კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გარეშე ვერ გადის სახლიდან ნინო ღავთაძე და როდის ისვენებს ის საკუთარი თავისგან


მომღერალი ნინო ღავთაძე საკუთარ გარეგნობაზე ყოველთვის ზრუნავს. მას ექსპერიმენტებიც უყვარს და ყოველთვის ყველასგან განსხვავებული და ორიგინალური სტილი აქვს.


ნინო: რადგან ცვალებადი ბუნების ადამიანი ვარ, ამიტომ თავსაც სხვადასხვანაირად ვუვლი, ხან უფრო ინტენსიურად, ხან კიდევ ვისვენებ საკუთარი თავისგან.

– რა პროცედურებს იტარებ ყოველდღიურად?

– ყველა აუცილებელ პროცედურას. ჩემთვის თავის მოვლა იმით იწყება, რომ ყოველ დილით ვიღვიძებ, სარკეში ვიხედები, საკუთარ თავს ვეუბნები: „დილა მშვიდობისა„ და მერე ვიწყებ უკვე თავის მოწესრიგებას.

– როგორ უვლი სახის კანს და თუ დადიხარ კოსმეტოლოგთან?

– მშრალი კანი მაქვს, ამიტომ დილით ვხმარობ მკვებავ კრემს. შემდეგ უკვე ვიკეთებ მაკიაჟს, დილით უფრო მსუბუქს, საღამოს კი – მძიმეს. მაკიაჟის გარეშე ვერ გავდივარ სახლიდან, ამის კომპლექსი მაქვს. როდესაც მაკიაჟი მაქვს, უფრო თავდაჯერებული ვარ. სახლში თუ ოჯახის წევრებთან ერთად ვარ, არ მაქვს მაკიაჟი, მაგრამ თუ სტუმრები მოდიან, ვცდილობ მათ უმაკიაჟოდ არ დავხვდე. მყავს კოსმეტოლოგი, რომლის კრემიც ძალიან მომიხდა. მგრძნობიარე კანი მაქვს და ბევრმა ძვირად ღირებულმა კრემმა გამიღიზიანა. მშრალი კანისთვის ძალიან კარგია ზეითუნის ზეთი, რომელიც არბილებს და უხდება ჩემს კანს. მაგრამ, ადამიანს თუ უნდა, რომ კარგად გამოიყურებოდეს, ამისთვის ყველაზე კარგი საშუალება საუკეთესო განწყობაა. ქალს ბედნიერება და კარგი განწყობა უხდება.

– რით შემოიფარგლება შენი მაკიაჟი და ძირითადად, სახის რომელი ნაკვთს გამოყოფ ხოლმე?

– ჯერ ვისვამ კრემს, მერე პუდრს, შემდეგ რუჯს, რომ კარგად გარუჯულის ფერი მქონდეს სახეზე. შემდეგ უკვე სულის სარკეზე – თვალებზე ვისვამ კონტურს, ჩრდილებს ძირითადად საღამოს მაკიაჟის გაკეთებისას ვიმატებ. თუმცა, ყველაფერი განწყობასა და დროზეა დამოკიდებული. ძირითადად თვალებზე ვაკეთებ აქცენტს, ტუჩზე შეიძლება არაფერი წავისვა, მაგრამ თვალი ყოველთვის ჩახატული მაქვს.

– ყოველთვის გრძელი და ქერა თმა გაქვს, ალბათ, მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება?

– ყველაზე რთულია ქერა თმის მოვლა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბუნებრივად წაბლისფერი გაქვს. ვხმარობ სპეციალურ შამპუნებსა და ბალზამებს. თავს თვითონ არ ვიბან, მივდივარ სალონში, იქ ვიბან და სტილისტი მიკეთებს ვარცხნილობას.

– როგორც ვიცი, გიყვარს ექსპერიმენტები.

