კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ჰომოსექსუალი მილიარდერი აფინანსებდა ბარაკ ობამას საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში და მართლა დაქორწინდა თუ არა ის ჰოლივუდის ვარსკვლავ კიანუ რივზზე

მას შემდეგ რაც ჟურნალმა „ფორბსმა“ 2009 წლის მილიარდერთა ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ 793 მილიარდერიდან 111 ქორწინებაში არ იმყოფება და პოტენციური სასიძოსა და პატარძლის სტატუსით სარგებლობს. კარლოს სლიმ ელუ, რომან აბრამოვიჩი, მიხაილ ფრიდმანი, ჯორჯ სოროსი, მიხაილ პროხოროვი, ოპრა უინფრი, ლილიან ბეტანკური... სია მართლაც შთამბეჭდავია, მაგრამ ამ მილიარდერებს შორის არის ერთი ადამიანი, რომელიც სრულად განსხვავდება დანარჩენებისგან. 4,5 მილიარდი ამერიკული დოლარის ქონების პატრონი და რეიტინგში 110-ე პოზიციაზე მყოფი დევიდ გეფენი, ერთადერთი წარმომადგენელია „ფორბსის“ მილიარდერთა სიიდან, რომელმაც ღიად დააფიქსირა თავისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ და ამასთანავე სასურველი სასიძოების რიცხვშიც შედის. ხომ ძალიან საინტერესო ტანდემია?!

დევიდ გეფენი ბრუკლინში ებრაულ ოჯახში დაიბადა 1943 წელს. მამა, აბრაამ გეფენი წარმოშობით პოლონელი ებრაელი იყო, ხოლო დედას, ბატია ვოლოვსკაიას უკრაინული ფესვები ჰქონდა. ისინი ევროპელი ემიგრანტები იყვნენ, რომლებმაც ერთმანეთი პალესტინაში გაიცნეს, ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე. პალესტინიდან გეფენების ოჯახი ნიუ-იორკში, კერძოდ ბრუკლინში გადასახლდა. შთამბეჭდავია დევიდ გეფენის მიერ დამთავრებული სასწავლებლების რიცხვი. ბრუკლინის ნიუ-უტრეხტის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ, ის სანტა-მონიკას საქალაქო კოლეჯში მოეწყო, მაგრამ იქიდან თავისი ნებით წამოვიდა და სწავლა ბრუკლინში, ერთ-ერთი კოლეჯის ღამის სკოლაში განაგრძო, საიდანაც ასევე თავისი სურვილით წამოვიდა და საბოლოოდ, ტეხასის შტატში, ოსტინის უნივერსიტეტში შეიტანა საბუთები. თუმცა ისიც საკუთარი ნებით მიატოვა. დედამისს ბრუკლინში ტანსაცმლის მაღაზია ჰქონდა, რომლითაც ოჯახი სულდგმულობდა, ხოლო დევიდის უფროსი ძმა მიტჩელი, ადვოკატი იყო და კალიფორნიის შტატში, ენცინოში ცხოვრობდა. სხვათა შორის მიტჩელის ორი ქალიშვილი დევიდ გეფენის ცოცხლად დარჩენილი ერთადერთი ნათესავები არიან და როგორც ცნობილია, გარდაცვალების შემდეგ, ანდერძის თანახმად, ის მათ უტოვებს თავისი ქონების დიდ ნაწილს.

შოუ-ბიზნესთან დაკავშირებული პროფესიული კარიერა დევიდმა ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე უძველესი და მრავალპროფილიანი „უილიამ მორისის სააგენტოში“ დაიწყო (სააგენტო ძირითადად დამწყებ მომღერლებთან და მსახიობებთან მუშაობდა), სადაც თავდაპირველად, საფოსტო განყოფილებაში მუშაობდა. მოგვიანებით, დევიდი სააგენტოში აგენტის თანამდებობაზე დანიშნეს და საინტერესოა, რომ ამ თანამდებობის მიღებისთვის მას საბუთების გაყალბება დასჭირდა, რადგან დირექცია მისგან კოლეჯის ან უნივერსიტეტის დიპლომს ითხოვდა, დევიდს კი ის არ გააჩნდა. წარმატებული აგენტის საქმიანობა არ დარჩა შეუმჩნეველი და 1970 წელს, მეგობრების დახმარებით, დევიდ გეფენმა საკუთარი მუსიკალური ლეიბლი „ასილუმ რეკორდსი“ დააარსა და პირველი კონტრაქტები დღეს უკვე აღიარებულ მუსიკოსებთან – ჯონი მიტჩელთან, ტომ უეიტსთან, ბობ დილანთან და როკ-ჯგუფ „იგლსთან“ გააფორმა. ლეიბლი გიგანტ კომპანია „ატლანტიკ რეკორდსთან“ თანამშრომლობდა და სულ მალე მის შვილობილ კომპანიად გადაიქცა. დევიდ გეფენმა კინოკომპანია „უორნერ ბრაზერსის“ თავმჯდომარის მოადგილის ადგილი დაიკავა, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად, ექიმებმა დევიდ გეფენს უკურნებელი სენი აღმოუჩინეს და 2-3 წლის სიცოცხლე მისცეს. გეფენმა გადაწყვიტა მოშორებოდა ბიზნესსაქმიანობას და სიცოცხლის ბოლო წლები სიმარტოვეში გაეტარებინა, მაგრამ, 1980 წელს ახალმა სამედიცინო დასკვნამ დიაგნოზის დასმის დროს დაშვებული შეცდომები გამოამჟღავნა და გეფენს აუწყეს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა, რის შემდეგაც დევიდმა გადაწყვიტა დაბრუნებოდა გასართობ ინდუსტრიას.

