ნინი შერმადინი, შესაძლოა, საბერძნეთში ყველაზე პოპულარულ მომღერლად იქცეს
„ნუცასსკოლელი“, „ჯეოსტარელი“, ყველასთვის კარგად ცნობილი ნინი შერმადინი საბერძნეთში ძალიან პრესტიჟულ კონკურსში რომ მონაწილეობს, ეს ჩვენი ჟურნალის ფურცლებიდან უკვე შეიტყვეთ. ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალყურს კონკურსს „იქსფაქტორის“ მიმდინარეობას და სისტემატურად გაწვდით ინფორმაციას ნინის წარმატებებზე. აღსანიშნავია, რომ ნინი უკვე ფინალისკენ მიიწევს და, როგორც კულისებში ლაპარაკობენ, აბსოლუტურად რეალურია, რომ სწორედ ის გახდეს კონკურსის გამარჯვებული. ჟიურის წევრებს ძალიან მოსწონთ ნინის როგორც ვიზუალური, ისე ვოკალური მონაცემები და ის ყველა ეტაპზე ძალიან ბევრ დადებით შეფასებას იმსახურებს. აღსანიშნავია, რომ თამთა გოდუაძემ კარიერა სწორედ ამ კონკურსით დაიწყო და, ალბათ, ნინიც გახდება როგორც საბერძნეთის, ისე მთელი ევროპის მასშტაბით ცნობილი მომღერალი.