კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის ეძებს ორგიებში გადასაღებად შოთიკო კალანდაძე და ვინ აუმხედრდა მას ეროტიკული სცენების გამო

ახალგაზრდა რეჟისორი შოთიკო კალანდაძე  კინოში სრულიად შემთხვევით მოხვდა, თუმცა, რამდენიმე სკანდალური ფილმის გადაღების შემდეგ, ეროტიკული სცენების მოყვარული რეჟისორის  იმიჯი შეიძინა.  მის ფილმებში, საკმაოდ ბევრი  ცნობილი ქართველი გაშიშვლდა, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საზოგადოების ერთ ნაწილს მოსწონს მისი ინდივიდუალური, ემოციებზე აგებული ფილმები, თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც რეჟისორს თამამი სცენების გამო აუმხედრდნენ. შოთიკოს საკუთარი წარმატების საზომად ის მიაჩნია, რომ მისი ერთ-ერთი ფილმი კატალოგში მსოფლიოს უძლიერესი რეჟისორების ფილმებთან ერთად მოხვდა და, ამით გათამამებული, უახლოეს მომავალში საზოგადოებას ახალ სკანდალებს ჰპირდება.

შოთიკო კალანდაძე: შეიძლება ითქვას, რომ რეჟისურაში შემთხვევით მოვხვდი. პროფესიით მხატვარი ვარ, საკუთარ თავს ზურაბ ნიჟარაძის, ედმუნდ კალანდაძისა და ჩუფჩიკას მოსწავლედ მივიჩნევ, მათ სახელოსნოებში ვხატავდი. მე მათზე გადავიღე ფილმი, ახლა დამონტაჟების პროცესში ვართ. მხატვრობა და კინო ერთმანეთთან დაკავშირებული, მონათესავე პროფესიებია, ალბათ, ამიტომაც გაღვივდა ჩემში ინტერესი კინოს მიმართ. მხატვრობა ძალიან მეხმარება, ყველა ფილმს ვიღებ როგორც მხატვარი, ყველაფერი ესთეტიკური უნდა იყოს. წლების წინ გავიცანი ლიკა ქავჟარაძე, გამოფენა გავაკეთე მასთან ერთად. მან ჩამითრია კინოში (იცინის). იმ პერიოდში ერთმა რეჟისორმა მე და ლიკას კინოში გადაღება შემოგვთავაზა, მე ტუტანჰამონი უნდა ვყოფილიყავი, ლიკა – ნეფერტიტი, მაგრამ ეს პროექტი ჩაიშალა. მაშინ შევთავაზე გულდაწყვეტილ ლიკას: ნუ ნერვიულობ, მოდი, ჩვენ თვითონ, ჩვენთვის გადავიღოთ-მეთქი, იმ პერიოდში რეჟისურის აბსოლუტურად არაფერი არ ვიცოდი, მაგრამ იმდენი ხალხი ამყვა ამ იდეის განხორციელებაში, რომ ყველაფერს გავართვით თავი. ფილმში იყო თამამი შიშველი კადრები, მე თავად გავიხადე იმ ფილმში – ექსპერიმენტს სხვას ხომ არ ვანდობდი?! მაგრამ, სექსუალური სცენის გადაღების დროს „ტრუსიკის“ გახდა მავიწყდებოდა ხოლმე და მახსენებდნენ: „ტრუსიკი, ტრუსიკი გაიხადეო“. ლიკა ქავჟარაძეს რომ ვეხებოდი, ისე ვნერვიულობდი, რომ მართლა მავიწყდებოდა „ტრუსიკის“ გახდა, თუმცა, მერე დავასკვენი, რომ ეს მარტო მე არ მჭირდა, თურმე სხვებსაც ემართებოდათ ეს (იცინის). თავიდან გვინდოდა, რომ ფილმი ჩვენი ტუსოვკისთვის გვეჩვენებინა, მაგრამ არ გამოგვივიდა და საკმაოდ ბევრი ხალხი მოვიდა ფილმის სანახავად, მათ დაუმონტაჟებელი ფილმი ვაჩვენეთ. ეს იყო პირველი შემთხვევა საქართველოში, როცა ბიჭი კადრში სულ შიშველი გამოჩნდა, თანაც, გაიხადა ქართული კინოს ერთ-ერთმა ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელმა. მას შემდეგ ბევრი ფილმი გადავიღე და როცა მათ პირველ ფილმს ვადარებ, ვხვდები, რომ სასიყვარულო სცენას ძალიან არაპროფესიულად ვასრულებ, ძალიან დაბნეული ვკოცნი ლიკას. ეტყობა, ჩემი დებიუტი რომ იყო, იმის ბრალია (იცინის). „გაელვებას“ საზოგადოების ძალიან დიდი კრიტიკა მოჰყვა, თუმცა ჩვენ ის მოვიგერიეთ და ძალიან მალე გადავიღე ისეთი ცნობილი ქართველები, როგორებიც არიან: ლია კაპანაძე, დოდო ჭიჭინაძე და ლიანა ასათიანი. ეს იყო ნოველებისგან შემდგარი პატარა ფილმები. 2006 წელს გადავიღე ძალიან ინდივიდუალური ფილმი „პოეტური სხვადასხვა ჩანახატები“, რომელსაც დიდი წარმატება მოჰყვა მოსკოვსა და პრაღაში, კატალოგშიც კი შეიტანეს კირა მურატოვასა და პიტერ გრინვეის ფილმებთან ერთად, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო პოეტური კინო. „მეცოზე“ მოხვდა ჩემი გადაღებული კლიპი – ეს იყო პირველი ქართული კლიპი, რომელიც „მეცოზე“ გავიდა. მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდა ის ქართულ ტელეეთერში, რადგან მანამდე ქართულმა საზოგადოებამ ის არ მიიღო.

