კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ზრდიან მამაკაცებს საქართველოში არასწორად, და რა მიაჩნია ეკა ნიჟარაძეს ქალის მთავარ შეცდომად


იგი მარტო ზრდის სამ არაჩვეულებრივ შვილს და მიაჩნია, რომ სწორედ ეს იყო მისი მთავარი დანიშნულება. არასდროს წუწუნებს და, სწორედ ამის გამო, ყველას, ოჯახის წევრებსაც კი, იმაზე გაცილებით ძლიერი ჰგონიათ, ვიდრე სინამდვილეშია. ეკა ნიჟარაძეს არაფერი მიუღია ცხოვრებისგან ადვილად და „კაცის ტყავშიც“ საკმაოდ ხშირად უწევს შეძრომა. მიუხედავად ამისა, ბედს მაინც არ ემდურის და უხარია, რომ სწორედ ქალად დაიბადა.


– რატომღაც, მამაკაცებს ჰგონიათ, რომ ქალს ძალიან მოსწონს „მამაკაცის ტყავში“ ყოფნა.

– მამაკაცებს, საერთოდ, ძალიან ბევრი რამ ჰგონიათ (იცინის). „კაცის ტყავში“ ყოფნა ქალების უმრავლესობისთვის ძალიან ნაცნობი მდგომარეობაა, მაგრამ მე ამას უფრო შევეგუები, ვიდრე პირიქით რომ იყოს საშინელებაა კაცი „ქალის ტყავში“. ვერ ვიტან კაცს, რომელიც ქალის საქმეს აკეთებს ოჯახში. მისი ორიენტაცია არაფერ შუაშია, არც იმას ვამბობ, რომ კაცი ქალს არ უნდა მიეხმაროს, ამაზე არ არის საუბარი, მაგრამ, ნამდვილად არ მინდა გვერდით მამაკაცი, სულ წინსაფარი ჰქონდეს აფარებული, რეცხავდეს, ხეხავდეს და აუთოებდეს. რუს კაცებს ახასიათებთ უფრო ქალის მიმართ ასეთი ყურადღება: მოჰყვება გვერდით და მოაქვს ქალის ხელჩანთა. ჩემთვის ეს არის კოშმარი (იცინის). თუმცა, არიან ქალები, რომლებსაც ეს მოსწონთ. მე ასეთ ქმრებს „პადკაბლუჩნიკებს“ ვეძახი. მიუხედავად იმისა, რომ ნიკო ძალიან მეხმარებოდა ბავშვების გაზრდაში, მამაკაცისთვის შეუფერებელი საქმე ნამდვილად არ გაუკეთებია.

– თუ ცოლი შოულობს ფულს და ის არის ოჯახში შემომტანი, მოამზადოს კერძი კაცმა, რა დაუშავდება ამით?

– რა არის, იცი? დიასახლისი კაცი უბედურებაა. მაშინ, საერთოდ რად გინდა ქმარი? ძალიან ცუდია და ცოდვაა კაცი, რომელსაც ქალის საქმეს აკეთებინებენ. მე ასეთ მამაკაცს ნამდვილად არ ვისურვებდი.

– აი, ასე რომ ლაპარაკობენ ქალები, იმიტომაც არის, ჩვენი გასაკეთებელი რომ ხდება ყველაფერი.

– საერთოდ, მამაკაცებს აწყობთ, როცა მათ გასაკეთებელს ქალი აკეთებს და არ ამბობენ, რომ ეს ცუდია. ჩვენ, მათგან განსხვავებით, ვაღიარებთ, რომ კაცი“ ქალის ტყავში არის ცუდი. გეთანხმები, რომ ქალების უმრავლესობა თავის საკეთებელსაც და კაცის საკეთებელსაც ჩუმად აკეთებს და თუ არ წუწუნებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძალიან სიამოვნებს.

– კაცები ასეთ ქალებზე ამბობენ, ძლიერია, არ სჭირდება დახმარება, ისედაც მიხედავს თავსო და ამით იხსნიან პასუხისმგებლობას.

– ჰო, ასეა. ალბათ, უნდა აწუწუნდე და რაღაც მომენტში დაანახვო, რომ სუსტი ხარ, მაგრამ, ამის გაკეთება უნდა შეგეძლოს. მე ვერ ვხედავ, რომ მამაკაცები თავს იკლავდნენ ჩვენი პატივისცემით. მანქანით დავდივარ და ძალიან იშვიათია, რომ მამაკაცმა გზა დამითმოს. პირიქით, რომ გხედავს, ქალი ხარ, ბოლომდე „ეკვეხება“, სადამდეც კი შეუძლია, ოღონდ შენზე წინ იყოს და საბოლოოდ კეტავს მოძრაობას. ისევ მე ვატარებ ხოლმე.

– გარეგნობას ხომ არ შეუშლია შენთვის ხელი საქმეში?

– ჯერჯერობით, არა (იცინის). ხომ არ ეშინიათ მამაკაცებს ჩემი?! არ ვიცი, შეიძლება, ეშინიათ კიდეც, მაგრამ მე ამის შესახებ არ გამიგია. არც არავის გამოუმჟღავნებია შიში ჩემ მიმართ.

