კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოვამზადოთ ოთხფეხა მეგობარი გამოფენისთვის და რატომ არის საქართველოში არსებული ძაღლების 70 პროცენტი პეტ-კლასის


თუ ძაღლი მხოლოდ ინტერიერის გასალამაზებლად ან გასართობად არ გინდათ და გსურთ, უფრო მნიშვნელოვანი ფუნქცია დააკისროთ და გამოფენაზე მოსინჯოთ ბედი, აუცილებელია, რამდენიმე ნიუანსიც გაითვალისწინოთ. როგორ უნდა შევუქმნათ ძაღლს პირობები ჩემპიონობისთვის და რა არის ამისთვის ძირითადი პრიორიტეტი, ამის შესახებ საქართველოს ცხოველთა დაცვისა და ჯიშიანი ძაღლების მოყვარულთა საზოგადოების თავმჯდომარე, კინოლოგი ბექა მეტრეველი გიამბობთ.

ბექა მეტრეველი: სულ არსებობს სამი კლასიფიკაცია: ბრიდ კლასი ეს არის ლეკვი, რომელსაც აქვს იდეალური გენეალოგია, მაგრამ არ აქვს ჯიშისათვის დამახასიათებელი მკაფიოდ გამოვლენილი შტრიხები ექსტერიერში ან ხასიათში; მეორე არის შოუ-ლეკვი. შოუ-ლეკვად ითვლება ის, რომელსაც მკაფიოდ აქვს გამოვლენილი ჯიშისათვის დამახასიათებელი შტრიხები ექსტერიერში და, ამავდროულად, მისი წარმომავლობა ძალზე ღირებულია; მესამე კი არის პეტ-კლასის ლეკვი. პეტ-კლასის ლეკვი შეიძლება, დაიბადოს ჩემპიონებისგან, მაგრამ ჰქონდეს სანაშენე ბრაკი, მაგალითად, კანე კორსო იყოს. თეთრი შეფერილობის რომ იყოს, ასეთ შემთხვევაში, მის საბუთში მინიშნებული იქნება, რომ არ ექვემდებარება სელექციას. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სუფთა ჯიშის კანე კორსო გვეყოლება სახლში, მას ვერც კანონიერად დავაწყვილებთ და ვერც გამოფენაზე გავიყვანთ.

– ამ სამი კლასიფიკაციის ლეკვებიდან ყველაზე ძვირად ღირებული რომელია?

– თუ ნამატში დაიბადა პეტ-კლასის ლეკვიც, ბრიდ-კლასიც და შოუც, ფასიც თავისთავად სხვადასხვაა. ყველაზე ძვირად ღირებულია შოუ კლასის ლეკვი. ამიტომ, თუ ლეკვი შოუსთვის გვჭირდება, ის არ უნდა ვეძებოთ 300-400 დოლარის ფარგლებში, რადგან მისი ფასი გაცილებით მაღალია.

– როდიდან ვამზადებთ ძაღლს შოუსთვის?

– პირველივე თვეებიდან უნდა დავიწყოთ ძაღლის „ჰენდლინგი“, ანუ ძაღლის მომზადება რინგისთვის. შესაბამისად, როცა ძაღლი გამოფენაზე გაჰყავთ, მან უნდა აჩვენოს კბილები, ანუ უნდა დადგეს ნაბულში („სტოიკა“). ყველა ჯიშის ძაღლს ნაბულის თავისი სტილი აქვს, რომელიც, თავისთავად, სტანდარტშია მითითებული. კორექტირებას თუ გაუკეთებთ, მაგალითად, ფეხს გადმოუწევთ ოდნავ მარცხნივ ან პირიქით, უნდა გემორჩილებოდეთ, რათა მსაჯს უჩვენოთ მისი ანატომია. ძაღლი რინგზე წრის შემოვლისას უნდა მოძრაობდეს პატრონთან ერთად და არ უნდა აქცევდეს სხვა ძაღლებს ყურადღებას. არ უნდა ჰქონდეს მიდრეკილება თამაშისკენ, ჩხუბისკენ და ასე შემდეგ. ძაღლი აუცილებლად უნდა იყოს ყველანაირად მომზადებული და ეს ყველა ეტაპი უნდა გაიაროთ, რომ ძაღლი გამოფენაზე მოხვდეს მისაღები დონით. სამწუხაროდ, საქართველოს გამოფენების დონე არა მხოლოდ იმიტომ არ ვარგა, რომ დაფინანსებაა მწირი, არამედ იმიტომაც, რომ 99 პროცენტი პირდაპირ ჯაჭვიდანაა მოხსნილი და ისეა გამოფენაზე მიყვანილი. ამიტომაც არის აყალ-მაყალი, ყვირილი, რინგზე მოშარდვა და ასე შემდეგ.

