დაუმორჩილებელნი 2
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹30-47(465)
– მომყევით! – იღრიალა რუსმა, უფროსმა ლეიტენანტმა, „ბეტეერიდან“ ჩამოხტა და ხუთიოდე ხელქვეითთან ერთად, მდელოსკენ გაემართა, სადაც, ჰამოს ქალები დასეოდნენ და ურტყამდნენ. მთაწმინდელი სახეზე ხელებაფარებული იდგა და ქალებს ხელს არ უბრუნებდა.
იქვე გათიშული მამაკაცი ეგდო, რომელსაც ჰამომ ნოკაუტში ჩააგდო. არ მოეშვა და ჰამოც იძულებული იყო, მისთვის ძლიერი მუშტი ეთავაზებინა ყბაში. სამხედროების მხარდაჭერით და ჰამოს უმოქმედობით შეგულიანებულმა ახალგაზრდა ყმაწვილმა, სამხედროებს გაასწრო და მდელოზე დაგდებულ არმატურას დასწვდა. შემდეგ მამამისს ჩაურბინა, არც კი შეუხედავს მისთვის, ქალების წრე ღრიალით გაარღვია და მთაწმინდელს მთელი ძალით მოუქნია არმატურა... თუმცა, ჰამომ ოსტატურად აიცილა მოქნეული რკინა, რომელიც, რომ მოხვედროდა, სულს გააფრთხობინებდა. შემდეგ ყმაწვილს მძლავრი აპერკოტი ამოჰკრა და მდელოზე დასცა...
– არ გაინძრე, შენი დედაც... – კბილებში გამოსცრა ავტომატმომარჯვებულმა უფროსმა ლეიტენანტმა და სადესანტო „აკაემი“ მკერდზე მიაბჯინა ჰამოს.
მთაწმინდელი საკმაოდ აგზნებული იყო, ამიტომ, ავტომატს ორივე ხელი ჩაავლო ლულაში და იგივე მოძრაობა შეასრულა, რითაც საბურთალოს სასაფლაოზე ჩხუბისას, ჰაერში ააგდო და დააბზრიალა მისი ცოლ-შვილის გამტაცებელი ჩეჩენი... რუსი ლეიტენანტი საქონლის ფუნაში ჩავარდა ცხვირ-პირით, ავტომატი ჰამოს ეპყრა ხელთ. დანარჩენი რუსი ჯარისკაცები კი ავტომატებმომარჯვებულები იდგნენ ჰამოს წინ და ალბათ, სასხლეტსაც გამოჰკრავდნენ ხელს, ლუდა მედვედევას რომ არ ეყოჩაღა. გოგონა გიჟივით გადმოხტა „ბეემვეს ჯიპიდან“, ცალი ხელი ზემოთ ასწია, მეორეთი „ეფესბეს“ წითელი წიგნაკი აუფრიალა თვალებჩასისხლიანებულ ჯარისკაცებს და უღრიალა:
– გაქვავდით, თქვე „პედერასტებო“ და იარაღი დაუშვით! ჩვენ „ეფესბეს“ ოფიცრები ვართ და თითიც რომ გაგვეკაწროს, ყველას თავებს დაგაყრევინებენ.
ლუდას სიტყვებმა მაგიურად იმოქმედა ჯარისკაცებზე და ხუთივემ ავტომატები დაუშვა. მედვედევამ კი ჯერ წიგნაკი შეინახა, შემდეგ ერთ მწკრივში ჩალაგებულ რუსებს ჩამოუარა და თითოეულ მათგანს ორ-ორი სილა გააწნა. ბოლოს, სახეგაფუნიანებულ უფროს ლეიტენანტს დოინჯშემოყრილი დაუდგა წინ და ირონიულად უთხრა:
– კარგია ქაქის ჭამა?
– გასინჯე და გაიგებ, – არ დააყოვნა პასუხი გამწარებულმა რუსმა. მაგრამ ლუდამ ფეხსაცმლის წვერი ძლიერად ამოარტყა ნიკაპში, ფუნაში კეფით ჩააბრუნა და ირონიულად დააყოლა:
– ეგდე მანდ, შენი ადგილი ფუნაშია!
ამ სცენის შემხედვარე, ძროხების მეპატრონე ქალები გაოგნებულები უყურებდნენ ახალგაზრდა წყვილს, რომლებმაც ამდენი ხალხი თვალის დახამხამებაში დაიმორჩილეს. ამასობაში, გათიშულმა მამა-შვილმაც მოიკრიბა გონება, რის ვაი-ვაგლახით წამოდგნენ, ერთმანეთს მიეშველნენ და ქალებთან მილასლასდნენ.
ჰამომ უფროსი ლეიტენანტისთვის წართმეული ავტომატი იქვე დააგდო, ქალებს მიუახლოვდა და უთხრა.
– მაპატიეთ, რომ დაგაზარალეთ, მაგრამ სრულად გადაგიხდით.
– თუმცა ღირსები არ ხართ, – საუბარში ლუდა ჩაერთო, რომელიც მთაწმინდელს გვერდით ამოუდგა, – რა ვაი-უშველებელი ატეხეთ, თქვე ძუკნებო?!