– წეღან თქვი, ზოგჯერ კაცს უნდა დაანახვო, რომ სუსტი ხარო...

– აქ ორი ვარიანტია: ან ბუნებით ხარ ისეთი, რომ საცოდავის შთაბეჭდილებას ტოვებ, ან თამაშობ ამას. არიან ქალები, რომლებიც რეალურად არაფერს აკეთებენ, მაგრამ სულ დაღლილი, შეწუხებული და უკმაყოფილო გამომეტყველება აქვთ. სხვათა შორის, ასეთები მშვენივრად ახერხებენ მამაკაცები თავიანთ სისუსტეში დაარწმუნონ. ეს სერიოზული დიპლომატიური ნიჭია. ორივე შემთხვევაში – თამაშობს ქალი თუ რეალურად ასეთია – ის მოგებული რჩება.

– არ გიცდია, შენც გეთამაშა ასეთი ქალის როლი?

– არა. თუ მამაკაცს ძლიერ, ნორმალურ ქალს საცოდავი და საწყალი ურჩევნია, ეს მისი არჩევანია და ჰყავდეს. მე არ შემიძლია, ვიღაცას ვუმტკიცო, რამდენ საქმეს ვაკეთებ და როგორ ვიღლები. ბავშვი მყავდა მასწავლებელთან მიყვანილი და, სანამ მას ველოდებოდი, მანქანაში ვთვლემდი, თან შავი სათვალე გავიკეთე, რომ შესამჩნევი არ ყოფილიყო. ვითომ მოწყენილი ვიჯექი, სინამდვილეში კი მეძინა (იცინის). რა თქმა უნდა, ძნელია, როცა ყველაფერი შენზეა, მაგრამ ამის გამო ვერავის ავუტირდები.

– ეკა, როგორ გგონია, არსებობს ქალი, რომელსაც „კაცის ტყავში“ ყოფნა სიამოვნებს?

– არა. რა სასიამოვნო ეგ არის? იცი, ჩვენთან რა ხდება? საქართველოში მამაკაცებს არასწორად ზრდიან, თავიდანვე აჩვევენ ფუფუნებას. დედისთვის თავისი ბიჭი ყოველთვის არის პატარა, საცოდავი, მშიერი, დაღლილი... გოგოზეც ზრუნავენ, მაგრამ ასე გაგიჟებით არა. მეც ასეთი ვარ და დედაჩემიც დღემდე ისე დარდობს ჩემს ძმაზე, როგორც პატარა ბავშვზე: „დედა, ალიკა როგორ იღლება“!.. ეკა რომ იღლება, იმას არა უშავს. (იცინის). ამას წინათ, ღამე მირეკავს, ტელევიზორი გამიფუჭდაო. მანამდე რამდენჯერ დამირეკა, იმას აღარ მოვყვები. გავბრაზდი და ვკითხე, მე რატომ მირეკავ, ტელევიზორის ხელოსანი ვარ? დაურეკე ალიკას-მეთქი. არა, არა, ვერ დავურეკავ, ძალიან დაღლილიაო, – მაინც ის იყო დაღლილი და გული მოუკვდა.

– როგორი მამაკაცი იქნებოდი. ამაზე გიფიქრია?

– ჩვეულებრივი, სხვა ქართველი მამაკაცებისგან არაფრით განსხვავებული. ყოველ დილით პირი მექნებოდა გასაპარსი და ეგოიზმი არც ჩემთვის იქნებოდა უცხო.

– ესე იგი, კაცები ეგოისტები არიან.

– რა თქმა უნდა! აბსოლუტურად ყველა, გამონაკლისის გარეშე. ყოველ შემთხვევაში, მე არაეგოისტ კაცს არ ვიცნობ.

– ქალები ამბობენ, ნეტავი კაცი ვიყოო, როცა ვინმეს ცემა უნდათ.

– მე არასდროს მინატრია, კაცი ვყოფილიყავი. თუ ვინმეს ცემა მომინდება, არ არის პრობლემა. ახლაც მოვახერხებ ამას.

– მართალია, რომ ქალი და კაცი სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ?

– იცი, რა არის? საერთოდ, ადამიანები ლაპარაკობენ სხვადასხვა ენაზე, თუ ერთმანეთის გაგება არ უნდათ. ანუ, ეს სქესთა შორის პრობლემა არ არის. ის, ვითომ მამაკაცი ამბობს პირდაპირ, რაც უნდა, ქალი კი მთელ ამბავს ყვება. არ არის მართალი. კაცებიც ლაპარაკობენ ბევრს უაზროდ და ქალებიც. ქალებსაც უყვართ თავიანთი ისტორიის ლამაზად შეფუთვა და კაცებსაც. მე ძალიან ვიღლები, როცა ადამიანი ბევრს ლაპარაკობს და ძირითადად არ ვუსმენ ხოლმე.

– კომპლიმენტია თუ არა ქალისთვის, როცა მასზე ამბობენ, კაცის ჭკუა აქვსო?

