კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აპირებს ჯანსუღ ჩარკვიანის შვილიშვილი ამერიკის ბიუჯეტის ხელში ჩაგდებას


მომღერალ მამუკა ჩარკვიანის შვილი, ჯანსუღი, რომელსაც ოჯახში ჯაკოს ეძახიან, 13 წლის არის და საჯარო სკოლაში სწავლობს. ის ძალიან ონავარი, მაგრამ კეთილი, საყვარელი ბავშვია და ცნობილი ბაბუის მსგავსად, არც იუმორთან არის მწყრალად. ჯანსუღ ჩარკვიანის შვილიშვილს პოეზია უყვარს, მაგრამ თავად ჯერ ლექსის დაწერა არ უცდია, რადგან ბაბუამ მუზის სტუმრობის საიდუმლო არ გაანდო. იმის მიუხედავად, რომ მისი ოჯახის წევრთა უმეტესობა მუსიკასთან არის დაკავშირებული, ჯაკოს კლასიკური მუსიკის მოსმენას ფეხბურთი და კომპიუტერი ურჩევნია. მისი მომავალი გეგმებიც სწორედ დიდ ფეხბურთთან არის დაკავშირებული.



– მე ვარ ჯაკო ჩარკვიანი, ოჯახის წევრები ასე მეძახიან. ჯანსუღს მარტო ბაბუა მეძახის. ეტყობა, მოსწონს მისი სეხნია რომ ვარ და ურჩევნია ჯანსუღი დამიძახოს.

– სკოლაში კარგად სწავლობ?

– ისე რააა... არ მიყვარს სწავლა, ყველაზე მეტად მათემატიკას ვერ ვიტან, ბანძი საგანია, ტვინის ჭყლეტა სჭირდება. ქართულია ცოტა იოლი, მაგრამ არც იმას ვსწავლობ, მეზარება. უფრო ინგლისურს ვსწავლობ, იმიტომ რომ საერთაშორისო ენაა და ყოველთვის გამომადგება, თუმცა არც ინგლისურით ვიკლავ თავს. სკოლა ყველაზე კარგია ბავშვებით და გართობით. შატალოც მაგარია, დაცვას მოატყუებ, რომ რამის საყიდლად გადიხარ და წახვალ სახლში, მაგრამ ამ ბოლო დროს დაცვას იოლად ვეღარ ვატყუებთ. არ გვიშვებს ხოლმე გარეთ.

– ბევრი მეგობარი გყავს?

– უუჰ, ბლომად. ყველასთან ვმეგობრობ, ვინც კარგი „როჟაა“. კარგი ადამიანი უნდა იყოს რა, თან კარგად უნდა „ღადაობდეს.“ ზრდილობაც თუ ექნება და ფულიც, უფრო კარგი იქნება, გააჩნია ადამიანს.

– გოგონებთანაც მეგობრობ?

– კი, როგორ არა, საკონტროლოებში ისე მეხმარებიან ხოლმე გოგოები, როგორ არ უნდა ვიმეგობრო? (იცინის) ხანდახან, როცა სხვა გოგოები საქმეს მირჩევენ, მაგრად მიჭერენ ხოლმე მხარს და მეხმარებიან. გოგოებს მივუქსევ ხოლმე... მეც ხშირად ვიცავ მეგობარ გოგოებს, როცა ჩემი დაცვა სჭირდებათ. თუმცა, ზოგი ისეთი მაგარია, საკუთარ თავსაც მაგრად იცავს. ჩემი მამიდაშვილი მუშკაც ჩემს კლასშია და აბა, იმას ვიცავ, თუ ვიცავ... (ამბობს ახალგაზრდა, ნიჭიერ პიანისტზე, ირმა გიგანზე – ავტორი)

– სკოლაში საქმეებს ხშირად არჩევთ?

– ოჰ, ძალიან ხშირად. ხან რაზე ვჩხუბობთ, ხან – რაზე, ძირითადად, მაინც გოგოების გამო, ან ზედმეტად შემოგძახებს და ზედმეტ პასუხს გაგცემს ვინმე. ჩხუბში არა, მაგრამ ლაპარაკში, მართლა მაგარი ვარ. ამიტომაც, სულ საქმეებს ვარჩევ. (იცინის).

– სკოლაში ყველამ იცის, ვისი შვილი და შვილიშვილი ხარ?