ქალები და მამა-შვილი უხმოდ იდგნენ და პასუხის გაცემას ვერ ბედავდნენ. ჰამომ ჯიბიდან 2 ათასი ევრო ამოაცურა და მამაკაცს გულის ჯიბეში ჩაუდო, თან უთხრა:
– აქ ორი ათასი ევროა. საკმარისია?
– ძალიან ბევრია, – ამოღერღა მამაკაცმა, – ნახევარიც საკმარისია.
– გქონდეთ, – გაიღიმა ჰამომ და ლუდასთან ერთად „ჯიპისკენ“ გაემართა, მანქანაში ჩაჯდა და „ბეემვე“ ტრასაზე აიყვანა. თუმცა, მოსახვევში სადესანტო ჯავშანმანქანა გამოჩნდა, რომელიც „ბეემვეს“ წინ გაჩერდა. იქიდან რვა ავტომატმომარჯვებული რუსი მედესანტე გადმოხტა და „ჯიპი“ ალყაში მოაქციეს. ბოლოს, პოლკოვნიკის საველე ფორმაში გამოწყობილი, გოლიათი რუსი მედესანტეც გამოჩნდა, რომელიც „ჯიპის“ წინ დადგა და ჯერ ავტომატი მიუშვირა მანქანაში მსხდომ წყვილს, შემდეგ კი უღრიალა:
– გადმოეთრიეთ, თქვენი დედაც!
რუსი მედესანტეები „ბეტეერში“ დარჩენილმა ჯარისკაცმა გამოიძახა სასწრაფოდ, რომელმაც ჰამოს მოქმედებები იხილა და ასეთი შინაარსის შეტყობინება გადასცა: „საწრაფოდ მოგვეშველეთ. აქ ვიღაც რემბოა, რომელიც ჩვენებს მუსრს ავლებსო“. შეტყობინებით გაცოფებულ მედესანტეებს პირადად მათი უფროსი, პოლკოვნიკი სერგეევი გამოუძღვა, საუკეთესო მედესანტეები წამოიყვანა და სწორედ ის იდგა „ჯიპის“ წინ ავტომატმომარჯვებული. სერგეევმა ზიზღნარევი მზერა ესროლა მანქანაში მსხდომ წყვილს და გაიმეორა:
– გადმოეთრიეთ, თქვენი დედაც...
– შენი დედაც, პოლკოვნიკო! – მიუგო ჰამომ სერგეევს. ამ უკანასკნელმა ავტომატის სასხლეტს გამოჰკრა ხელი, ტყვიებმა „ბეემვეს“ წინა და უკანა შუშები ზუზუნით გაიარა, ჰამოს და ლუდას შუა გაიფრინა და უზარმაზარი შუშის სარეკლამო ბანერი ჩაამსხვრია, რომელზეც მათი პრეზიდენტის ფერადი სურათი იყო გამოსახული.
სერგეევმა სასხლეტს თითი აუშვა. თუმცა, ავტომატი კვლავ მანქანისკენ ჰქონდა მიშვერილი და თქვა:
– ცოცხლად, მანქანიდან გადმოეთრიეთ!
ჰამო არ განძრეულა. ლუდა კი მანქანიდან გადმოხტა, პოლკოვნიკს „ეფესბეს“ წითელი წიგნაკი აუფრიალა და უყვირა:
– ფედერალური უშიშროებიდან ვართ, შე კრეტინო ნაბოზარო, სალდაფონო, და თავს მოგაცლით!
სერგეევმა გადაიხარხარა, თუმცა ავტომატი დაუშვა და ლუდას სისინით უთხრა:
– ეგ წიგნაკი ფეხებშუა შეიკვეხე, შე ძუკნა. მე პოლკოვნიკი სერგეევი ვარ და ავღანეთი და ჩეჩნეთი მაქვს გამოვლილი. შენი „ფეესბე“ კი სულ ერთ ადგილზე მკიდია. ჩაგაძაღლებ და არავინ მოგიკითხავს.
მედვედევმა „ფეესბეს“ წიგნაკი შეინახა. შემდეგ გოლიათ პოლკოვნიკს ფეხებშუა ამოჰკრა წიხლი, ძირს დააგდო და უთხრა:
– მინისტრის მოადგილის, მედვედევის ქალიშვილი ვარ, შე ნაბოზარო და თმიდან რომ ერთი ღერიც ჩამომვარდეს, არა მარტო შენ, მთელ შენ ჯიშს გააქრობენ...