1980 წელს დევიდ გეფენმა დააარსა „გეფენ რეკორდსი“ და მუსიკალურ სფეროში ახალი ეპოქა დაიწყო. გეფენის დახმარებით სახელი გაითქვეს „განზენროუზესებმა“, „ნირვანამ“, „ლაიფჰაუსმა“, გარდა ამისა, მასთან თანამშრომლობდნენ ლეგენდარული მუსიკოსები „აეროსმიტიდან“, ნილ იანგი, შერი, ელტონ ჯონი, პიტერ გებრიელი და სხვები. დევიდ გეფენის ხელშეწყობით ჩაიწერა ჯონ ლენონის უკანასკნელი ალბომი, რომელიც მუსიკოსის ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ, რეკორდული რაოდენობით გაიყიდა. ამჟამად „გეფენ რეკორდსი“ ამერიკის მუსიკალურ კორპორაციაში არის გაერთიანებული, ხოლო დევიდ გეფენის ბიზნესინტერესები ძირითადად კინოპროდუქციაზეა გადართული. ჯერ კიდევ 80-იან წლებში გეფენმა პროდიუსერობა გაუწია ცნობილ ფილმებს „ბიტლჯუსი“ და „სარისკო ბიზნესი“, სადაც ტომ კრუზი ასრულებდა მთავარ როლს. ტომ კრუზს უკავშირდება გეფენის კიდევ ერთი კინოინვესტიცია. მისი დაფინანსებით მოხერხდა გახმაურებული საშინელებათა ფილმის „ინტერვიუ ვამპირთან“ გადაღება, სადაც კრუზის გარდა, ბრედ პიტი, ანტონიო ბანდერასი და კრისტიან სლეიტერი თამაშობდნენ. 1994 წელს გეფენმა, სტივენ სპილბერგთან და ჯეფრი კაცენბერგთან ერთად „დრიმუორქს პიქჩერზი“ დააარსა, რომელიც მაღალბიუჯეტიანი ბლოკბასტერების შექმნით გახდა ცნობილი. 2008 წელს გეფენმა გაყიდა თავისი წილი კინოკომპანიიდან და ახლახან ცნობილი გახდა, რომ სპილბერგთან ერთად ის ახალ ბიზნესპროექტზე მუშაობს.

გასართობი ინდუსტრიის გარდა, დევიდ გეფენი პოლიტიკით და ქველმოქმედებითაც არის ცნობილი. ის იყო ბილ ქლინთონის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მთავარი დამფინანსებელი, ასევე მისი დაფინანსებით არჩევნებში მონაწილეობდნენ ჰილარი ქლინთონი და ბარაკ ობამა. რაც შეეხება ქველმოქმედებას, გეფენი სამედიცინო კვლევებში მილიონობით დოლარის ინვესტირებით არის ცნობილი და მისი ფინანსების ძირითადი ნაწილი შიდსთან ბრძოლაზე იხარჯება. ცნობილია, რომ მხოლოდ გასულ წელს, მან დაახლოებით, 100 მილიონი დოლარი გადარიცხა შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო ფონდში.

მიუხედავად იმისა, რომ დევიდ გეფენს ღიად აქვს გაცხადებული თავისი ჰომოსექსუალობის შესახებ, წლების განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია მისი და მომღერალ შერის რომანზე. ჟურნალისტების აზრით, 70-იან წლებში გეფენი ცდილობდა დაემალა თავისი ნამდვილი სექსუალური ორიენტაცია და მისი და შერის რომანი მხოლოდ გეფენის ჰეტეროსექსუალური ფიარისთვის იყო საჭირო. 90-იან წლებში ჰოლივუდში გავრცელდა ჭორი, რომ დევიდ გეფენი ცნობილ ვარსკვლავზე, კიანუ რივზზე დაქორწინდა. ამასთან დაკავშირებით, გეფენმა სპეციალური განცხადება გააკეთა და განაცხადა რომ, ის და კიანუ მხოლოდ მეგობრები არიან. „მატრიცას“ ვარსკვლავს კი არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია ამასთან დაკავშირებით.

ბოლო პერიოდია დევიდ გეფენის სახელს უკავშირებენ ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს. კერძოდ გეფენმა თავისი პირადი კოლექციიდან, ყოველგვარი აუქციონების გარეშე, 143.5 მილიონად გაყიდა ჯასპერ ჯონსის და უილიამ დე კუნინგის ტილოები, როცა თავად გაცილებით ნაკლებ ფასად ჰქონდა ნაყიდი. საინტერესოა, რომ გეფენი ერთგვარი რეკორდსმენია. მისი კოლექციიდან გაყიდული ჯეკსონ პოლოკის ტილო „¹5, 1948“, რეკორდულ ფასად, 140 მილიონ დოლარად, მექსიკელმა ფინანსისტმა დევიდ მარტინესმა შეიძინა 2006 წელს. დღესდღეობით პოლოკის ტილო ითვლება ყველაზე ძვირად ღირებულ ნახატად მსოფლიოში. ამბობენ, რომ დევიდ გეფენს ფული „ლოს-ანჯელეს თაიმზის“ შესაძენად სჭირდება. გეფენს არაერთხელ მიუმართავს გაზეთის მფლობელ „თრიბიუნ კორპორეიშენისთვის“, მაგრამ მის მიერ შემოთავაზებული 2 მილიარდი დოლარი კომპანიის მესვეურებს ეცოტავებოდათ.



უშანგი რუხაძე


скачать dle 11.3