც ხან ჩემზე ვრცელდებოდა, ხან – დათოზე, ჩვენი ურთიერთობა დანგრევის პირას იყო მისული, განშორებებიც გვქონდა, მაგრამ შემოტევებს გავუძელით, თუმცა, არ ვიცი, ხვალ და ზეგ რა იქნება... ადამიანმა ყველაფერი შეიძლება შეცვალო, საკუთარი წარსულის გარდა. მე არასდროს ვწუწუნებ ჩემს წარსულზე, ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული, მაგრამ ჩემი ყველა შეცდომა მიყვარს, ამ შეცდომებმა გამოცდილება მომიტანა, თორემ ჭკუა 16 წლის მერე არ მომმატებია (იცინის).


скачать dle 11.3