– კი, მიყვარს, თუმცა ამ ბოლო დროს დაკავებული ვარ, აქტიური ცხოვრებით ვცხობრობ და ნაკლებად მაქვს ექსპერიმენტების დრო. თუმცა, სანამ ქერა გავხდებოდი, ჩემს თავზე ძალიან ბევრი ექსპერიმენტი ჩავიტარე, ხშირად ვიცვლიდი იმიჯს. წითელი ფერის თმაც მქონდა, აფრიკული კიკინებიც, მაგრამ ქერა თმა უფრო მოვიხდინე და გავჩერდი. თანაც მიმაჩნია, რომ მომღერლისთვის იმიჯის ხშირი ცვლა არ არის მომგებიანი – ჩემს შემთხვევაში ასეა. უბრალოდ, თმის ფერი რომ შევიცვალო, რადიკალურად ვიცვლები, სხვა ადამიანი ვხდები და ვეღარ მცნობს ხალხი. მერე თავიდან ვიწყებ ცხოვრებას. ჯობია, აღარ ჩავიტარო ექსპერიმენტები, რამდენჯერ უნდა დავიწყო თავიდან ცხოვრება?!

– თუ ხმარობ სხეულის მოვლის საშუალებებს?

– თუ გინდა, რომ ქალი იყო, სხეულზეც უნდა იზრუნო. შესაბამისად, ვხმარობ სხეულის მოვლის საშუალებებს, დუშ-გელებს, ბოდი-ლოსიონებს.

– გიყვარს მასაჟები?

– გამიკეთებია მასაჟები, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მიყვარს.

– გახსოვს, პირველად როდის მიხვდი, რომ ქალი ხარ და დაიწყე გაპრანჭვა, თავის მოვლა?

– ბავშვობიდან სულ სწავლაზე ვიყავი გადართული. ხუთოსანი ვიყავი და სულ სწავლაზე ვფიქრობდი. ჩემი კლასელები ბევრად უფრო ქალურები და პრანჭიები იყვნენ, ვიდრე – მე. ვიჯექი პიანინოსთან, ვუკრავდი და ვსწავლობდი შოპენს, ბახს და ასე შემდეგ. როდესაც სტუდენტი გავხდი, მაშინ ვიგრძენი, რომ ქალი ვარ და დროა სხვა საკითხებზეც ვიფიქრო. კარგად მახსოვს, პირველად ტუში წავისვი წამწამებზე, შემდეგ პომადა და მერე ისე შევედი როლებში, სულ მაკიაჟს ვიკეთებდი.

– როგორი სურნელის სუნამო გიყვარს?

– ქალური, სექსუალური, მოტკბო, ციტრუსის არომატით.

– თუ აქცევ ყურადღებას, რამდენად მოვლილია მამაკაცი?

– რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია, თუმცა არ არის აუცილებელი თავზე პრიალა გელი ესვას, უბრალოდ მისგან სისუფთავის შეგრძნება უნდა მოდიოდეს და კარგი სურნელის სუნამოც ესხას.

– როდესაც ვიღაც მოგწონს, უფრო მეტად უვლი თავს?

– როდესაც ქალი შეყვარებულია, ეს მას დიდ სტიმულს აძლევს, უფრო ლამაზად გამოიყურება. შეიძლება ქალი, შეყვარებულობისა და არაშეყვარებულობის დროს ერთნაირად უვლის თავს, მაგრამ შინაგანი დადებითი იმპულსები, ემოციები მას უფრო ბედნიერს ხდის. სიყვარული ყველას ალამაზებს.

რჩევა: ყველა ქალს ვურჩევ, უპირველეს ყოვლისა, შეიყვაროს საკუთარი თავი, პოზიტიურად განეწყოს მათ გარშემო არსებული მთელი სამყაროს მიმართ და შეეცადოს, შინაგანი ბუნება გაილამაზოს და მერე ეს გარეგნობაზეც აისახება.


скачать dle 11.3