– კი, აბა რა, მაგრამ მაგის გამო კი არ მიცნობენ, მეც ჩემი სახელი მაქვს. მართალია, მე სხვა თაობის ვარ, მაგრამ ჩემმა მეგობრებმა ბაბუაჩემის ლექსები იციან. შეიძლება, მოსწონთ, შეიძლება ჩემი ხათრით კითხულობენ, მამაჩემის სიმღერებიც იციან, მაგრამ ისე ქართულ სიმღერებს მაინცდამაინც არ ვუსმენთ. ეტყობა, ამ ქვეყანაში პოეტები უფრო პოპულარულები არიან, ვიდრე მომღერლები და მუსიკოსები. ისე, მე მიხარია, რომ ეგეთი ბაბუა და მამა მყავს. სახლში ბევრი ცნობილი გვყავს, მაგრამ ბაბუა მაინც სხვაა..

– ლექსებს შენც ხომ არ წერ?

– არაა, ეგ საიდუმლო არ ვიცი, როგორ იწერება ლექსები. ერთი ბაბუას უნდა ვკითხო, რომ გამიმხილოს. სულ მაინტერესებს, როგორ დაწერა „მწყურვალისათვის მიმატანინე წყალი“ და „მაგრად დაჰკარით“. ყველაზე მეტად ის აზრი მომწონს, რომელიც ამ ლექსებშია ჩადებული. მე ვუღალატე ჩარკვიანებს და ხელოვნების ნიჭი არ მაქვს. ამათ ჩემი მამიდაშვილი მუშკა ჰგავს. ლექსი და სიმღერა ჩემგან შორსაა, მაგრამ რითმა მეც გამომდის, ყველაფერი შემიძლია გავრითმო. ბაბუას ღადაობაში ვგავარ, ისიც ჩემსავით მაგრად ღადაობს. ბაბუას კიდევ იმაში ვგავარ, რომ მასავით ემოციური და მყვირალა ვარ. ასეთები ვართ ჩარკვიანები. აი, ესაა გენი. (იცინის) ისე ბაბუაჩემი ბევრ ლექსებს მიწერს ხოლმე და ყველა ლექსში სულ გენზე და ჯიშზე „მელაპარაკება“. უყვარს კაცს თავისი გენი და რა ქნას?

– როგორც შენ თქვი, ბაბუა-შვილიშვილი ერთადაც ღადაობთ?

– ხოოო, ძირითადად ის ცალკე ეშმაკობს, მე – ცალკე, მაგრამ ერთადაც გამოგვდის ხოლმე ასეთები. (იცინის) ბაბუა არის ჩემი დამცველების ბანაკის მეთაური, ცუდად თუ მოვიქეცი და რამე გავაფუჭე, ან რეგლამენტი დავარღვიე და კომპიუტერთან დიდხანს ვიჯექი, დედაჩემი მკაცრ „ტისკში“ მაყოლებს. ის და ბებიაჩემი ჩემი მოწინააღმდეგეები არიან, ბაბუა და მამიდა ჩემი სახალხო დამცველები. ბებიაჩემი სულ წიგნებს დაეძებს, რომ წამაკითხოს, მაგრამ ტყუილად...

– მამა რომელ ბანაკშია?

– მამა ხან ერთ ბანაკშია, ხან – მეორეში.

– ყველაზე მეტად ვინ განებივრებს?

– მამიდაჩემი. ყველა სურვილს მისრულებს, რაც არ უნდა ვთხოვო. ბაბუაც და ბებიაც ყველაფერში მეხმარებიან, ფულსაც ხშირად მჩუქნიან ხოლმე, რომ ბიჭებთან ერთად კინოში ან რესტორანში წავიდე.

– გოგონებიც მიგყავთ რესტორანში?

– არა, გოგონები ხინკლის ჭამას ხომ არ დაიწყებენ? გოგო ცოტა სხვანაირი უნდა იყოს.

– სხვანაირი როგორია?

– გოიმი არ უნდა იყოს და კარგად უნდა აზროვნებდეს. გოგო ცოტა მორიდებულიც უნდა იყოს..

– გოგონები სასიყვარულო წერილებს არ გწერენ?

– რაღა დროს წერილებია? (იცინის) გოგომ შეიძლება, მიგახვედროს რომ მოსწონხარ, მაგრამ წერილი რა უბედურებაა. წერილებს არც ბიჭები არ ვწერთ, შეიძლება სადმე დაპატიჟო, ყვავილები მიართვა. კიდევ არის სხვა მეთოდებიც, მაგრამ ახლა არ მოვყვები...

– შენ რა პროფესია უნდა აირჩიო?

