კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დამსახურებისთვის მიანიჭეს 29 წლის ქართველ მზვერავს პირადად სტალინის მითითებით საბჭოთა კავშირის გმირის წოდება


ჩავარდნა

1965 წლის 4 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ზეიმზე, ნიუ-იორკის სასტუმრო „ჰილტონის“ საბანკეტო დარბაზში 51 წლის წარმოსადეგი მამაკაცი „ეფბეერის„ აგენტებმა დააპატიმრეს. მამაკაცი სწორედ იმ დროს დააკავეს, როცა 34 წლის მომხიბვლელი ლინდა ქეროლთან ვალსს ცეკვავდა. ქეროლი სახელმწიფო დეპარტამენტის საიდუმლო განყოფილებაში მუშაობდა და „ეფბეერი“ მას უთვალთვალებდა. რადგან ქალი შპიონაჟში იყო ეჭვმიტანილი, ფედერალები ვარაუდობდნენ, რომ საიდუმლო დოკუმენტებს იპარავდა და მოწინააღმდეგეს აწვდიდა. დაპატიმრების მომენტში, ანუ ცეკვისას, ქეროლი მამაკაცს ლითონის მინი კონტეინერს გადასცემდა ხელიდან ხელში, რომელშიც სახდეპარტამენტის საიდუმლო დოკუმენტების მიკროფირი იყო მოთავსებული. დაპატიმრებულები „ეფბეერის„ განყოფილებაში მიიყვანეს. ყველა პროცედურული ნორმების დაცვის შემდეგ, წყვილი შპიონაჟში ამხილეს. თუმცა, დაპატიმრებულ მამაკაცს არანაირი პირადობის დამადასტურებელი საბუთი არ აღმოაჩნდა და როდესაც ვინაობა ჰკითხეს, თქვა, რომ რაიმონდ კერესი იყო. თუმცა, არც თავისი საცხოვრებელი დაუსახელებია, არც ეროვნება და არც პროფესია. „ჰილტონში“ მომხდარი დაპატიმრების ფაქტი, ფართოდ გააშუქეს გაზეთებმა და თუკი ლინდა ქეროლის პიროვნებაზე ბევრს წერდნენ, დაპატიმრებულ მამაკაცზე ამბობდნენ, რომ რაიმონდ კერესი, სავარაუდოდ, საბჭოთა მზვერავი იყო...

„პრომეთე“

„ეფბეერის“ მთელი კოლექტივის ძალისხმევის მიუხედავად, ქეროლთან ერთად დაკავებულმა მამაკაცმა თქვა, რომ 51 წლის იყო, ყოველგვარ შპიონაჟს უარყოფდა და აცხადებდა, რომ კომერსანტია და საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა ხშირად უხდება. ქეროლის ჩვენებას კი, სადაც ქალი ამბობდა, რომ კერესმა მას საიდუმლო დოკუმენტებში 5 ათასი დოლარი გადაუხადა, პროვოკაციას უწოდებდა. მიუხედავად იმისა, რომ კერესი საბჭოთა ჯაშუშად მიაჩნდათ, ამერიკელმა ფედერალებმა ვერც მისი ეროვნება დაადგინეს. დაპატიმრებული მამაკაცი თავს ამერიკელად აცხადებდა, რვა უცხო ენაზე უაქცენტოდ საუბრობდა და პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვდა. მართლაც, ფედერალებს არანაირი მამხილებელი საბუთი არ ჰქონდათ კერესის წინააღმდეგ იმის გარდა, რომ მას ხელში ფირებით სავსე კაფსულა დაუჭირეს. ამ ფაქტზე კი კერესი ამბობდა, რომ ქეროლმა ეს კაფსულა ცეკვისას ჩაუდო ხელში და წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ რა იყო მასში მოთავსებული. ყველაფრის მიუხედავად, დაპატიმრებული მამაკაცი კერესის გვარით გაასამართლეს და 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სინამდვილეში, რაიმონდ კერესი საბჭოთა მზვერავი, 51 წლის ალექსანდრე ჩხეიძე იყო, რომელსაც ცენტრში „პრომეთეს“ ფსევდონიმით იცნობდნენ. „პრომეთე“, 25 წლიდან უცხოეთში მუშაობდა და სხვადასხვა ქვეყნებიდან საბჭოთა დაზვერვას უძვირფასეს ინფორმაციებს აწვდიდა.

