კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ბანანის ომში“ ევროპა დამარცხდა


ევროკავშირის სახელმწიფოებში საშობაოდ ბანანისა და სხვა ეგზოტიკური ხილის ფასმა შესაძლოა, დაიკლოს. როგორც მოელიან, უახლოეს პერიოდში ევროკავშირი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის რეკომენდაციის გათვალისწინებით, საბაჟო მოსაკრებელს შეამცირებს, რომლითაც ლათინური ამერიკიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ექსპორტირებული ბანანი და სხვა სუბტროპიკული ხილი იბეგრება. „ბაბანის ომი“ ევროკავშირსა და მის უმსხვილეს ექსპორტიორ სახელმწიფოებს შორის თითქმის 16 წელიწადი გრძელდებოდა. საქმე ის არის, რომ უკვე დიდიდ ხანია, ევროპელებმა გადასახადი მოუხსნეს იმ აფრიკულ და კარიბის ქვეყნებს, რომლებიც წარსულში ევროპულ სახელმწიფოთა კოლონიები იყო. იმავდროულად კი, ამერიკიდან ექსპორტირებული თითოეული ტონა ბანანი 176 დოლარით დაბეგრეს. მომავალი წლიდან სავარაუდოდ, ლათინური ამერიკიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ექსპორტირებული ბანანი 148 დოლარით დაიბეგრება, 2017 წლიდან კი 114 დოლარით. ამასთან, ევროპა თავის ყოფილ კოლონიებს 190 მილიონ დოლარს გამოუყოფს ახალ ვითარებასთან ადაპტაციის მიზნით. ყოფილ კოლონიებში მოწეული ბანანი ამერიკულ პროდუქციას კონკურენციას ვერ უწევს და ამ ვითარებაში, მათ პრობლემები შეექმნებათ. დღესდღეობით ევროკავშირის ქვეყნები 4 მილიონ ტონა ბანანს მოიხმარენ. აქედან 3,4 მილიონი ტონა ამერიკიდანაა ექსპორტირებული. ექსპერტთა გამოთვლებით, ბანანი ყველაზე მომგებიანი პროდუქტია, რომელიც ევროპულ სუპერმარკეტებში იყიდება.


скачать dle 11.3