კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სამკაულების ტარებისას და რატომ უნდა გაიკეთოთ კვირა დღეს ოქროს სამკაულები


ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია, თილისმად აირჩიოს ძვირფასი ლითონის ან ქვის სამკაული. ნებისმიერ საგანს და მით უმეტეს ქვას, მეხსიერების უნარი აქვს. ამიტომ, ის ყოველთვის ჰარმონიაში უნდა იყოს ადამიანთან. თუ რომელიმე ქვას ერთი ადამიანისთვის ბედნიერება მოაქვს, მეორისთვის უბედურების მომტანია.

ასტროლოგიაში ნებისმიერი ქვა თუ ლითონი კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს და ასევე, კვირის კონკრეტულ დღეს შეესაბამება. ხოლო, იმას, თუ კვირის რომელ დღეს რომელი ქვის და ლითონის ტარება მოგიტანთ სიკეთეს, აქვე შეიტყობთ.

ორშაბათ დღეს მთვარის ენერგია შეესაბამება, ამიტომ გირჩევთ, ვერცხლის სამკაულები ატაროთ. ამ დღეს ბედნიერების მომტანია გამჭვირვალე და უფერო ქვები. ასევე, ლურჯი და ცისფერი ასტროლოგიური ქვებისგან დამზადებული სამკაულები. შეგიძლიათ, ატაროთ საფირონი.

სამშაბათ დღეს პლანეტა მარსი განაგებს. ამ დღეს რეკომენდებულია ფოლადის სამკაულების ტარება. ქვებიდან კი უპირატესობა მიანიჭეთ იასპს და ოპალს. ეს ქვები ამ დღეს თქვენი ერთგვარი თილისმა იქნება.

ოთხშაბათის თილისმად გამოიყენეთ მარჯნის და ხისგან დამზადებული სამკაულები, რადგან ამ დღეს მერკური განაგებს. ძვირფასი ქვები კი მუქი ფერის შეარჩიეთ, მაგალითად, ნაცრისფერი ქალცედონი, მწვანე ძოწი, სარდონიქსი და ასე შემდეგ. ისინი წარმატებასაც მოგიტანენ და ჯანმრთელობაზეც დადებით გავლენას მოახდენენ ამ დღეს.

ხუთშაბათ დღეს კი პლანეტა იუპიტერი მფარველობს. ამიტომ გირჩევთ, ატაროთ ტყვიისგან დამზადებული სამკაულები. რაც მთავარია, ისინი თვალშისაცემად დიდი ზომის უნდა იყოს. ძვირფასი ქვებიდან კი უპირატესობა მიანიჭეთ ტოპაზს და ამეთვისტოს.

პარასკევის თილისმად სპილენძი მიიჩნევა, რადგან ამ დღეს პლანეტა ვენერა მართავს. ძვირფასი ქვებიდან კი გამოიყენეთ ქრიზოლითი, აქატი, ნებისმიერი მწვანე და ღია ფერის ასტროლოგიური ქვა.

შაბათი დღის მფარველი პლანეტა სატურნია. ამ დღეს კარგია კალისგან დამზადებული სამკაულების ტარება. ეს ლითონი ამ დღის თილისმად გამოგადგებათ. ქვებიდან კი მწვანე ქრიზოპრაზი ან იაგუნდი შეარჩიეთ. ეს დაგიცავთ ცუდი სიტუაციებისგან და ნერვულ სისტემაზეც დადებითად აისახება ამ დღეს.

კვირა დღის მმართველი პლანეტა კი მზეა, ამიტომ მას, რა თქმა უნდა, ლითონებიდან ოქრო შეესაბამება. ამ დღეს ოქროს სამკაულების ტარება გამოკვეთავს თქვენს ინდივიდუალობას და წარმოაჩენს თქვენს შარმს. ასევე, კარგი თილისმაა ნებისმიერი წითელი, ყვითელი და ფორთოხლისფერი ასტროლოგიური ქვისგან დამზადებული სამკაულები. განსაკუთრებით კი კარგია ლალი ან ქარვა.

ასე რომ, თუ გსურთ კვირის ნებისმიერ დღეს თავი დაცულად და მშვიდად იგრძნოთ, გაითვალისწინეთ ზემოთ მოყვანილი ასტროლოგიური რჩევები. შეარჩიეთ კონკრეტულ დღეს კონკრეტული, მისთვის საჭირო ლითონი თუ ქვა და იგრძენით მათი ძალა.


скачать dle 11.3