არსებობს საერთაშორისო კანონმდებლობა. არის ძირითადი ორი ტიტული: ცაცი და ცაციბი. ცაცი არის ქვეყნის შიდა ტიტული, ხოლო ცაციბი – საერთაშორისო ტიტული. გამოფენაზე ძაღლის რამდენიმე შეფასება არსებობს. მსაჯი ჯერ მის აღწერილობას წერს, ბოლოს კი – მის შეფასებას. შეიძლება, ძაღლმა მიიღოს დამაკმაყოფილებელი შეფასება, ძალიან კარგი, საუკეთესო, ანუ ბრწყინვალე. შეფასების თანახმად, ძაღლი ან იღებს ტიტულ ცაცს, ან ვერ იღებს. თუ ძაღლმა მიიღო ტიტული ცაცი ერთ გამოფენაზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან თავისი საქმე კარგად შეასრულა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ძაღლმა 3 ცაცი სამ სხვადასხვა გამოფენაზე, სხვადასხვა მსაჯთან უნდა მოაგროვოს. ის მხოლოდ ამის შემდეგ ხდება საქართველოს ჩემპიონი – ის 3 ცაცით მიბრძანდება კინოლოგიურ ფედერაციაში და იქ მიიღებს საქართველოს ჩემპიონის სერტიფიკატს. ძაღლი ამ სერტიფიკატის მიღებისთანავე ავტომატურად გადადის ჩემპიონთა კლასში. ანუ მისი მოწინააღმდეგეები შემდგომ გამოფენაზე მხოლოდ ჩემპიონები იქნებიან.

– „ბესთ ინ შოუზე“ რას გვეტყვით?

– ჯიშების მიხედვით, ყველა თავის კლასში გადის. იქ გამარჯვებული ძაღლები (სხვადასხვა ჯიშის) მერე უკვე ერთმანეთს ხვდებიან „ბესთ ინ შოუზე“. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ „ბესთ ინ შოუზე“ ფრანგული ბულდოგი და კავკასიური ნაგაზი ერთად მოხვედრილან. მსაჯი ორივეს აფასებს და საუკეთესოს გამოავლენს. ხალხს უკვირს, რატომ ადარებენ ამ ორ ძაღლს ერთმანეთს. სინამდვილეში, მსაჯი ამ ორ ძაღლს ერთმანეთს კი არ ადარებს, არამედ, ის ადარებს, თუ რამდენად ახლოს არის კავკასიური ნაგაზი სტანდარტთან, ისევე, როგორც ფრანგული ბულდოგი – თავის სტანდარტთან. „ბესთ ინ შოუში“ გამარჯვებული ძაღლის ეს ტიტული არ ფიქსირდება საგვარეულო ნუსხაში, ეს, უბრალოდ, წამახალისებელი ტიტულია.

– ყველა მსურველს შეუძლია ძაღლის გამოფენაზე გაყვანა?

– გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა, ძაღლს ჰქონდეს საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის ან საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაციის აღიარებული საგვარეულო ნუსხა. თუ ეს არ აქვს, მაშინ ფედერაციაში უნდა აიღოს ნულოვანი საგვარეულო ნუსხა, სადაც მინიშნებული იქნება, რომ ის არის ამა თუ იმ ჯიშის წარმომადგენელი, მაგრამ მის წინაპრებზე ინფორმაცია არ არსებობს. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი საგვარეულო ნუსხის ძაღლი ჩემპიონი ვერასოდეს გახდება, 3 ცაცის მოგროვების შემთხვევაშიც კი. ცხოვრების ბოლომდე ის ჩემპიონობის კანდიდატი იქნება.

– სულ რამდენი კლასია?

– სულ არის რამდენიმე კლასი: ბეიბი კლასი, ღია კლასი, იუნიორები, ინტერმედია, ჩემპიონთა კლასი და ვეტერანები.

– ყველაზე ხშირად რომელი ჯიშის ძაღლი ხდება ჩემპიონი?

– ჩემპიონი, თავისთავად, თავის სახეობაში, ყველა ჯიშის ძაღლი ხდება, მაგრამ „ბესთინ შოუზე“ საქართველოში ძირითადად კავკასიური ნაგაზები ლიდერობენ.

ყველაზე ხშირად რის გამო „იბრაკებიან“ ძაღლები გამოფენაზე?

– სამწუხაროდ, საქართველოში არსებული ძაღლების 70 პროცენტი პეტ-კლასის ძაღლებია, რომლებსაც საგვარეულო ნუსხაში დიდი ბეჭედი უნდა ჰქონდეთ ჩარტყმული, რომ არ ექვემდებარება სელექციას, გამოფენაზე კი ძირითადად ჯიშის საუკეთესო წარმომადგენლები უნდა გავიდნენ. საქართველოში რომ მოვიძიოთ ყველა ჯიშში არსებული საუკეთესო წარმომადგენლები, შეიძლება, 20 ძაღლი მოვძებნოთ, მაქსიმუმ – 30. ეს ის რაოდენობაა, რომელმაც, შესაძლოა, უცხოეთში გვასახელოს.


скачать dle 11.3