კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კომპიუტერული ომები


ავღანური „ნათლობა“

გასული კვირის მიწურულს პრეზიდენტმა ქართული შეიარაღებული ძალების მარგალიტების (თავდაცვის მინისტრის, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელისა და სხვა ვარსკვლავოსანთა) თანხლებით ვაზიანის სამხედრო ბაზაზე საარტილერიო ბრიგადის ახალი დისლოკაციის ადგილი გახსნა. შესაბამისად, ხელიდან ვერ გაუშვებდა შესაძლებლობას, არც გაუშვა, რომ ქართული შეიარაღებული ძალების წარმატებაზე ესაუბრა. ეს საუბარი კი, ცხადია, ავღანეთის ოპერაციაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობის აღნიშვნის გარეშე ვერ იქნებოდა. არც იყო; უფრო მეტიც, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაგვახსენა, რომ „ჩვენ გამოვეხმაურეთ ობამას ინიციატივას, ავღანეთში კონტინგენტის გაზრდის შესახებ.“ არც იმის ახსნა დაგვამადლა, თუ რატომ გამოვეხმაურეთ ასეთი სიხარულითა და ოპერატიულობით ობამას ინიციატივას: „ჩვენს კონტინგენტებს, განსხვავებით ზოგიერთი ევროპული ქვეყნისგან, საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის არანაირი შეზღუდვა არ აქვთო“. არ აქვთ და ვერც ექნებათ, რადგან, მთავარსარდლის რწმენით, ქართული ჯარისთვის ეს საბრძოლო ნათლობის მიღების უნიკალური შესაძლებლობა ყოფილა (ვითომ იმ ნათლობაზე უნიკალური, რა შესაძლებლობაც 2008 წლის აგვისტოში მიეცა?!). ჩვენ, ბუნებრივია, იმედი გვაქვს, რომ ავღანური „ნათლობა“ გაცილებით ნაყოფიერი გამოდგება, რადგან, პირველი პირის ლოგიკითვე, ჩვენი ქვეყნის გამთლიანების გზა სწორედ ავღანეთში ტერორიზმის დამარცხებასა და დემოკრატიის დამყარებაზე გადის, რადგან, სწორედ ამ ზოგადსაკაცობრიო პრობლემების გადამკიდე აღარ სცხელა ჩვენთვის დასავლეთსო. შესაბამისად, პირველი პირი დაასკვნის, რომ, რაც მალე დამშვიდდება ავღანეთი თუ ერაყი, მით უფრო დაცული იქნება საქართველო (და მერე რა, რომ იქამდე არ გეტკინათ არაფერი, სანამ ავღანეთში დემოკრატიის აკვანი დაირწევა).

გახსნის ამ ცერემონიალზე ისიც ითქვა, რომ ჩვენ არ გვჭირდება მხოლოდ სააღლუმე ჯარი, სამაგიეროდ, მოაზროვნეები და ბეჯითები გვჭირდებიან. უფრო მეტიც, თურმე, თანამედროვე ბრძოლის ველი სწორედ და მხოლოდ კომპიუტერისა და ინგლისურის ცოდნაზეც გადის (შესაბამისად, წვრთნის ერთ ეტაპად კომპიუტერული ომობანაც გამოდგება). ანუ, თუკი აქამომდე ეს აუცილებელი იყო, თუნდაც, ბარმენის ადგილისთვის ხელის გამოსაკვრელად, აწი ეს ცოდნა ომებსაც მოგვაგებინებს (ოღონდ, ავღანეთს რომ გამოვადემოკრატიულებთ, მერე).


скачать dle 11.3