კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დინოზავრების თანამედროვე, ადამიანის მსგავსი ხელ-ფეხის მქონე, ისტორიამდელი ცოცხალი თევზები ვიდეოზე გადაიღეს


ინდონეზიელმა და იაპონელმა ბიოლოგებმა აჩვენეს უნიკალური კადრები: მათ მოახერხეს გადაეღოთ ცოცხალი, ისტორიამდელი თევზი – კოელაკანტი. თუ მისი ზომებით ვიმსჯელებთ, ეს არ არის ზრდასრული თევზი. მოზარდია და აქედან გამომდინარე, ამ სახეობის თევზები ჯერაც წარმატებით ცხოვრობენ და მრავლდებიან ოკეანეთა დიდ სიღრმეებში.

360 მილიონი წლის წინათ, ასეთი თევზები, მტევანფარფლიანთა ჯგუფიდან, ცხოვრობდნენ ყველა ზღვასა და ოკეანეში. მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ კოელაკანტები ამოწყდნენ, მაგრამ 1938 წელს, დინოზავრების თანამედროვე თევზი დაიჭირეს სამხრეთ აფრიკის კეთილი იმედის კონცხთან ახლოს, ხოლო 2 წლის წინათ – ინდონეზიაში, კუნძულ სულავესისთან.

ინდონეზიელმა მეთევზემ უცბად ვერ გაიგო, თუ რა ღირებულების თევზი მოხვდა მის ბადეში. ის უბრალოდ, შეშინდა. მისი აღწერის მიხედვით, ზღვის მონსტრს „თათები და მწვანედ მანათობელი თვალები“ ჰქონდა. როგორც მოგახსენეთ, კოელაკანტის ფარფლები ადამიანის ხელებს და ფეხებს მოგვაგონებს.

400 მილიონი წლის წინ, ამ არსებებიდან დედამიწის ფაუნის ოთხფეხა წარმომადგენლები წარმოიქმნენ. კოელაკანტის ნათესავები ამფიბიების წინაპრები არიან. მათგან წარმოიშვნენ ქვეწარმავლები, ხოლო შემდეგ ფრინველები და ძუძუმწოვრები. შეიძლება, მივიჩნიოთ, რომ ადამიანის „გენეალოგია“ კოელაკანტის ძველი წინაპრებისგან იღებს სათავეს.




скачать dle 11.3