– მე ძალიან მინდა, ფეხბურთელი გამოვიდე, მაგრამ დედაჩემი ყოველდღე მიჩიჩინებს, პროფესიაც უნდა გქონდესო. ვიფიქრე, რომ რადგან ხატვა შემიძლია, ჩემგან არქიტექტორი დადგება. სახლებს, მუზეუმებსა და სხვა მაგარ შენობებს ავაშენებ. ოღონდ ჯერ ფეხბურთი უნდა ვითამაშო, არქიტექტურა, პენსიაზე გასვლის შემდეგ. ფეხბურთელობა ჩემი ოცნებაა, „ირაოში“ ვთამაშობ, თავდამსხმელი ვარ. ძალიან მინდა, რომ ოდესმე იქნებ „ბარსაშიც“ მოვხვდე. საქართველოში რომელ გუნდშიც გინდა იქ გადახვალ, მაგრამ თუ ოცნებაა, „ბარსაში“ უნდა მოინდომო თამაში. ოთხი წლიდან ამ გუნდს ვგულშემატკივრობ, სულ გამოკვლეული მაქვს ამ გუნდის წევრებზე, ყველაფერი. ყველაზე მეტად მესი მიყვარს, აქ რომ ფეხბურთი ითამაშოს, ამათ ბურთს არ დაანახვებს...

– ოჯახი როგორ ხვდება შენს გადაწყვეტილებას?

– მეხმარებიან კიდეც. ხომ შეიძლება მამამ და ბაბუამ მითხრან, რომ შენც ხელოვნებას სჯობია გაჰყვეო, პირიქით, მაგრად „მბალეშჩიკობენ“, უეჭველი წავიყვან ბაბუას პირველ თამაშზე.

– ესპანეთში?

– აუ, ეგ რომ მოხდეს, ბაბუაჩემს საკუთარი თვითმფრინავით ყოველდღე ვატარებ ესპანეთში. ნუ, ახლა, „ბარსას“ ფეხბურთელი თუ ვიქნები, ერთ თვითმფრინავს ვეღარ ვიყიდი? მილიარდერები არიან ყველანი. იმ თვითმფრინავით პირდაპირ „აჭარის“ თავზე დავჯდები ხოლმე. ეეჰ, სანამ იქამდე მივალ, ერთი თვალით მაინც შემახედა „ბარსას“ თამაშზე... სტადიონზე დავიმალებოდი, ისე რომ, კაციშვილი ვერ მომძებნიდა, მოედნიდან აღარ გამოვიდოდი.

– ესპანეთში რომ გადახვალ, ესპანელ გოგოსაც მოიყვან ცოლად..

– არაა, ჩემს ოჯახს ესპანელი გოგო არ შეეფერება. ჩვენ ისეთი ოჯახი გვაქვს, სულ ზრდილობაზე და კითხვაზე მელაპარაკებიან, იქ ტრადიციებიო. მოკლედ, უცხოელი შემოსაშვები არაა აქ, ესპანელმა გოგომ „ბლატაობა“ რომ დაიწყოს, ამას ვერ აიტანენ. ისე, დარწმუნებული ვარ, ესპანელი ცოლი რომ მყავდეს, ბაბუა მაგრად გამაშაყირებს ხოლმე, თუმცა თუ შემიყვარდა, ანტარქტიტიდანაც კი ჩამოვიყვან.

– ბაბუა ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებს ხოლმე, შენც არ მოგწონს ჩვენი პრეზიდენტი?

– ვის მოსწონს რომ? თქვენ მოგწონთ? გააკეთებს მოედნებს და შადრევნებს და ისე უხარია, მთელი დღე იქ დგას ხოლმე და სულ იძახის, აი, ხომ გაგიკეთეთო. გადაგვაყოლა რა... აბა, რა აქვს მოსაწონი?

– შენ არ გინდა, რომ პოლიტიკოსი გამოხვიდე?

– არაა, ვერ ვიტან პოლიტიკას და საერთოდ არ მაინტერესებს. ისე, ერთი თვე კი ვიქნებოდი საქართველოს პრეზიდენტი და ყველა იმ პრობლემას მოვაგვარებდი, რაზეც ბაბუა ლაპარაკობს ხოლმე. გაჭირვებულ ხალხსაც მაგრად დავეხმარებოდი, კარგ საქმეებს გავაკეთებდი, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტობას ერთი თვე, მირჩევნია, ერთი დღე ამერიკის პრეზიდენტი ვიყო. აქ ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი, ამერიკაში ჯობია.

– და იქ რას გააკეთებდი?

– ბლომად ფულს ვიშოვიდი ერთ დღეში, მოვხსნიდი მთელი ამერიკის ბიუჯეტს და მერე მთელი ცხოვრება მაგრად და უდარდელად ვიცხოვრებდი...


скачать dle 11.3