– რატომ ვერ მიიღო ქართულმა საზოგადოებამ შენი ფილმები? ხელოვანები ტექნიკური ელემენტების არქონას გიჩივიან.

– პენსიონერ რეჟისორს, რომელსაც კოპირებული ფილმების გადაღება ურჩევნია, ჩემი ფილმი არ მოეწონება. ასეთები ახალგაზრდა რეჟისორებს შორისაც არიან, მე არ ვგავარ მათ და ამიტომაც არ მოსწონთ ჩემი ფილმები. მე კი არა, გენიალურ რეჟისორებს ჰყავდათ კრიტიკოსები. რეჟისორი რომ იტყვის, სამი თვე ველოდი მოსკოვიდან თანხმობას, რომ კოცნა გადამეღოო, წარმოიდგინეთ, რომელ საუკუნეშია ჩარჩენილი. მე არ მაინტერესებს, ვინ რას ამბობს ჩემზე, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო და არის რეზო ესაძის შეფასება; ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ფილმში გადაღებაზე დამთანხმდნენ კახი კავსაძე და დოდო ჭიჭინაძე; ის, რომ მე არ დამიმთავრებია „მასკი“, ეს არაფერში არ მიშლის ხელს, პირიქით, მაძლევს საშუალებას, რომ ვიყო უფრო გაბედული. ჩემი ფილმები მოსწონთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ განსხვავებული ხედვა, მე ვიღებ ჩემთვის და ის, რაც კეთდება საკუთარი თავისთვის, კეთდება ყველასთვის, ხოლო ის, რაც კეთდება ყველასთვის, არავისთვის არაა. ჩემს ფილმებში არის განუმეორებლობა და ინდივიდუალიზმი, რომელიც შეიძლება არ იყოს გამართული ტექნიკურად, მაგრამ ინდივიდუალიზმი ნებისმიერ შემთხვევაში საინტერესოა. ჩემი ფილმები არ კეთდება ლიტერატურული სცენარის მიხედვით, ეს არის ემოციების მიხედვით ნაგრძნობი ვიზუალი, დამონტაჟებული მუსიკით. მე ახლა ვიღებ ნოველებისგან შემდგარ სამ ფილმს, სადაც გამოჩნდება ლიკა ქავჟარაძისა და როლანდ ოქროპირიძის სასიყვარულო სცენები, ეს არის ფილმი დაავადებული ქალის სევდაზე, რომელსაც შეუყვარდება ძალიან ახალგაზრდა ბიჭი... ფილმში იქნება მარინა კახიანი ვამპირის როლში, მაკა შალიკაშვილი თამაშობს ქალიშვილის როლს, ნანკა კალატოზიშვილი ერთი ნახვით შეყვარებულის როლშია. ნანკა ფილმში ნახევრად შიშველი გამოჩნდება, მაგრამ ეს უხამსი სიშიშვლე კი არა, ხელოვნება იქნება. ნანკა თამაშობს სექსუალურ სცენას ქართველ კინგ-ბოქსიორთან ერთად. ლიკა ქავჟარაძესა და როლანდ ოქროპირიძეს შორის იქნება ისეთი კადრები, რომელიც ჯერ ქართულ კინოში არ გადაღებულა.