თავიანთი გოლიათი უფროსი რომ ასეთ პოზაში იხილეს, მედესანტეებმა თვალები გადმოკარკლეს, მაგრამ ლუდას სიტყვებიც კარგად მოისმინეს და ძალადობა არც კი უცდიათ. თუმცა, სხვა შემთხვევაში, ქალს კოლექტიურად გააუპატიურებდნენ, შემდეგ კი კავალერთან ერთად მოკლავდნენ და გვამებს ზღვაში გადაყრიდნენ. მინისტრის მოადგილის ქალიშვილს კი ასეთი რამ ვერ გაუბედეს. ამიტომ, ადგილებზე გაქვავებულები, მოვლენების შემდგომ განვითარებას ელოდნენ. სერგეევი ჯერ კიდევ მიწაზე ეგდო და გველივით იკლაკნებოდა. ლუდამ კი ტელეფონი ამოაცურა, გაშალა, ვითომ დარეკა და ცოტა ხნის მერე ხმამაღლა, ყველას გასაგონად თქვა:
– ია, ლუდა მედვედევა ვარ, მამაჩემს მობილური გათიშული აქვს და დამალაპარაკე. რაო, თათბირი აქვს? როდის მოიცლის?.. არა, ისეთი არაფერი... მაშინ მითხარი, ვინაა ჩვენი წარმომადგენელი აფხაზეთში. უნდა დავურეკო, რაღაც საქმე მაქვს... კარგი, ხუთ წუთში გადმოგირეკავ, – ლუდამ ტელეფონი დაკეცა და ჰამოს უთხრა:
– ახლავე ყველაფერს „გავაიასნებ“ და ამ მანიაკებს თავიანთ ადგილებს მივუჩენ.
სერგეევი დიდი გაჭირვებით წამოდგა, ლუდას მიუახლოვდა და შეევედრა:
– მაპატიე, ძვირფასო, ნამდვილად არ მინდოდა თქვენი წყენინება და დიდი გაუგებრობა მოხდა, – სერგეევმა „ბეტეერზე“ მჯდომი ჯარისკაცებისკენ გაიშვირა ხელი, – აი, იმ ნაბიჭვარმა გადმომცა, „რემბო“ მოგვიხტა და მოგვეშველეთო.
– „რემბო“? – გაეცინა ლუდას.
– ჰო, – თქვა გოლიათმა პოლკოვნიკმა. შემდეგ ავტომატი მიუშვირა „ბეტეერს“ და მთელი მჭიდი დაცალა. ხოლო, ჯარისკაცს რომ ჯავშანმანქანაში ჩაძრომა არ მოესწრო, სერგეევი მის სხეულს ნაფლეთებად აქცევდა.
– პირუტყვო, – კბილებში გამოსცრა ლუდამ, პოლკოვნიკს სილა გააწნა და უთხრა, – ჯარისკაცს რას ერჩი, შე მანიაკო! მაგან სწორი შეტყობინება გამოგიგზავნა. შენი საქციელი იყო არასწორი. ახლავე მოგიყვან ჭკუაზე. შენს უშუალო უფროსს დავუკავშირდები და ახლავე დაინტერესდებიან შენით.
გოლიათი პოლკოვნიკი ოთხად მოიკეცა და თითქმის ტირილით უთხრა ლუდას:
– მაპატიე, ძვირფასო. ნუ დამღუპავ, ისედაც ცუდი თვალით მიყურებენ და ერთი სიგნალიც რომ მიუვიდეთ, არა მარტო მომხსნიან, პასუხისგებაშიც მიმცემენ. მაპატიე...
– გაპატიო? ასე უმინოდ ვიაროთ? – უთხრა ლუდამ სერგეევს.
– ეს რა პრობლემაა? – გამოცოცხლდა პოლკოვნიკი, – მაქსიმუმ, ერთ საათში მოვაგვარებ ყველაფერს. თქვენ კი მანამდე ჩვენი სტუმრები იქნებით.
– დიდი პატივია თქვენი სტუმრობა, – ირონიულად ჩაილაპარაკა ლუდამ, – ამის არანაირი სურვილი არ მაქვს.
– არანაირად არ შეგაწუხებთ. თან არ გეგონოთ, რომ ყაზარმაში გეპატიჟებით. საუკეთესო პანსიონატში ვართ დაბანაკებული უფროსი ოფიცრობა და მერწმუნეთ, იქ ძალიან მოგეწონებათ. ნაირ-ნაირი საჭმელ-სასმელი, სრული კომფორტი და ულამაზესი პეიზაჟი, სუფთა ჰაერი. მოკლედ, აქ ნამდვილი სამოთხეა და ამ ყველაფერს ის ამახინჯებს, რომ ძალიან ბევრი შავტრაკა ცხოვრობს. თუმცა, სულ მალე ეს პრობლემა მოგვარდება და ამ მიწებსაც შემოვიერთებთ, – მხიარული სახით დაასრულა თავისი ოცნება გოლიათმა რუსმა პოლკოვნიკმა, რომელსაც სრული იდიოტის გამომეტყველება აღბეჭდვოდა სახეზე.
– თქვენი აპარტამენტები შორსაა აქედან? – ჰკითხა ლუდამ პოლკოვნიკს.
– ორიოდე კილომეტრში, – ავტოპროფილაქტიკა ოდნავ მოშორებითაა და ყველაფერი უმაღლეს დონეზე მოგვარდება. წავედით?
– წავედით. მაგრამ, თქვენს აპარტამენტებამდე ჩვენი მანქანით ვივლით, მერე კი თქვენ მიხედეთ, – უთხრა ლუდამ პოლკოვნიკს და „ბეემვეში“ ჩაჯდა.
– ჩვენ გამოგვყევით, უკნიდან კი „ბეტეერი“ ჩაგიდგებათ, – უთხრა პოლკოვნიკმა ლუდას. შემდეგ სადესანტო ჯავშანმანქანაში ჩაჯდა და დაიძრა.
