კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მომეტებულად დამაკმაყოფილებელი


კრიტიკანარგები და შერისხული

ჩვენ არ ვიცით, რამ არგო: ბ-ნი მინაშვილის კრიტიკამ თუ ბ-ნი ბოკერიას მკაცრმა ტონმა, მაგრამ ფაქტია, რომ ქართული ნაცუმრავლესობის მიერ აქამომდე მრავალგზის შერისხული თომას ჰამარბერგი თბილისშიც ჩამოვიდა, ცხინვალშიც ჩავიდა და მეორე გზაზე თან ორი ქართველი მოზარდიც გამოიყოლა, დანარჩენი ორის გათავისუფლებას კი ათიოდ დღეში დაგვპირდა (ყოველ შემთხვევაში, მას ასე დაჰპირდა ედუარდ-ჯაყო კოკოევი). ქართული სახელისუფლო პოლიტელიტა ამ ამბავს დინჯად და აუღელვებლად შეხვდა (სავარაუდოდ, რადგან ფიქრობდა, რომ ეკუთვნოდა). უფრო მეტიც, პრეზიდენტმა თომას ჰამარბერგს აქტივობა მოუწონა, ოღონდ, მასაც და სრულიად ევროპასაც შეახსენა (ახალი პრესმდივნის, ქ-ნი მანჯგალაძის ბაგეებით), რომ კმაყოფილი მაინც ვერ ვიქნებით, რადგან ოკუპაციაა, ევროპა კი ყურსაც არ იბერტყავს. მეორე მხრივ, პრეზიდენტს ვერც დაძრახავ, რაც ჩვენი სამხედრო კონტინგენტი ნატოს ომებში აღმა-დაღმა დარბის, წესით, ზრდილობის გამო მაინც, იმათაც უნდა ჩამოესეირნებინათ თავიანთი კონტინგენტი ჩვენკენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ნატოელებს ჩვენი სტუმრობა ურჩევნიათ; მეტიც, ისე ძალიან ურჩევნიათ, რომ დღე-დღეზე საფრანგეთი რფ-სთვის უზარმაზარი შვეულმფრენმზიდის მიყიდვასაც აპირებს. ხოლო, რაკი რუსეთს ყველაფერი, რაც გააჩნია, ჩვენზე ემიზნება, რთული განსაჭვრეტი არ არის, რომ ჩვენკენ სწორედ იმ შვეულმფრენმზიდით აპირებს ჩამოსეირნებას.

ასეა თუ ისე, ორი ქართველი მოზარდი (სანამ იმ შვეულმფრენმზიდს ჯერჯერობით დედაბუდიანად არ დავუწიოკებივართ), უკვე სახლშია, დანარჩენი ორი – კვლავაც სეპარატისტულ ციხეში. უფრო ადრე, თომას ჰამარბერგმა არ დაგვიმალა, რომ ქართველი მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა ცხინვალის ციხეში არადამაკმაყოფილებელი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ დარჩენილი ორი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავაც არადამაკმაყოფილებელია. ამდენად, ნუგეშად ისღა გვრჩება, რომ, სამაგიეროდ, ჩვენი ჩინოვნიკების ჯანმრთელობის მდგომარეობაა ზომაზე მეტად დამაკმაყოფილებელი.


скачать dle 11.3