კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს


კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1989 წლის 6 მაისს, დილის საათებში. რომელ პროფესიებში ელის სამომავლოდ წარმატება და უცხოეთის რომელ ქვეყანაში გაუმართლებს მას?

პასუხი: უცხოეთი თქვენი შვილისთვის საშუალოა. ქვეყნებიდან კი მისაღებია: ინგლისის დასავლეთი ნაწილი, ბელგია, კანადა, სარდინია, ამერიკის შეერთებული შტატები, საბერძნეთი, ნორვეგია, ბრაზილია, პორტუგალია, ჩინეთის ცენტრალური ნაწილი, ფილიპინები, ტაილანდი, ავსტრალიის ცენტრალური ნაწილი, ჩეხოსლოვაკია, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთი კორეა, ფინეთი, მალტა და პაკისტანი. პროფესიებიდან კი კარგია და წარმატების მომტანი: ჟურნალისტიკა, სარეკლამო საქმე, ქორეოგრაფია, მთარგმნელობითი საქმე. ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, იურისპრუდენცია, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, პროფესიონალური დიპლომატია, ხელოვნების სფერო, ფსიქოლოგია, დასვენების ბიზნესი.

კითხვა: დავიბადე 1986 წლის 2 ივლისს. რომელი პროფესიაა ჩემთვის მისაღები, რა არის ჩემი კარმული მისია და უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები?

პასუხი: თქვენი კოსმიური მისიაა ის, რომ იყოთ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი. უნდა შეძლოთ საუკეთესო ნიშან-თვისებების წინ წამოწევა. გამოავლინეთ, ასევე, მებრძოლი, უშიშარი ადამიანის სულისკვეთება. დაეყრდენით ოპტიმიზმს, კეთილშობილებას. გამოავლინეთ ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებები. ეს ყოველივე წარმატებას მოგიტანთ. უცხოეთი კი, თქვენი კარმულ-კოსმიური მისია ნამდვილად არ არის, ამიტომ უცხოეთთან მიმართებაში შესაძლოა, მეტი წინაღობა და პრობლემა შეგექმნათ. თუ მაინც გადაწყვეტთ იქ გამგზავრებას, მაშინ გეტყვით, რომ შედარებით სასიკეთო და წარმატების მომტანია თქვენთვის: ინგლისი, დანია, ავსტრალია, ვენესუელა, ყაზახეთი, შვედეთი, ვიეტნამი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი მხარე, ბრაზილია, ჩინეთის ცენტრალური ნაწილი, ფილიპინები, ტაილანდი, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ფინეთი, პაკისტანი, მალტა. პროფესიებიდან კი კარგია: მანქანათმშენებლობა; მანქანების ბიზნესი ან დიზაინი, საინჟინრო საქმიანობა, სამეცნიერო კვლევა, ტექნიკა-მექანიკის სფერო, საკონსტრუქტორო საქმიანობა, საგამომგონებლო სფერო, ფსიქოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, საქველმოქმედო საქმე, სასტუმროების ბიზნესი ან შემოქმედება, ფსიქოლოგია, ფილოსოფია.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2002 წლის 19 ოქტომბერს. მაინტერესებს, რა არის მისი კარმული მისია და რომელი პროფესია იქნება სამომავლოდ მისთვის მისაღები და წარმატებების მომტანი?

პასუხი: მისი კარმული მისიაა ის, რომ იყოს მომავალში აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი. უნდა იყოს ლიდერი, უშიშარი, მებრძოლი. დაეყრდნოს კეთილშობილებას. შეიტანოს ყველგან სიმშვიდე და ჰარმონია. შეძლოს, შუამავლის ფუნქციის შესრულება. ხოლო პროფესიებიდან კარგია: პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციული საქმიანობა, საიუველირო ბიზნესი, არქიტექტურა, დიზაინი, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი, იურისპრუდენცია, სადალაქო და სამასაჟო საქმე, გასართობი ინდუსტრია, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო საქმიანობა, პროფესიონალური დიპლომატია, ტურისტული ბიზნესი.

კითხვა: დავიბადე 1989 წლის 17 მაისს, დილის 3 საათზე. უცხოეთში მინდა წასვლა. რომელი ქვეყნებია ჩემთვის მისაღები?

პასუხი: მინდა გითხრათ, რომ უცხოეთი თქვენთვის საშუალოა. ქვეყნებიდან კი შედარებით უკეთესია: ბრაზილია, პორტუგალია, ჩინეთის ცენტრალური ნაწილი, ვიეტნამი, ფილიპინები, ტაილანდი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ფინეთი, პაკისტანი, კუნძული მალტა, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი მხარე, ბელგია, ჩრდილო და დასავლეთ აფრიკის ქვეყნები, ინგლისის დასავლეთ ნაწილი, კანადა, საბერძნეთი, კუნძული სარდინია, ნორვეგია.


скачать dle 11.3