კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიმართლის დრო ახალ ქ-ა-რ-თ-უ-ლ-ა-დ


„ყველა ყრუი, ყველა ცრუი, ცუღლუტი და მანკიერი“

იქით – ქუთაისში პარლამენტის ახალი სადგომი შენდება; აქეთ – თბილისი დახუნძლულა წინასაახალწლო სანათებით; ამათ შუა – ქართული ელმედია საახალწლოდ დაუვიწყარი ღამის გატარებას გვპირდება; პარალელურად კი, ქართული რესტორნები არც სტუმრის ნაკლებობას უჩივიან და არც შემკვეთების. შესაბამისად, გარეთ მტერს ვუბრმავებთ თვალს, შიგნით – მოყვარეს ვუხეთქავთ გულებს (თუ ასეთი ჯერ კიდევ შემოგვრჩა). ერთი სიტყვით, შეუიარაღებელი თვალითაც აშკარაა, რომ ეს გამარჯვებული ხალხის ქვეყანაა! რაც სავსებით ლოგიკურია, ვინაიდან, დღეს თუ არა ხვალ, ერაყში ტერორიზმს დავამარცხებთ, ავღანეთში კი დემოკრატიას ვაზეიმებთ (ვინც არა – ცანცარა!). ამასობაში „სიმართლის დროს“ წამყვანი შეეცვალა. ოფიციალური ვერსიით, იმის გამო, რომ შეკითხვაში „სექსი“ ერია. რა თქმა უნდა, კაცია და გუნება. იმის მიუხედავად, დავიჯერეთ თუ არა ოფიციალური ვერსია (ყველაფერში დამნაშავე სექსიაო), ფაქტია, რომ „გავატარეთ“, რომ, თურმე, ერთი კარგ ჰონორარად ანტიქართულ ფილმშიც ითამაშებდა; მეორე – მეგობრის ცოლებსაც გაეარშიყებოდა, მესამე – ოკუპანტის სახელით კონკურსზეც იმღერებდა (იმას აღარ გავიხსენებ, მეოთხე რომ კარიერული წინსვლის გამოც კი ნებისმიერს შეუწყვილდებოდა). ხოლო, თუ იმასაც დავამატებთ, რომ ამის ამღიარებლებს ტაშიც დავუკარით, იბადება ლოგიკური კითხვა: რატომ ველით ტაშისმკვრელები, რომ ჩვენზე უკეთესი ან პრეზიდენტი, ან მთავრობა, ან ოპოზიცია გვეყოლება?!

ანუ, ზემოთაც და ქვემოთაც: „ყველა ყრუი, ყველა ცრუი… ცუღლუტი და მანკიერი“.


скачать dle 11.3