კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეგდოტები

***

– როდესაც ჩვენმა ბადროს მტყორცნელმა ბადრო მოიქნია‚ მთელმა სტადიონმა ამოიოხრა‚ ერთმა კი ამოოხვრაც ვერ მოასწრო.


***

მიხომ ნაბახუსევზე გამოიღვიძა‚ პირი უშრება‚ წამოდგა ონკანი მოუშვა და წყალს დაეწაფა. უცებ გაჩერდა და ცოლს გასძახა:

– მარო‚ ადე‚ დედაკაცო‚ ბალღებიც გააღვიძე‚ ნახე კრანში რა გემრიელი წყალი მოდის?!

***

განცხადება გაზეთში:

„ეკონომიკური ტექნიკუმის კურსდამთავრებული გოგონა გაიცნობს ბიზნესმენს საქმიანობაში ხელისშეწყობის მიზნით“.

***

ყოფილი ცოლი ქმარს ურეკავს.

– ჩვენ თანამედროვე შეგნებული ადამიანები ვართ. წყენა უნდა დავივიწყოთ‚ ერთმანეთს პატივი ვცეთ და მოვიკითხოთ ხოლმე. აბა‚ მითხარი‚ როგორ ხარ? ისევ ეწევი?

– აღარ.

– ხომ არ სვამ?

– არა.

– მაშინ‚ დაბადების დღეზე გასაბერ ქალს გიყიდი.

– არაა! შენი დაბრუნება ნამდვილად არ მინდა.

***

სასოწარკვეთილი ბავშვი ფეხებს ადგილზე რიგრიგობით აბაკუნებს და ჩაფიქრებულ დედას ანჯღრევს:

– დედა‚ ტუალეტში მინდააა!

– ეჰ‚ მე კი – პარიზში...

***

– ექიმო‚ რაღაც ცუდად ვგრძნობ თავს.

– სვამთ? – ეკითხება ექიმი.

– არა.

– ეწევით?

– არა.

– მწარე‚ ცხარე‚ მჟავეს ეტანებით...

– არა‚ ბატონო‚ ყველაფერს ზომიერად მივირთმევ.

– მაინც რა გიყვართ ზედმეტად?

– ჩემი ცოლის ძუძუებით ვერთობი...

– აი‚ ეს კი სასტიკად გეკრძალებათ! – შვებით ამოისუნთქა ექიმმა.

***

გერმანელი ტურისტი‚ რომელიც დიდი ხანია‚ ჩვენთან ჩამოსვლაზე ოცნებობდა‚ დიდად გააოცა ჩენმა ქვეყანამ‚ აქ ბევრმა რამემ აღაფრთოვანა‚ ბევრი რამ მოეწონა‚ ზოგმა შეაშფოთა‚ ზოგი კი‚ უბრალოდ‚ მოპარეს...


скачать dle 11.3