დაიძრა ჰამოც, რომელსაც ყელში მოწოლილი ბოღმა ახრჩობდა და მზად იყო, ყველა რუსი ჯარისკაცი ერთიანად გაეწყვიტა. თუმცა, ისიც იცოდა, რომ სურვილი არარეალური იყო და ეს უფრო მეტად აცოფებდა.
– რა დაბოღმილი ხარ? – ჰკითხა ჰამოს ლუდამ.
– კარგ გუნებაზე რატომ უნდა ვიყო? – კითხვა შეუბრუნა ჰამომ გოგონას.
– ამ კრეტინი პოლკოვნიკის სიტყვებმა გაგაცოფა ხომ? – გადაიხარხარა ლუდამ, – მეტი დარდი არ მოგცეს ღმერთმა, კვიცო. ამ პედერასტს და მისნაირებს ბოღმა ალაპარაკებს. თვითონ ბევრი არაფრის ტრაკი აქვთ და ქალზე მეტად არყის ბოთლს უგებენ. ჩვენ კი, რუს ქალებს, ყველაზე მეტად შენნაირი შავტრაკიანები მოგვწონს და თქვენი ფასი კარგად ვიცით. აბა, ვის რა ჩემ ფეხებად უნდა მაგათი რიჟა ტრაკი და გამოტრეტილი უტვინო თავი. ასე რომ, კვიცო, ნურაფრის გეშინია. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, გაწყენინოთ და ვერც ვერავინ გადაგაშენებთ. პოლკოვნიკისნაირ ბოთეებს კი არყის ჭირი და ტყვიები შეიწირავს.
– შენ პირს შაქარი, – გამხიარულდა ჰამო, – მაგრამ კვიცს ნუ მეძახი.
– რატომ, რა, ტყუილია?
– გეყოფა, ლუდა. ჩვენ უკვე გავარკვიეთ ჩვენი ურთიერთობები და ყველაფერს თავიდან ნუ დაიწყებ.
– კარგი. კარგი, კვიცო. ბოდიში, ჰამო, – გადაიკისკისა ლუდამ, – გეხუმრე. ნუთუ, ვერ მიხვდი?
– შენმა ხუმრობამ კინაღამ საიქიოში გაგვისტუმრა.
– ნუ გეშინია. ბედნიერ ვარსკვლავზე ვართ დაბადებულები. მრავალი ხიფათი გადაგვიტანია ერთად. აბა, გაიხსენე...
– მე მგონი, მოვედით, – შეცვალა სალაპარაკო თემა ჰამომ და სვლა შეანელა. რადგან, სადესანტო ჯავშანმანქანა გაჩერდა. იქიდან გადმოსულმა სერგეევმა „ჯიპთან“ მიირბინა და წყვილს უთხრა:
– გადმოდით. მოვედით. მანქანას კი ჩემები წაიყვანენ და სულ მალე საღ-სალამათს ჩაგაბარებენ.
ჰამომ ფულით სავსე კეისი აიღო, ლუდასთან ერთად მანქანიდან გადმოვიდა და სანატორიუმ „აფხაზეთის“ ეზოში შევიდა, რომელიც, კომუნისტების დროს პარტიული მაღალჩინოსნების საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო. „ბეემვეს ჯიპში“ კი წითური რუსი ოფიცერი ჩაჯდა და წაიყვანა.
– მობრძანდით, ძვირფასო სტუმრებო. კეთილი იყოს თქვენი ფეხი ამ სამოთხეში. მართალია, მცირე ხნით ხართ აქ, მაგრამ ნამდვილ რუსულ სტუმართმოყვარეობას გიჩვენებთ, – ამბობდა პოლკოვნიკი და წყვილს წინ მიუძღვოდა.
წყვილი უხმოდ მიჰყვებოდა გოლიათ რუსს, რომელიც უტვინო დევივით მიბაჯბაჯებდა ქართულ მიწაზე და ჰამოს მისი დაუყოვნებელი განადგურების სურვილი გაუჩნდა. მთაწმინდელმა ზიზღნარევი მზერა შეავლო სერგეევის ზურგს და გაიფიქრა: „გრანატამიოტი„ რომ მეჭიროს, ამ ნაბოზარს დავუძახებდი, მოვატრიალებდი და მუცელში ვგლეჯდი „სნარიადს„. რა სასიამოვნო სანახაობა იქნებოდა რუსული იარაღიდან აფეთქებული რუსი პოლკოვნიკის ხილვა. ლუდა თვალს არ აცილებდა ჰამოს და უთხრა:
– სახეზე ზიზღნარევი სიხარული გაწერია და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბოთე სერგეევის მოკვლაზე ოცნებობდი.
– ფიზიონომისტი ხარ, – გაეცინა ჰამოს.
– სისულელეებზე ფიქრს მოეშვი და სიამოვნებაზე იფიქრე, – შეაპარა ლუდამ ჰამოს. მაგრამ პოლკოვნიკი სერგეევი შეჩერდა, წყვილისკენ შეტრიალდა და თქვა:
– სანამ ისადილებთ, ზღვაში ხომ არ ისურვებთ ბანაობას?