– რატომ გგონია, რომ ეს პირველი შემთხვევაა? ქართულ კინოში აქამდეც გადაუღიათ ეროტიკული სცენები.

– ვერ დაგეთანხმებით. ეროტიკული სცენები გადაუღიათ, მაგრამ იქ კაცი არ არის შიშველი, ჩემთან კი კაცი შიშველია და ჩანს ქალის სასქესო ორგანო, მაგრამ ჩანს ლამაზად და კადრს „სუნი“ არ ასდის. როდესაც იღებ ასეთ სცენებს, იქ აუცილებლად უნდა გაჩნდეს ემოცია, თორემ ისე ძალიან ყალბი გამოვა. დარწმუნებული ვარ, რომ როლანდ ოქროპირიძესა და ლიკა ქავჟარაძეს შორის გაჩნდა სექსუალური ლტოლვა, ამის გარეშე ასეთ მაგარ კადრებს ვერ გადავიღებდით. ეს იქნებოდა თეატრი და არა ემოციური კინო, ჩემი „სექსუალური აქტები“ არ მიდის პორნოგრაფიამდე, მაგრამ მიდის ორგაზმამდე...

– რატომ აირჩიე ეს მიმართულება? სკანდალებს ეძებ თავის დამკვიდრებისთვის?

– სიშიშვლე ძალიან ლამაზია, თუ ლამაზად არის გადაღებული. ოღონდ ეს უნდა აიყვანო ხელოვნების დონეზე, რომ უხამსი არ იყოს. „კალიგულა“ მსოფლიო შედევრია, თუმცა ამ ფილმში პორნოგრაფიის ელემენტებიც არის. ფილმს ამ მხრიდან უნდა შევხედოთ. მე ვერ გავგზავნე ჩემი ფილმები ეროტიკის ფესტივალზე, რადგან ეს ფილმები მოიცავს ადამიანურ სევდას, ადამიანურ სიღრმეებს. ჩემს ახალ ფილმში ცნობილი მსოფლიო ჩემპიონი რამაზ ნოზაძე სრულიად შიშველია, ოღონდ, ქანდაკების სახე ექნება.

– შენ ხარ არაპროფესიონალი, დამწყები რეჟისორი. როგორ ახერხებ შენს ფილმებში ცნობილი ქართველების გადაღებას? როგორ ითანხმებ მათ დიდ ნაწილს, რომ გაშიშვლდნენ?