მემფისის ჯოჯოხეთში

„პრომეთეს“ ჩავარდნის ამბავი მეორე დღესვე შეიტყვეს ლუბიანკაზე. თუმცა, საბჭოთა დაზვერვის ცენტრში არაფერი იცოდნენ იმის შესახებ, თუ რა ჩვენებას იძლეოდა ჩხეიძე. არადა, ის უამრავ ინფორმაციას ფლობდა საბჭოთა აგენტურის შესახებ, როგორც ამერიკის კონტინენტზე, ასევე ევროპაშიც და მის აღიარებით ჩვენებებს დიდი ზიანის მოტანა შეეძლო საბჭოთა დაზვერვისთვის. როდესაც ამერიკულ პრესაში დაიწერა, რომ „ეფბეერმა„ რაიმონდ კერესი დააპატიმრა და ლუბიანკაზე შეიტყვეს, რომ „პრომეთემ“ თავის ვინაობად რაიმონდ კერესი დაასახელა, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ამ ფაქტს საბჭოთა დაზვერვაში სიხარულით შეხვდნენ. რადგან, სინამდვილეში, რაიმონდ კერესი 1940 წელს ავტოავარიაში გარდაიცვალა ბერლინში და ჩხეიძის ძველი მეწყვილე იყო. ამით „პრომეთემ“ ცენტრს გააგებინა, რომ დუმდა, ამერიკელებს არაფერს ატყობინებდა და ცენტრში სერიოზულად დაფაცურდნენ. თუმცა, „პრომეთე„ ქალაქ მემფისის განსაკუთრებული რეჟიმის ციხეში იყო გამომწყვდეული, რომელიც მდინარე მისისიპის ნაპირას იყო გაშენებული და პატიმრები მას ჯოჯოხეთს უწოდებდნენ. ერთადგილიან ვიწრო საკნებში გამომწყვდეულ პატიმრებს დღეში ორჯერ აჭმევდნენ. კვირაში მხოლოდ 1 საათით გაჰყავდათ ჰაერზე, ციხის ეზოში და მათ მხოლოდ ცის ხილვის საშუალება ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ „ეფბეერის“ მაღალჩინოსნები დროგამოშვებით აკითხავდნენ ალექსანდრე ჩხეიძეს და თანამშრომლობას სთავაზობდნენ რეჟიმის შერბილების სანაცვლოდ, „პრომეთე“ ჯიუტად დუმდა...

გაქცევა

საბჭოთა დაზვერვის ისტორიაში „პრომეთე„ ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და პატივსაცემი მზვერავი იყო. საბჭოთა კავშირის გმირობა კი ჯერ კიდევ 1943 წელს, 29 წლის ასაკში, პირადად სტალინის მითითებით მიანიჭეს. ჩხეიძე ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც მოსკოვს შეატყობინა, რომ თეირანის კონფერენციის დროს ფაშისტები სტალინის, ჩერჩილისა და რუზველტის ლიკვიდაციას აპირებდნენ... ყველა ამ ფაქტიდან გამომდინარე და რაც მთავარია, იმის გამო, რომ „პრომეთე„ ერთგული აღმოჩნდა, საბჭოთა დაზვერვა ყველა საშუალებას მიმართავდა ჩხეიძის ტყვეობიდან გამოსახსნელად. თუმცა, უშედეგოდ და მან 5 წელი გაატარა ამ საშინელ ციხეში. ბოლოს, საბჭოთა დაზვერვის სპეცოპერაციების სამმართველოში საკმაოდ სარისკო გეგმა შეიმუშავეს. გეგმა 8 თვე მზადდებოდა და საბოლოოდ, „პრომეთეს“ გაქცევით დასრულდა. საბჭოთა დაზვერვის 4 აგენტი, რომელიც ამერიკაში სპეციალური მისიით იყვნენ შეგზავნილები, მდინარე მისისიპის მარცხენა პირიდან 8 თვე თხრიდნენ 600-მეტრიან გვირაბს მემფისის კლდოვან გრუნტში და ეს ხვრელი მემფისის ციხის სასეირნო ეზოს აღმოსავლეთ კედელთან სრულდებოდა. ამრიგად, 1970 წლის 4 ივლისს, ანუ, ზუსტად 5 წლის მერე „პრომეთეს“ დაპატიმრებიდან ციხის დახურულ ეზოში გამოყვანილი პატიმრების თვალწინ, გვირაბიდან მოულოდნელად ამომძვრალმა ოთხმა საბჭოთა აგენტმა ოთხი ციხის დარაჯი რეზინის ტყვიებით გაანეიტრალეს. შემდეგ, „პრომეთესთან“ ერთად გვირაბში გაუჩინარდნენ და 3 წუთში უკვე მდინარე მისისიპის ფსკერზე დამაგრებულ, სპეციალურ მინი წყალქვეშა მოწყობილობაში ისხდნენ, რომელმაც ხუთივე საბჭოელი დიდი სისწრაფით მოაშორა იქაურობას... „პრომეთე“ ჯერ კუბაზე, იქიდან კი მოსკოვში ჩაიყვანეს. ალექსანდრე ჩხეიძე უშიშროების აკადემიის ლექტორი გახდა და საბჭოთა მზვერავებს ამზადებდა.


скачать dle 11.3