– არა, დასვენება გვირჩევნია, – თავი გაიქნია ლუდამ.
– მაშინ, აქეთ მობრძანდით, – თქვა პოლკოვნიკმა, წყვილი ექვსსართულიანი შენობის ჰოლში შეიყვანა, ლიფტი გამოიძახა და მეექვსე სართულზე აიყვანა, თან უთხრა, – ბრეჟნევის ნომერში მოგათავსებთ. თურმე, ლიონია რომ აფხაზეთში ჩამოდიოდა, ყოველთვის აქ ჩერდებოდა.
ოთხოთახიან ლუქსს უზარმაზარი სივრცე ეკავა და მართალია, კომუნისტებისდროინდელი დიზაინით, მაგრამ დიდი გემოვნებით იყო მოწყობილი. იქ ყველაფერი უცვლელად დაეტოვებინათ, გარდა ტელევიზორისა და ელექტროაპარატურისა. სერგეევმა სასიამოვნო დასვენება უსურვა წყვილს და წავიდა. ლუდა სავარძელში ჩაეფლო, ფეხები შუშის მაგიდაზე შემოაწყო და რაღაცის თქმა უნდოდა ჰამოსთვის, მაგრამ მთაწმინდელი გოგონას მიუახლოვდა და ყურში ჩასჩურჩულა:
– ზედმეტი არაფერი თქვა და წესიერად მოიქეცი, ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, აქ „ჟუკებია“ დაყენებული და არ გამიკვირდება, რომ ვიდეოაპარატურაც იყოს დამონტაჟებული.
– მე კი მეგონა, მოსაფერებლად მოხვედი, – ჩურჩულითვე უპასუხა ჰამოს ლუდამ.
– ლუდა, წესიერად! რა გითხარი? – კარგი, კარგი, გეხუმრე, – თქვა ლუდამ, წამოდგა, ტელევიზორი ჩართო, პულტიანად ჩაეშვა სავარძელში და ტელეარხების თვალიერებას შეუდგა. ჰამო კი აივანზე გავიდა და ზღვის ზღაპრულ პეიზაჟს დაუწყო თვალიერება. ათიოდე წუთის მერე, სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა ჭაბუკმა სასტუმროს ნომერში სადილი მიიტანა და სუფრა რომ გაშალა, თქვა:
– კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ?
– ჯერჯერობით არა, – უთხრა ლუდამ, ყმაწვილი აათვალიერ-ჩაათვალიერა და ჰკითხა, – საიდან ხარ?
– ციმბირიდან, – მიუგო ყმაწვილმა ლუდას და წამოწითლდა.
– რამდენი წლის ხარ?
– ცხრამეტის.
– ალბათ, წვევამდელი ხარ.
– დიახ, – თვი დაუქნია ყმაწვილმა.
– მოგწონს აქაურობა?
– ნამდვილი სამოთხეა.
– ალბათ, გავლენიანი პატრონი გყავს, თორემ ისე ვინ გამოგიშვებდა სამოთხეში. როგორც მე ვიცი, ასეთ ადგილებში და ასეთ თანამდებობაზე მხოლოდ „ბლატით“ აგზავნიან.
– არა, – თავი გააქნია ბიჭმა და კვლავ გაწითლდა, – პატრონი საერთოდ არ მყავს. სოფელში საცოლე დავტოვე და სულ ესაა. ბავშვთა სახლში ვარ გაზრდილი, კულინარიული ტექნიკუმი დავამთავრე, არ ვტრაბახობ, მაგრამ კარგი მზარეული ვარ და სწორედ ამის გამო მოვხვდი ამ სამოთხეში. როცა ჯარში გვანაწილებდნენ, მე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გამომიშვეს აქ, რომ პოლკოვნიკ სერგეევს კარგი მზარეული სჭირდებოდა.
– გასაგებია, – გაიცინა ლუდამ, – შენს საცოლეს რა ჰქვია?
– ნასტია.
– კარგი გოგოა?
– დიახ.
– მე მჯობია?
ჯარისკაცი წამოწითლდა და ლუდას მორცხვად მიუგო:
– თქვენც ძალიან ლამაზი ხართ.
– გაჟიმული გყავს ნასტია?
ჯარისკაცს კოცონივით აუელვარდა ლოყები, თავი ჩაღუნა, გააქნია და თქვა:
– არა. ცოლად რომ შევირთავ, მერე.
– ქალი თუ გყავს გაჟიმული? – არ ეშვებოდა ლუდა ჯარისკაცს.
– არა, – დიდი ხნის პაუზის მერე თქვა თავჩაღუნულმა ყმაწვილმა.
– რა პიონერივით ჩაგიღუნავს თავი, ყმაწვილო, – მხიარულად უთხრა ლუდამ ბიჭს, ჯიბეში ორასევროიანი ჩაუდო და ჩურჩულით, მხიარულად უთხრა, – ჩემთან გაჟიმავებდი, მაგრამ კავალერი მახლავს თან და უხერხულია. ეს ორასევროიანი კი მშვიდობაში მოიხმარე, მაგრამ ფრთხილად, არავინ გიპოვნოს, რომ არ წაგართვან.