– გააჩნია, რა კონტექსტში და რა ქვეტექსტით ამბობენ ამას. თუ უნდათ, რომ კომპლიმენტი იყოს, მაშინ კომპლიმენტია. ისე, ქალისა და კაცის ტვინი სხვადასხვანაირად არის მოწყობილი, არის მათ შორის განსხვავება.

– ამბობენ, კაცის ტვინი უფრო მძიმეაო.

– იქნება (იცინის). კაცები საერთოდ არიან მძიმეები. მით უმეტეს ქართველი კაცები. ერთი სტატია წავიკითხე, სადაც ჟურნალისტი წერდა, ყველა ქართველ კაცი იმ სულისკვეთებით იბადება და იზრდება, სულ მინიმუმ მინისტრი უნდა გახდესო. პრეზიდენტობაზეც ძალიან ცოტა იტყოდა უარს. კაბინეტის გარდა სხვა საქმე არ ეკადრებათ. სასაცილოა. მაგრამ, რას იზამ, ეტყობა, მართლაც ასეთები ვართ.

– ქალი უფრო სრულყოფილი არსებაა, თუ კაცი?

– ორივე. იმიტომ, რომ ორივე ღმერთის შექმნილია. კაცს კი აკლია ერთი ნეკნი, მაგრამ ჩვენ რამდენიც უნდა ვიძახოთ, მამაკაცი ასეთია, მამაკაცი ისეთიაო, მაინც ისეთებს ვიღებთ, როგორებიც არიან სინამდვილეში: გვიყვარს, გვძულს, ვმეგობრობთ მათთან ერთი სიტყვით, მათ გარეშე ყოფნა გვიჭირს.

– არასდროს გიფიქრია, კაცი რომ ყოფილიყავი, უფრო ადვილი იქნებოდა შენთვის ცხოვრება.

– არასდროს. რა სისულელეა. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ქალად დავიბადე. ვგიჟდები, ისე მიყვარს საკუთარი ქალობა. მიუხედავად იმ სიძნელეებისა, რაც ცხოვრებაში შემხვედრია, მიუხედავად სამი მშობიარობისა, მაინც უზომოდ კმაყოფილი ვარ, რომ ქალი ვარ. მე მიმაჩნია, რომ საკუთარი მისია შევასრულე, ესე იგი, ამისთვის მოვევლინე ქვეყანას. აბსოლუტურად მაქვს გაცნობიერებული საკუთარი პასუხისმგებლობა და არაფერს შევცვლიდი, რომც მქონდეს ამისი შესაძლებლობა.

– რატომ არის, რომ ქალს უფრო აქვს პასუხისმგებლობა შვილების მიმართ, ვიდრე მამაკაცს?

– ესეც ქალების ბრალია. უნდა მოსთხოვო, რომ გააკეთოს ის, რაც ევალება. საზოგადოება ძალიან ცუდად შეეჩვია იმას, რომ მამების არყოფნა ოჯახში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ბავშვები ისე იზრდებიან, რომ მამას საერთოდ ვერ ხედავენ. მათაც მოხსნილი აქვთ პასუხისმგებლობა. რატომ? უცხოეთში ასე არ არის. აბა, მაგარი ბიჭია და არ გადაიხადოს ალიმენტი, ან, არ გააკეთოს ის, რაც ევალება! „არა აქვს და მე რა ვთხოვო“ – ძალიან მცდარი და ცუდი პოზიციაა. გაუგებარია, რისი ან ვისი ერიდებათ. წავიდეს, აგურები ათრიოს და მოუტანოს. დედას აქვს? ისიც ხომ წვალობს, შვილს რომ არაფერი მოაკლოს? მიუხედავად ამისა, მეც არასდროს არაფერი მომითხოვია. მე ვიცი, რა მევალება მე და კეთილსინდისიერად ვასრულებ ჩემს მოვალეობას. ამაში არის თავისებური ხიბლი. (იცინის).

– ფაქტია, რომ ქალზე ძალიან ბევრია აკიდებული.

– ჰო. ის მძიმე პერიოდი, რომელიც 90-წლებში ჩვენს ქვეყანაში იყო, ძირითადად ქალებმა გადაატანინეს საკუთარ ოჯახებს. არ ჰქონდათ სხვა გამოსავალი და რა უნდა ექნათ? ქალისთვის „კაცის ტყავში“ ყოფნა ძირითადად იძულებითია. ვის არ უნდა, პრობლემებს სხვა უგვარებდეს, პარალელურად მის სიამოვნებაზეც ფიქრობდეს და ჰყავდეს საიმედო დასაყრდენი?!

– მაგალითად, იღვიძებ და გეუბნებიან, რომ შობის დღესასწაულს პარიზში შეხვდები. სასტუმრო და ბილეთები უკვე დაჯავშნულია...

– კარგია. (იცინის). არიან ქალები, რომლებსაც აქვთ ეს ყველაფერი, მაგრამ, ეს რომ გქონდეს პრაქტიკული ტვინია საჭირო. კარგად უნდა გათვალო და გაიანგარიშო ყველაფერი. მე კი ეს არ შემიძლია, მე ყოველთვის გულიდან ვიღებ გადაწყვეტილებას.


скачать dle 11.3