ანეგდოტები
***
„აქ იყო ზურა“‚ „აქ ვიყავი ვახო“‚ „აქ იყო თაზო“... – თითქოს ჩვეულებრივი წარწერებია... მაგრამ რატომ ვარ დაძაბული? ვითომ პასტის ფერია უცნაური? იქნებ იმიტომ‚ რომ ხელწერაა უცნობი? თუ იმიტომ‚ რომ ჩემი გარდერობის კედლებზე წერია... შიგნიდან...
***
– ღმერთო‚ დამიფარე ცოლის მოყვანისგან... თუ ეს შეუძლებელია‚ ამაცილე რქები... თუ ესეც არ შეიძლება‚ მაშინ მე ნუ გამაგებინებ... და თუ მაინც გავიგებ ამის შესახებ‚ მაშინ‚ მომეცი ძალა... დავიკიდო.
***
ზამთრის პირველი შეგონება:
„ნუ დაიწყებთ ფიფქების ენით დაჭერას‚ თუ დარწმუნებული არ ხართ‚ რომ ყველა ჩიტი თბილ ქვეყანაში გაფრინდა“.
***
ამონარიდი ინტერვიუდან:
– საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი ბრძანდებით. ალბათ‚ ქალებიც ბევრი გეყოლებოდათ...
– როგორ გითხრათ...
– მოდელი ქალები თუ გყავდათ?
– ქალის მოდელები კი‚ მოდელი ქალები – არა.
***
ავტობუსში კონტროლიორი ადის:
– მოქალაქე‚ მაჩვენეთ თქვენი ბილეთი!
– არ მაქვს ბილეთი. თქვენ გაქვთ?
– მე‚ ქალბატონო‚ კონტროლიორი ვარ?
– მე კიდევ გაზის ინკასატორი და რა‚ გაზის ფული არ უნდა გადავიხადო?
***
– დედა‚ გაიცანი‚ ეს ჩემი შეყვარებულია. არ სვამს‚ არ ეწევა‚ არ იგინება...
– მოსაწყენი ხომ არ იქნება მასთან ცხოვრება... შეეგუები?
***
მიტინგზე თქმული:
„მოსახლეობის კეთილი ნაწილი ვერ იტანს მთავრობას‚ წარმოიდგინეთ‚ როგორი დამოკიდებულება აქვს მასთან ბოროტ ნაწილს“.