მოულოდნელობისგან გაბრუებულმა ბიჭმა ჯიბიდან ორასევროიანი ამოაცურა, დახედა და ლუდას ჰკითხა:
– ეს რა არის?
– ფულია, ორასი ევრო, ანუ თითქმის ცხრა ათასი მანეთი. შეინახე, დემობილიზაციის მერე ნასტიას ძვირფასი საჩუქარი უყიდე და სოფელში ჩაუტანე.
– მე მჩუქნი? – საკუთარ თვალებს არ უჯერებდა ყმაწვილი და ხან ორასევროიანს დასცქეროდა, ხან ლუდას მისჩერებოდა, მადლობა, დიდი მადლობა, – იმეორებდა ყმაწვილი და ადგილიდან არ იძვროდა.
– კარგი, კარგი, ახლა წადი და პოლკოვნიკ სერგეევს უთხარი, არ შეგვაწუხოს. მანქანას რომ მოიყვანენ, მხოლოდ მაშინ დაგვიძახოს.
– არის! – მხედრულად გამოეჭიმა ყმაწვილი ლუდას და გასასვლელისკენ გაემართა. ლუდამ კი მხიარულად მიაძახა.
– ნასტიას მოკითხვა ჩემგან და დაიმახსოვრე, პირველ ღამეს ისე გაჟიმე, რომ თვალებიდან ნაპერწკლები აყრევინო. თუმცა, არა მარტო პირველ ღამეს, ყოველთვის. ჩვენ, ქალებს, გვიყვარს ეს და კარგად დაიმახსოვრე.
– არის, – გაიმეორა გახარებულმა ყმაწვილმა და ნომერი ლუქსი ამაღლებული განწყობილებით დატოვა...
***
წყვილმა გემრიელად ისადილა და კარგადაც დაისვენა. „ბეემვე“ კი მხოლოდ სამი საათის მერე მიიყვანეს უკან. მანქანა სრულ წესრიგში იყო და ახალჩასმული მინები მზის შუქზე ბზინავდა. „ჯიპი“„ იდეალურად იყო გარეცხილი, როგორც გარედან, ასევე შიგნიდანაც. თვითკმაყოფილი იდიოტის გამომეტყველების მქონე პოლკოვნიკმა სერგეევმა კი წყვილს უპატაკა:
– მანქანა საუკეთესო მდგომარეობაშია და სამუშაოდ მზადაა. რაღაც-რაღაცეებიც მოაწესრიგეს ხელოსნებმა, პატარა რეგულირება იყო საჭირო და ახლა ყველაფერი წესრიგშია.
– ყოჩაღ, პოლკოვნიკო, – ასე არ სჯობს?! – ცერა თითი გაბზიკა ლუდა მედვედევამ, – თორემ თავიდან ტყვიები დაგვიშინეთ და კინაღამ შუბლები გაგვიხვრიტეთ.
– კიდევ ერთხელ მაპატიე, ჩემო ძვირფასო. თავს ვხრი შენ წინაშე და ვინანიებ, – თქვა სერგეევმა და თეატრალურად დახარა თავი, რაც მის უნიჭო მსახიობობაზე მიუთითებდა.
– მიპატიებია. მასპინძლობისთვის კი მადლობელი ვარ. უგემრიელესად ვისადილეთ და მშვენიერი მზარეული გყოლიათ.
– ჰოო, – თავი დააქნია პოლკოვნიკმა, – რაც მართალია, მართალია, ფედკა ბრწყინვალე მზარეულია.
– ჰოდა, არავინ აწყენინოს ფედკას, – უთხრა სერგეევს ლუდამ, რომელმაც ბიჭის სახელი პირველად პოლკოვნიკისგან გაიგო, – კარგი ყმაწვილია, თანაც ჩემი შორეული ნათესავი და რაც მთავარია, საცოლე ჰყავს ციმბირის სოფელში. იმედია, ჯარიდან გათავისუფლებისას ხელცარიელს არ გაუშვებთ სახლში.
– რაზეა ლაპარაკი, – თავი დააქნია პოლკოვნიკმა.
– იცოდეთ, აუცილებლად დავინტერესდები ამით.
– ყველაფერი რიგზე იქნება.
– არ იქნება და... – ლუდამ თითი დაუქნია სერგეევს, – თქვენ თავს დააბრალეთ. ახლა კი წავედით.
– მშვიდობით, მშვიდობით! – პოლკოვნიკმა ხელი დაუქნია გოგონას. ჰამომ კი მანქანა ადგილიდან დაძრა და ცარიელ გზატკეცილს გაუყვა.
„ბეემვეს ჯიპი„ დინჯად მისრიალებდა აფხაზეთის ულამაზეს ბუნებაში ჩაფლულ გზატკეცილზე. ხელმარცხნივ ზღვა ლივლივებდა ლურჯად, ხელმარცხნივ კი მარადმწვანე ტყიდან წამოსული სურნელი ტრიალებდა ჰაერში. წყვილმა კიდევ საათ-ნახევარი იარა და ლესელიძეში ჩავიდა, სადაც საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მოუწიათ შეჩერება. ავტომატგადაკიდებულმა რუსმა რიგითმა ყურადღებით შეათვალიერა „ჯიპში„ მსხდომი წყვილი და უთხრა:
– თქვენი საბუთები.