– რატომ არ უნდა გაშიშვლებულიყო რამაზი, გოიმი ხომ არ არის, რომ ხელი დაიფაროს?! მას ძალიან ლამაზი ტანი აქვს და რატომ უნდა დამალოს ეს? მე გავახდევინე ერთ მოჭიდავეს, თუმცა მან მერე სკანდალი მოაწყო და პრემიერამდე ერთი კვირით ადრე ფილმიდან ამომაღებინა კადრები, რომლებიც მისი თანხმობით იყო გადაღებული. მე არ მაქვს ზუსტი რეცეპტი, როგორ მთანხმდებიან ცნობილი ქართველები გახდაზე, მე მათ ვაჩვენებ ჩემს გადაღებულ ფილმებს, რაც არწმუნებთ მათ, რომ ვიღებ არა უხამს ეროტიკას, არამედ ხელოვნებას. ყველა, ვინც ჩემთან თანამშრომლობდა, მუშაობდა ჰონორარის გარეშე. როცა პირველად როლანდ ოქროპირიძეს დავურეკე, მას გიჟი ვეგონე. როცა გაიგო, რომ ფილმის გადასაღებად ფული არ მქონდა პირდაპირ მკითხა: ფული თუ არ გაქვს, რას იღებო? როცა ჩვენ შევხვდით და მან ნახა ჩემი გადაღებული ფილმები, დამთანხმდა კიდეც გადაღებაზე. ყველამ იცის, რომ მე ფულს ვერ გადავიხდი, თუმცა ისინი ხედავენ ფილმის სხვა ღირებულებებს. რაც უფრო ცნობილია ადამიანი, მით უფრო იოლია მისი დათანხმება გადაღებაზე, მე გადავიღე ცნობილი მოდელები კრისტი, ნათია მაქაცარია, ლენუკა ყიფშიძე, თუმცა მათ არ გაუხდიათ... ისე მაქვს ამ მხრივ სახელი გატეხილი, ზოგიერთი პირდაპირ გახდილიც კი მოდის (იცინის). ერთხელ საცდელ გადაღებაზე მოსულ ბიჭს შემოსასვლელში ვუთხარი, გაიხადეთ-მეთქი, მე ქურთუკი ვიგულისხმე, რაც მან ვერ გაიგო და ოთახში სრულიად შიშველი შემოვიდა (იცინის). ძალიან მინდა, რომ გადავიღო დოკუმენტურ-მხატვრული ფილმი ქართველ მორაგბეზე.

– ფიქრობთ, რომ ისინიც გაიხდიან?

– რატომაც არა, მსოფლიოს ძალიან ბევრი ცნობილი მორაგბე გადაუღიათ შიშველი. არ იქნება მათი შიშველი ტანის დანახვა ესთეტიკური? მით უმეტეს, თუ მათ რომაული ქანდაკებების ფორმა ექნებათ? იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მსახიობი არ დამეთანხმა გადაღებაზე, ერთ-ერთი მათგანი იყო ნატო მურვანიძე, მას უთხრეს, რომ მე ეროტიკას ვიღებ. თუმცა, საბედნიეროდ, მის ნაცვლად ძალიან საინტერესო შემსრულებელი მოვძებნე. ძალიან ბევრი ადამიანი მეხმარება ფილმების გადაღებაში. მაგალითად, ჩემი მეგობრის ახალგარემონტებული სახლის აბაზანაში ისე მოხვდა 25 ტიტველი მამაკაცი, რომ ჯერ თვითონაც არ იყო შესული იმ ბინაში, რადგან ამერიკაში ცხოვრობს. ბევრი სცენა ჩემს სახლში მაქვს გადაღებული. ძალიან მინდა, გადავიღო ფილმი გეებზე, ორგიებზე. ორგიაც კი შეიძლება იქცეს ხელოვნებად. ბიჭები შერჩეული მყავს, გოგონები ჯერ ვერ ვიპოვე. მინდა, რომ ჩემს ფილმებში მოხვდნენ ქართველი პოლიტიკოსებიც, მაგრამ არ ვიცი, დამთანხმდებიან თუ არა ისინი გახდაზე, იმედი არ გადამიწურავს, კანდიდატებიც უკვე შერჩეული მყავს, ყველაზე საინტერესო ტიპებს შორის. პოლიტიკურად – ვერ გეტყვით, მაგრამ ესთეტიკურად მომხიბვლელები უნდა იყვნენ (იცინის)...



თამუნა ნიჟარაძე


скачать dle 11.3