ლუდამ რიგითს „ეფესბეს“ წითელი წიგნაკი აუფრიალა და უთხრა:
– გვეჩქარება, ჯარისკაცო, სწრაფად გახსენი შლაგბაუმი.
რიგითმა, ვითომ ვერ გაიგონა ლუდას სიტყვები და ჰამოს უთხრა:
– თქვენი საბუთები?
– შენ რა, თავში „სირი“ გაქვს, ჯარისკაცო? – გადასძახა ჰამოს გვერდით მჯდომმა გოგონამ ავტომატგადაკიდებულს, – საკმარისი არაა შენთვის ჩემი ქსივა?
ჯარისკაცს ერთი ნერვიც არ შეტოკებია სახეზე და ლუდას გაქვავებული სახით უთხრა:
– ბრძანება გვაქვს, რომ უსაბუთოდ არავინ გავატაროთ.
– მიმიფურთხებია მაგ ბრძანებისთვის, ჩქარა გახსენი შლაგბაუმი, ძალიან გვაგვიანდება!
– უფლება არ მაქვს.
– შენს უფროსს დაუძახე.
– არ სცალია, ისვენებს.
ლუდამ გულწრფელი გაოცებით შეხედა სახეგაქვავებულ ჯარისკაცს. შემდეგ სიმწრისგან წამოწითლდა, მანქანიდან გადმოვიდა, თან ავტომატგადაკიდებულს უთხრა:
– შენისთანა „გამოსირებული„ და ბრტყელთავა ყმაწვილი ჯერ არ შემხვედრია. ჯარი ინტელექტკლუბი არაა, მაგრამ შენისთანა „ყვერთავიანი“ მართლაც ნამეტანია.
ლუდამ გადააფურთხა, ავტომატგადაკიდებულ ჯარისკაცს გვერდი აუარა და საგუშაგოს შენობისკენ გაემართა, სადაც მას საკონტროლო-გამშვები პუნქტის უფროსი ეგულებოდა. ჯარისკაცმა ავტომატი გადატენა, გოგონას ზურგზე მიადო და მბრძანებლური ტონით უთხრა:
– ხელები მაღლა, არ გაინძრე, თორემ გესვრი!
ლუდამ თავი გააქნია და ჩაილაპარაკა: „ეს „სირი“, იმაზე უფრო ბრიყვი ყოფილა, ვიდრე მეგონა, ანუ ორჯერ „ყვერთავიანი“, – შემდეგ მკვეთრად მოტრიალდა და ჯერ ავტომატის ლულას ჩაავლო ხელები და იარაღი ზემოთ ასწია, ბოლოს წიხლი ამოსცხო ჯარისკაცს ფეხებშუა, ძირს დააგდო და ართმეული იარაღით ხელში საკონტოლო-გამშვები პუნქტის შენობაში შევიდა. იქაურობა მარიხუანას სუნით იყო გაჟღენთილი, დერეფანში არავინ ჩანდა და ერთადერთი ოთახიდან კვნესა ისმოდა. ლუდა მედვედევამ მიაყურადა და ჩაილაპარაკა: „ჟიმაობენ“, – შემდეგ წიხლის კვრით კარი შეამტვრია, ოთახში შევიდა და ჯარისკაცულ საწოლში მწოლარე ქალ-ვაჟს წამოადგა თავზე, რომლებიც მოულოდნელობისგან ადგილზე გაქვავდნენ და გაოცებულები შესცქეროდნენ ავტომატმომარჯვებულ სტუმარს. ლუდამ ირონიულად ჩაიცინა და თქვა:
– ჟიმაობთ? – შემდეგ თავი გააქნია და შავგვრემან ქალს ჰკითხა, – როგორია, კარგად გხერხავს?
ქალს პასუხი არ გაუცია. ლოგინიდან წამოხტა, ჩაიცვა და ოთახიდან გავარდა. მამაკაცმა კი საბანი დაიფარა და ლუდას უთხრა:
– ვინ ბრძანდებით?
ლუდამ გადაიხარხარა და მამაკაცს უთხრა:
– სწორი ხარ. შენს ადგილზე მეც დავიფარებდი საბანს, თორემ შენი ზომების პატრონს თავი არსად გამოეყოფა. შენი გაჟიმული ქალი, თავიდან გასაჟიმია.
მამაკაცი წამოწითლდა და ხმას აუწია:
– მე ვიკითხე, ვინ ბრძანდებით-მეთქი!
ლუდამ ავტომატის ლულა ფეხებშუა მიადო საბანწაფარებულ მამაკაცს და უთხრა:
– მე კი კითხვაც აღარ მჭირდება, თუ საიდან მოიყვანე ასეთი „სირთავა“ ჯარისკაცები. ყველაფერი გასაგებია. რა „სირიც“ უფროსია, ის „სირები“ არიან ჯარისკაცებიც. მე „ეფესბეს“ თანამშრომელი ვარ. მეწყვილესთან ერთად საგანგებო დავალებას ვასრულებ. ახლავე აეთრიე და შენი ხელი გახსენი შლაგბაუმი!
შიშველი მამაკაცი გველნაკბენივით წამოხტა საწოლიდან და მხოლოდ ტრუსები ამოიცვა. შემდეგ ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა, თან ლუდას უთხრა:
– წამობრძანდით, ახლავე გაგატარებთ.
ლუდამ თვალი გააყოლა ტრუსებისამარა გაძუნძულებულ მამაკაცს და ჩაილაპარაკა: „მასხარა, ყველაფრით მცირეზომიანი“.
ტრუსებისამარა ლუდას მიერ ნაცემ, ჯერ კიდევ მიწაზე დაგდებულ ჯარისკაცთან შეჩერდა, თავი გააქნია და უღრიალა:
– პეტრუშინ, შე „პლანით“ გამოსირებულო, ავტომატახეულო ნაბიჭვარო, ჩქარა სმენაზე, თორემ ჰაუპტვახტში დაგალპობ.
ფეხებშუა წიხლამორტყმული ჯარისკაცი პეტრუშინი რის ვაი-ვაგლახით წამოდგა ფეხზე და წელში მოხრილმა მხედრული სალამი მისცა ტრუსებისამარას, თან უთხრა:
– ამხანაგო მაიორო, მე საბუთები მოვთხოვე, ამათ კი ჩემზე თავდასხმა მოაწყვეს.
– სწორდი, პეტრუშინ!
პეტრუშინმა წელში გამართვა სცადა, მაგრამ ბოლომდე ვერ შესძლო და ამოიკვნესა.
– ვაი, დედა, როგორ მტკივა, როგორ მტკივა...
– ბოლომდე გასწორდი!
– არ შემიძლია, ამხანაგო მაიორო.
– თავი დაანებე ამ საცოდავს და მიდი, შლაგბაუმი გაგვიხსენი, – უთხრა სოფიმ ტრუსებისამარას და სანამ „ბეემვეში“ ჩაჯდებოდა, ავტომატი ქვაზე მიაყუდა.
ტრუსებისამარამ სასწრაფოდ ასწია შლაგბაუმი. მარცხენა ხელში შლაგბაუმის ჯაჭვი ეკავა, მარჯვენით მხედრული სალამი ჰქონდა აღებული და „ჯიპმა“ რომ გვერდით ჩაუარა, მიაძახა.
– ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!
ლუდამ თავი გამოჰყო „ჯიპიდან“ და ტრუსებიანს გასძახა:
– ტანსაცმელი ჩაიცვი და ეგ ერთი ბეწო გაიზარდე, თორემ არც ერთი ნორმალური ქალი არ მოგეკარება!
– წადი, თქვენი დედაც! – ჩაილაპარაკა მაიორმა და სიმწრისგან ხელი ჩაიქნია.
ლუდამ გადაიკისკისა. მაიორს მარჯვენა ხელის შუა თითი დაანახვა, შემდეგ სავარძელზე მოხერხებულად მოკალათდა და ჰამოს უთხრა:
– იცი, რა პატარა ჰქონდა, რომ დავინახე, სიცილით კინაღამ მოვკვდი.
– შენ ხომ მაგის მეტი არაფერი გაინტერესებს. საქმე არ გაქვს?
– მეტი რა საქმე უნდა მქონდეს? – სერიოზული ტონით თქვა ლუდამ და მხრები აიჩეჩა, – ლამაზი, ვნებიანი და ახალგაზრდა „ნაშა“ ვარ. ფული მე არ მაკლია და კეთილდღეობა, თანაც ძალიან მიყვარს ჟიმაობა. რატომ უნდა ვუთხრა საკუთარ თავს სიამოვნებაზე უარი?
– მერე, გათხოვდი, ვინმე ბუღა იპოვე და გაჰყევი ცოლად. შეძვერით საძინებელში და იჟიმავეთ, რამდენიც გაგიხარდებათ.
– სად ნახავ ახლა ბუღებს? რაღაცნაირი უტრაკო მამაკაცები წამოვიდნენ. იშვიათობაა კაცი სექსბომბა.
– ვინც ეძიებს, ის პოულობს.
– მე ერთხელ უკვე ვიპოვე, მაგრამ მალევე დავკარგე. თუმცა, ვინ იცის, იქნებ ჯერ კიდევ მაქვს შანსი... – თქვა ლუდამ და ჰამოს ბარძაყზე დაადო ხელი.
– გეყოფა, ლუდა, დამშვიდდი.
– კარგი, კარგი, რა გჭირს, ხომ იცი, რომ გეხუმრები.
ჰამოს პასუხი არ გაუცია ლუდასთვის და სვლას უკლო, რადგან, ავტოინსპექციის საგუშაგოს მოჰკრა თვალი, სადაც მილიციის მანქანებთან ერთად სხვა მანქანებიც იდგა. მთაწმინდელმა ლუდას ალმაცერად გახედა და უთხრა.
– შენებურები არ დაიწყო. აქაურობა მაინც გავიაროთ მშვიდობიანად.
– ბატონი ხარ, ჩემო ბეღურა, – მიუგო ლუდამ ჰამოს და გადაიკისკისა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში